freak show MTV-ზე + მე და პოკერი
დღეს იდეაში ჩემს პოკერულ მიღწევებზე მინდოდა დაწერა, მარა წეღან მტვ-ს შევხედე და რაღაც გადაცემა ვნახე. პირი ღია დამრჩა ისეთი ავადმყოფობა იყო და ისე იმოქმედა, რომ არ დამეწერა არ შემეძლო, მარა პოკერზეც უნდა დავწერო. მოკლედ, ჯერ პოკერი და მერე გადაცემის შესახებ )))

პოკერის წარმატებები განსაკუთრებით მახარებს, რამდენადაც ახალი დაწყებული მაქვს თამაში და ბევრს რომ ვიგებ ერთიანად, მიხარია. გუშინ მაგიდასთან 1000 ფულით დავჯექი (ფულს ვეძახი, იმიტომ რომ წიპა ერთეული განსაზღვრული არ არის, კიარადა ევრო უწერია, მარა რეალურად ხო მარტო ქულებს იგებ) და 8000 მქონდა რომ ავდექი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ნუ თქვენტვის, მეიბი, არაფერია, მარა ჩემთვის ძალიან ბევრია. თამაში რომ დავიწყე, ძირითადად სულ ვაგებდი ))) უკეთესად თამაშში ვინი დამეხმარა ძალიან 2 რაღაცით: ფული მომცა და ჩემს თამაშს უყურებდა და თან მარიგებდა. თითქოს ეს დარიგება ისეთი არაფერი არ არის და ფული მითუმეტეს, იმიტომ, რომ რაც მომცა იქიდან საერთოდ არ დამიხარჯავს, მარა სხვა რაღაცამ უფრო იმოქმედა. როცა ვიცოდი რომ ის მოცემული ფული მქონდა და რამდენსაც მინდოდა, იმდენს დავხარჯავდი, უფრო თამამად ვთამაშობდი (წიპა წაგების არ მეშინოდა) და ასე უფრო ვისწავლე ბლეფაობაც და ბლეფის გამოცნობაც (დასაწყისთან შედარებით ჯასთ), თან რომ მეუბნებოდა, მაგ კარტით შეგიძლია მთლიანად ჩახვიდე, მაგ კარტით დასაწყისშივე დაწექიო, ეგეც დამეხმარა სწავლაში და + მორალური საფორთი.

ხო კიევ ერთი უცნაური რაღაცა პოკერში ის არის, როგორ მიპოვა ვინიმ ))) თავიდან რომ დავრეგისტრირდი სპეციალურად ავიღე სხვა ნიკი და სხვა მეილი და არც არავის ვეკონტქტებოდი, ლაპარაკის სტილზეც რომ არ შეემჩნია რომ მე ვიყავი (ნუ არ მინდოდა რომ სცოდნოდა რომ იქ ვთამაშობდი მეც, თან წიპა ნაჩხუბრები ვიყავით). მოკლედ, ერთხელაც შემოდის მსნში და მკითხა, რა ნიკით თამაშობო და არ ვუთხარი. მერე კ-ზე იწყება შენი ნიკიო? ეგეც არ ვუთხარი და ზუსტად 2 წუთში გვერდით მომიჯდა თამაშში და იქვე გააგრძელა ლაპარაკი. პირი ღია დამრჩა, როგორ მიხვდა ასე დარწმუნებით, რომ მე ვიყავი ))) ან იმდენად კარგად მიცნობს, რომ მიხვდა სხვა ნიკს რას ავიღებდი (მართლა კარგად მიცნობს) ან მე ვარ იმდენად დურა, რომ ძალიან მარტივად გამოსაცნობად შევცვალე ნიკი )))
ხო, ახლა რაც შეეხება მტვ-ს ფრიკ შოუს. ძალიან დიდი ხანია, მაგ არხისთვის აღარ მიყურებია და შესაბამისად არც ვიცოდი ეს გადაცემაც თუქონდათ. მახსოვს, იყო გადაცემა, რომ ხალხს თავიანთ კუმირებს ამსგავსებდნენ, ოპერაციებს იკეტებდნენ, რომ ცნობილ ადამიანებს დამსგავსებოდნენ და ათასი მარაზმი იყო კიდევ, მარა ეს იმათზე უარესი მარაზმი იყო…

მოკლედ, რა ხდება გადაცმაში. მაგალითად, არის ტიპი, რომელსაც ევასება მადონა და უნდა რომ თავისი ოუნ მადონა ყავდეს. ამ გადაცემაში აარჩევინებენ გოგოს, რომელიც უფრო გავს მადონას და ამის დასადგენად რამდენიმე გამოცდას უტარებენ და ეს გოგოებიც დიდი მონდომებით იბრძვიან რომ ვიღაცის მადონა გახდნენ. საბოლოოდ ეს ტიპი მიდის გადაცემიდან თავის საკუთარ მადონასთან ერთად.
მგონი კომენტარები ზედმეტია, მაგრამ მაინც, გასაგებია ფანების არაჯანსაღი ფსიქოლოგია, თუმცა სთილ მიკვირს, როგორ მიდიან მსგავს ონანიზმამდე… გყავდეს გვერდით ფსევდო კუმირი, არაა მთლად ჯანსაღი, მარა ყავდე ვიღაცას ფსევდო კუმირად (რომლის ფანიც შენ თვითონაც ხარ) მართლა არაა ნორმალური. ხარ ვიღაცის გვერდით, რომელსაც უნდიხარ მხოლოდ იმიტომ, რომ იმას გავხარ, ვინც მას რეალურად უნდა? და რა არის სიამოვნება? ის, რომ შენს კუმირტან გაიგივებენ და მოფერებისას შენს ნაცვლად იმის სახელს ამბობენ?
ეს ყველაფერი კიდევ ხო, ფანები არიან, არ არისან ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანები, შეიძლება კიდევ ამის გაგება. მარა ამ ზომბირებას და ონანიზმს ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული გადაცემა უკეტებს პროპაგანდას და რაც მთავარია მერე ირაცა ზის და უყურებს ამას და ფიქრობს, ნეტა იმის ადგილას მე ვიყოო :მო:
ნი უჟელი ასე ასწორებს საკუთარი თავის ”დამარხვა” და სხვად ცხოვრება.
მარაზმ…
ნაპოვნი სურათები:






3 Comments
უი ეგ გადაცემა ადრე მაქ ნაყურები,გძეტა ერთი წლის .ძაან სლეობაა მართლა. თან უნიჭოდ ბაძავენ უმრავლესობა!
“ან მე ვარ იმდენად დურა, რომ ძალიან მარტივად გამოსაცნობად შევცვალე ნიკი )))” – ნწ, არაფერიც :)) უბრალოდ მართლა კარგად გიცნობს :პ
მტვ-ს რაც შეეხება არასოდეს არ ვუყურებ, მაგრამ აეხლა განსაკუთრებით დამეკარგა ყურების სურვილი :დ
@daliela – მარტო უნიჭობა რომ იყოს კიდევ ჯანდაბას )))
@LadyCrow – ხო, იუ არ რაიტ )))
მტვ-ს კიდევ ჯობია მართლა არ უყურო )))