Forest Boogie
ფართი, რომელზეც რომელიღაც წინა პოსტში გითხარით გუშინ იყო და ვინც არ წამოხვედით, იუ ლოსტ სოოოუ მაჩ )))
როგორც წინა პოსტშიც ნახავდით, ტყეში იყო ფართი, ღამით. ანუ დაიწყო საღამოს 9ზე და (წესით დილის 9ზე უნდა დამთავრებულიყო მარა) დამთავრდა დილას 7სკენ მგონი თუ 8სკენ
დაახლოებით რომ მიხვდეთ, როგორი გარემო იყო:

პირველ რიგში გარემო იყო წინასგან ძალიან განსხვავებული და გაასწორა. ნუ მამენტ, სიმართლე რომ ვთქვა, შედარება არ შეიძლება, ანუ ის გარემო თავის პონტში იყო კარგი, ეს თავის პონტში…
დედა, ვისია ეს ბიჭი, რა კარგია ა?
დაპირებისამებრ საკვებით გაგვიმასპინძლდნენ ორგანიზატორები, მარა ყავის ამბავზე მოგვატუეს ))) უბრალოდ, ყავის დრო რომ მოვიდა, ყველა ისეთი დაღლილი და გათიშული იყო უკვე, ორგანიზატორიან-ხალხიანად, რომ არც არავის გახსენებია ))

ერთი დისკომფორტი ის იყო, რომ ჭიანჭველები ყველგან თავს გვესხმოდნენ, გვაცოცდებოდნენ და თან გვკბენდნენ )))
სლივა (აკა ყვავა) ოღონდ სიბნელეში არ ჩანს
ძალიან დიდი პლიუსი ე.წ. დამსწრე საზოგადოება იყო. ძალიან დრუჟილიუბნი ნაროდი, არავის არ შევუწუხებივარ ზედმეტად. როცა მინდოდა ვცეკვავდი, როცა მინდოდა ცეცხლთან ვიჯექი და როცა მინდოდა… რავი, რასაც მინდოდა ვაკეთებდი მოკლედ ისე, რომ ხალხი ხელს არ მიშლიდა, რასაც წინა ფართიზე ვერ ვიტყვი. წინაზე ტვინი გახვრიტეს ვიღაცეებმა )))
ასე, მშვიდობიანად ვიყავით (ხელზე სტაფილოსფრიანი მე ვარ)
მოკლედ ძაან მაგარი იყო ჩემს საეჭვო წარმომავლობის დალურჯებებს თუ არ ჩავთვლით. ნაწილი მახსოვს, სად დავლურჯდი, ნაწილს ვერაფრით ვერ ვიხსენებ)))

ხო, კინაღამ დამავიწყდა, ფართის საინტერესო მოვლენა: იქ ვიღაც ინგლისურ ენოვანი ტიპები იყვნენ, რომლებსაც გზაშივე დავუმეგობრდით. ადგილზე რომ მივედით, კიდევ ვიღაცეები გავიცანით. ნუ რადგან გზაში გაცნობილებს ინგლისურად ველაპარაკებოდი, ალბათ, ჩათვალეს, რომ არც მე ვიყავი ქართველი და სახელიც ინგლისურად მკითხეს. პიკო რომ ვუთხარი და იტალიურიდან მოდისმეთქი, რომ ავუხსენი, ჩათვალეს რომ იტალიელი ვიყავი ))) მოკლედ დიდხანს მელაპარაკებოდნენ ინგლისურად (რუსულისგანაც თავს იკავებდნენ) სანამ ბოლოს ერთ-ერთმა პოლსკის არ უთხრა ხმამაღლა, მგონი ამას ქართული ვაფშე არ ესმისო, რაზეც სიცილი აგვივარდა მეც და სალისაც ))) საინტერესო გაუგებრობა იყო ))) აბავშვობის მერე პირველად ავერიე ვიღაცას იტალიელში

ფოტოები რაც ზემოთ შეგხვდათ ჯერჯერობით ეგენია. დანარჩენებს რომ დადებენ, რომელიმე თუ იქნება დამატების ღირსი, დავამატებ ;)
მე და ნინო პოზიციებს არ ვთმობთ )))
ვიდეოები და სურათების ვრცელი ვერსია იხილეთ ყვოვესთან : http://www.facebook.com/ext/share.php?sid=106410800741&h=8OKCK&u=xBDxT&ref=nf

12 Comments
nice
ქულ :)
რო ჩამოვალ მეც წამოვალ ხოლმე :)
რა კარგი მოფიქრებაა ტყეში ფართის გაკეთება, აი ძალიან მაგარი!
მე ძალიან ვისიამოვნე <3
საყვარლესი, ჰოდა კიდევ ბიჭებმა სტრიპტიზიორშას ნიფხავში ფულების ჩატენვა მასწავლეს გგ
ცეცხლთან უფრო კაი იყო ^^
პ.ს. ყველა ჭანჭველის დედამოვტყან 9 გზის :D
@Bas – ხოოო წამოდი ხოლმე ))) ძაან მაგარია )))
@Natalia – მართლა ძაან მაგარია
@სალ – უი, მე მაგ დროს არ ვიყავი ))) მერე მასწავლე მეც ))
ტფუ, ჭიანჭველების ნაკბენები ახლაც მეტყობა :/
rogor mshuuuuuuuuurs
rogor mshuuurs
:( :( :(
ra musikas ukraven xolme mag Partebze?
ფსიქოდელიურ ტრანსს
ყვავა დადებს ვიდეოებს სავარაუდოდ და ნახავ ;)
კიდევ რომ იქნება მერე წამოდით
piko rogor mogitsones inglisuri ingliselebma?
miige chemi emaili temebze?
Irma
Sad daikarge? Rato agar cer?
@tatushka55 – დავბრუნდი, თათ და ახალი პოსტიც დავწერე ))
ეს რაღაც საინტერესოა. მე არ წამიყვანთ? ;)
შემდეგი როცა იქნება წამო ;)
დავწერ აქ