განქორწინების მძიმე შედეგები

Posted by piccolina on November 17, 2009 in Uncategorized |

ხო, ვიცი, გაგიწყალეთ გული ამ ბავშვებზე ზრუნვით და მათი უფლებების დაცვით, მაგრამ ეს სერიოზულია და აუცილებელია ყურადღების გამახვილება. პოსტის დაწერა თინის პოსტმა შთამაგონა: http://tiny.ge/its-crime/

მოკლედ, საქართველოში როგორც ხდება ყველამ ვიცით – გაივლიან 1-2 ნაბიჯს ერთად, ქორწილი და ეგრევე ბალღი (თორემ მერე ჭორაობას დაიწყებენ მეზობელ-ნათესავები). მერე 1-2 წელიწადში ამოუვათ ყელში ერთმანეთი და იწყებენ ერთმანეთის დაჭმას, მერე რა, იქვე შუაში ბავშვიც თუ მოყვა. ბავშვი რაღაც საგნად აღიქმება ოჯახში. აი მობილურს რომ იყიდი და შენი რომ არის, საკუთარი და რასაც გინდა იმას რომ უზამ და რაც არ უნდა იყვირო და იგინო ამ მობილურის თანდასწრებით, არაფერი რომ არ უფუჭდება მაინც. ეგრე აღიქვამენ ძირითად შემთხვევებში რა.

http://www.diyfather.com/files/divorce.jpg

ხოდა მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შავდება ოჯახში უთანხმოებებით. ბავშვი რომ სათუთი არსებაა ათასჯერ მექნება პოსტებში ნათქვამი ხო? კაი, მაგას აღარ ვიტყვი მაშინ. მოკლედ, რა ხდება, როდესაც ბავშვებს ვეჩხუბებით ხო ითრგუნებიან და ფუჭდებიან ხო? ხოდა მათი თანდასწრებით რომ ვჩხუბობთ ეგ კიდევ უარესია. თუმცა ჩხუბზე ლაპარაკი ზედმეტია, როდესაც მშობლებმა (ნი ტო შტო მარტო ბავშვებს) ერთმანეთს სხვების დაუსწრებლად უნდა უთხრან საყვედურები. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს მათზე. ბავშვები პირველ რიგში თავს იდანაშაულებენ იმაში, რაც გარშემო ხდება და უფროსებზე ბევრად უფრო მძაფრად განიცდიან ყველაფერს.

ახლა წარმოიდგინეთ, რა მოსდის ბავშვის ფსიქიკას, როდესაც მისი თანდასწრებით დედა და მამა ერთმანეთს ლანძღავენ, უწოდებენ უსაქმურს, ნაბიჭვარს, ბოზს და ათას რაღაცას კიდევ, ოღონდ მაქსიმალურად გაამწარონ ერთმანეთი. და ბავშვი ამას ისმენს. ვერც კი წარმოიდგენთ რა დღეში ვარდება ის ამ დროს. მშობლები კი ერთმანეთის ლანძღვას აგრძელებენ, ბავშვი იდოს იქ, ჩხუბში ხელს არ უშლის…

http://capitalistliontamer.files.wordpress.com/2009/07/divorce.jpg

ასე რომ მშობლებო და მომავალო მშობლებო:

  • მიხვდით, რომ ცოლს/ქმარს ვეღარ ეწყობით? არ დაფიქრდეთ, დაშორდით!
  • ერთმანეთს ვეღარ უგებთ, მარა დაშორებამდე არ მისულა საქმე? ცალკე, მშვიდად არკვიეთ თქვენი უერთიერთობები!
  • ბავშვის გამო ინარჩუნებთ ოჯახს? რა სისულელეა! ბავშვი პირველ რიგში ზარალდება თქავენი ასეთი თანაცხოვრებით

ამიტომაც ურჩევენ ფსიქოლოგები წყვილებს შეუღლებიდან მინიმუმ 2 წელი დაცდას დაორსულებამდე, თორემ გაშორებამდე თუ მივიდა საქმე, მერე ბავშვი ყველას ჰკიდია, მთავარია, თვითონ იყოს კარგად და ბოღმა ამოანთხიოს მის “საყვარელ მეორე ნახევარზე”

თუ გინდათ, ერთმანეთი დახოცეთ, ოღონდ ბავშვებს ნუ აჩვენებთ ამას, ისევ თქვენ იზარალებთ საკუთარი შვილის დანგრეული ფსიქიკით. დაანახეთ, რომ მის ოჯახში ყველას ერთმანეთი უყვარს (თუნდაც განშორების შემდეგ).

