18
ჩემს ძვირფას ფეისბუქელ მეგობრებს
Posted by piccolina on August 31, 2010 in Uncategorized | ∞
უკვე ყველამ იცით, რომ მე და შოთა დავშორდით. ეს ამბავი თქვენს უმრავლესობას ძალიან ახარებს და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვერ გთხოვთ ყველამ გამოიგლოვეთ ჩემთან ერთადთქო, მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ შემეცით შედეგი რაღაცეებით:
- არ არის საჭირო ფეისბუქზე პანაშვიდების მოწყობა, წიპა ‘საუკეთესო წყვილი იყავით’, ‘ვაგლახ, როგორ დაგკარგა’ და ასე შემდეგ სლეობები და შემდეგ შოთაზე მიხტომა. ამით ჩემთან ქულებს ვერ დაიწერთ. შოთასგან რომ ვერ ვიგებდე, რომ აბამთ, მარტო თქვენი ლაპარაკიც მახვედრებს.
- არ არის საჭირო ჩემთან დაფრენდება. მართლა ვერ ვხვდები რა ხეირია ეს თქვენთვის. ანუ ჩემგან ქულები არ გჭირდებათ შოთას შებმისთვის და ვერც მიიღებთ (რისთვის, თორე კი). აბსოლიტურად ფეხებზე მკიდია, რა სტატუსებს წერთ და აი რა სლედ მჭირდებით ფრენდ ლისტში? ახლა არ მითხრათ, დაბროს ველოდებითო (ლოლ)
- არ არის საჭირო ყველასთვის მიხარება, რომ შოთასთან იყავით და თან დაყოლება, პიკოს არ უთხრათო. აი ეს ყველაზე სასაცილოა. come on guys სანამ თქვენ დაიწყებთ შოთას შებმას, სანამ შოთა მიხვდება, რომ რამე გექნებათ, მე უკვე ვიცი, რაც მოხდება. მანამდე თუ რაღაც მოხდა და ვერ მივხვდი, მერე მაინც, შეხვედრის დროს პირდაპირ შუბლზე გაწერიათ :)) აი სულ მინდება რომ პირდაპირ, ხალხში გითხრათ, რას ინაზები, ვიცი ყველაფერითქო, მარა ცოდოები ხართ ჩემი პირდაპირულობისთვის (ცუდ პონტში არ ვამბობ, მართლა)
პ.ს. რამდენი და რომელი თქვენგანი წაიკითხავს ამ პოსტს ეგეც ვიცი. ეს რა თქმა უნდა პრობლემა არ არის, სხვებსაც დაულინკეთ, მარა კომენტარებში პრანჭვას ნუ დაიწყებთ, მაინცდამაინც რწყევას ნუ დამაწყებინებთ


18 Comments
love drama <3 :)
ან მე რატო წავიკითხე ვაბშე :)))))))))))))
მე ვიყო ტასმანიელი ეშმაკი არ ვეჩალიჩები შოთას მიუხედავად იმისა რომ ორივეს ფეისბუკ ფრენდი ვარ!
მეც ორივეს ფრენდი ვარ, სრულიად სუფთა სინდისით :) თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პიკოსთან ერთად მეძნა ოთახში მთელი სამი დღე :))
პიკ, გეხვეწები, დაიკიდე რა, თუ ასეა (ალბათ ასეა), მაგის გულისთვის როგორ იშლი ნერვებს და უთმობ ბლოგზე ადგილს?
@კატიე – გოგო, მართლა მკიდია, მარა ყელში არიან უკვე. თუ არ მომევაზელინენ ისე არაფერი გამოუვათ? :დ
არა რა არი იცი ჩემო პიკო.
აი ჩემი ძმაკაცი ამბობდა, დიდი პროჭი ვინმე იყო, იყო რა, ეხლაც კაი პროჭი იქნება. ხოდა ეგ ამბობდა, შეიძლება კვირაში ხუთი გოგო მივადღნა მაგრამ აფტერ სექს გაბოლების დროს ყოველთვის ერთზე ვფიქრობო. ხოდა შენც კარგად იცი ის ერთი გოგო შენ ხარ დიდი ფილოსოფოსისთვის.
დაასხით ბიჭებო დავლიოთ
ლოოოლ. ასეთი იდიოტური რაღაც თუ ხდებოდა, ვერც კი ვიფიქრებდი.
დაიკიდე რა. და ზედმეტი ხალხი წაშალე. რავი, მე ეგრე ვიზამდი. კიარადა ვქენი უკვე დღეს.
ღმერთი, რჯული, კატიეს პირველი წინადადება და ბოლო აბზაცი.. : )
: ))))))))))))))))) აჰა პიკო მყავს ფრენდებში , შოთაც მყავს პიკო გაიწი , მარა რა გაიწი შოთა რად მინდა .
ჯობია შოთა გაიწი -პიკო მოიწი :D :D :D :D :D სულ მიზიდავდა ქმრიანი ქალები :ევილ:
ვაააჰ, ეს რა მარაზმები ხდება თურმე საქართველოში… რაღაც ყველანაირი ლოგიკიდანაა ამოვარდნილი… გამეღიმა რომ ვკითხულობდი ამ პოსტს… ჰოდა, პიკო, შენც გირჩევ გაიღიმო და ტყუილად ნერვი არ აიტოკო…
P.S. მე რომ არცერთი თქვენგანის ფრენდი არ ვარ ფეისბუქზე, ნეტა რომელ კატეგორიას მივეკუთვნები? :D (არადა ბლოგებს ორივეს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ :) )
@მროველ – ხო, დაასხი შენ და ჩვენ უნდა დავლიოთ :დ
@ლილიან – ხომ იცი, ყოველთვის მიზიდავდი <3
@Ladybird – დამამატე მერე ფეიქბუქზე. აქვე, საიდბარში მაქვს ჩემი ფბ პროფილი ხოდა გადადი აქედან და დამამატე ;)
შენ ბლოგის დიზაინი შეცვალე და ახლა ისევ უკან დააბრუნე, თუ მომეჩვენა?
კი, ეკა შევუცვალე და ის რაღაც ჭედავდა და ისევ დავაბრუნე :))
შოთას? ჰმ.. მე მეგონა შენ გეჩალიჩებოდნენ.. :D
პიკ, წერე ხოლმე რა. ამ ბოლო დროს შენი პოსტები მომაკლდა.
@გურო – კაცო, მე რომ მეჩალიჩებიან, მაგითი შოთას არავინ აწუხებს და მე რატო უნდა ვწუხდებოდე ა? :დ
აფიშირებას არ უნდა მოგეხდინა, მითუმეტეს ქონსექვენსები შენთვის ასე თუ ისე, ცნობილი იქნებოდა :)
შოთას პროფაილი დამილინკე რა, უნდა შევაბა :D ნუ როგორც მინიმუმ, ვნახო, რა არის ამისთანა, ასობით ქალი რომ ჩასაფრებული იყო, როდის დაშორდებოდით, რომ მერე დაეთრიათ.
@ანი -არა მარტო ქალები. და დაშორებითაც კაცებმა უფრო გაიხარეს…