14 Comments

  • Clown^^ says:

    დაახლებით მეც რაღაც საგნად აღმიქვეს ოჯახში :| (ალბათ უნებურად მაგრამ მაინც :| )

  • Lord Vader says:

    მთავარი:
    რამდენი სექსი მოგინდებათ, იმდენჯერ ოჯახის შექმნა საჭირო არაა.

  • precelsus says:

    ზემოთაღნიშნულ სამ პოსტულატს ვეთანხმები :)

    პ.ს. და ერთსაც დავამატებდი განათლდით სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებდეთ

  • piccolina says:

    @Clown^^ – როგორც ვიცი ჯერ ჯერ კიდევ თინეიჯერი ხარ, ტაკ შტო მაგ ასაკში მსგავსი წარმოდგენები მოსულა, მარა იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მასეა ;)

    @Lord Vader
    @precelsus
    +1 გაიზ ;)

  • teonala says:

    აი , კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ერთერთი საამაყო ის გავაკეთე ცხოვრებაში, რომ 2 წელი ბავშVი არ გავაჩIნე და როგორც კი ვიგრძენი , რომ აღარ მინდოდა იმ ადამიანთან ცხოვრება ეგრევე ვუთხარი , ავდექი და წამოვედი.

    საშინელებაა ოჯახური სკანდალების მოწყობა ბავშვის თანდასწრებით.
    აზრზეც არ არიან ხოლმე, რამხელა გავლენას ახდენს ეს ბავშVის ფსიქოლოგიაზე.

    ვეთანხმები ზემოთნახსენებ თეზისებს :)

  • zurriuss says:

    ეჰ… ეგ არი, ეეეგ!!!

    ცოლ–ქმრობა შეყვარებულობაში რომ ერევათ. აი, რა ხდება: უცხოეთში შეყვარებულები რასაც აკეთებენ (სექსი ანუ) იმას ჩვენთან ხომ ოჯახის შექმნა და მერე დანგრევა სჭირდება. მალადეც ისე იმდენი ოჯახი რომ შექმნა, რამდენჯერაც სექსი სხვა ადამიანთან მოგინდება. რა ბიუჯეტი გაგწვდება :))

    • Lord Vader says:

      იმდენი ოჯახი რომ შექმნა, რამდენჯერაც სექსი სხვა ადამიანთან მოგინდება. რა ბიუჯეტი გაგწვდება

      სწორედ ამიტომ, ერის ეთნო-ფსიქოლოგიის გათვალისწინებით და მმკ-ს რეკომენდაციის ქორწინების რეგისტრაცია რიტუალური მომსახურების გარეშე უფასო ხდება.

      • piccolina says:

        აააა ლოოოოოოოოლ
        გაითვალისწინეს ერის გასაჭირი? )))
        უფასო საწოლებს ან ბინებს არ გამოუყოფენ ახალ დაქორწინებულებს? იქნება და ქორწინების შესაბამისი აქტივობის განსახორციელებელი ადგილი არ ჰქონდეთ…

  • fsiQe says:

    ბევრად უკეთესია ჩემი აზრით, განქორწინებული მშობლების ყოლა, ვიდრე სიძულვილში და ჩხუბში ცხოვრება

  • MEGGEMAN says:

    დღეს–დღეობით ინფორმაციის პრობლემა არ არის და სამწუხაროა თუ ვინმემ არ იცის, რომ ამ კონფლიქტებით პატარას ყველაზე მეტად აზიანებს

  • precelsus says:

    სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ სულაც არაა გამოსავალი 1-2-3 თუ 4 წელი ბავშვის არ გაჩენა :) უთანხმოება და დაშორების სურვილი ურთიერთობის ნებისმიერ დროს შეიძლება გაუჩნდეს ამ თუ იმ მხარეს :)

    მთავარი, იმჰო, მაინც ისაა რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება ტვინის განძრევის შემდეგ უნდა მიიღონ

  • Landish says:

    ერთ-ერთი მასე ბავშვი ვარ/ვიყავი მეც…
    ოჯახში პრობლემები მუდამ იყო ჩემს მშობლებს შორის…
    პატარაობიდან ვოცნებობდი ან დაშოებულიყვნენ ან კომპლიქტები მოგვარებულიყო მშვიდობიანად..
    მაგრამ ეს უკანასკნელი რაღაც ნაკლებად იმედოვანი იყო..
    გავიდა დრო და მომიწია შეგუება…
    ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები შემცრიდა, თითქმის საერთოდ აღარაა..
    მარა იმდენად მივეჩვიე ბავშობაში ასეთ მოქცევას, რომ ახლა უკვე რეაგირება აღარ მაქ იმათზე, მაშინ როცა ოდნავ მაინც აუწევენ ტონს ერთმანეთზე..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.