ეს სასაცილოა?
საუბარია ვითომ სასაცილო ვიდეოებზე. დებენ ტექსტით: “აუ ნახეთ ეს რა ხოხმაა”, “ამაზე იმდენი ვიცინე…”, “ნახეთ რა უქნეს, გასკდებით სიცილით” … მოკლედ, ტექსტი ბევრია. ჩართავ და მარაზმი. ადამიანს უკეთებენ საზიზღრობას, იღებენ კამერით და ამას გართობას ეძახიან… და სანამ ყველა სიცილით სკდება, მე არ მესმის, რა არის სასაცილო მთელ ამ მარაზმში.
თქვენც გექნებათ ნანახი და ალბათ იცინეთ კიდევაც. მოხულებულების შეურაცხყოფა, რომელიც რატომღაც სასაცილოა; უნარშეზღუდულ ადამიანზე დამცინავი ვიდეო, ტომელიც ასევე სასაცილო აღმოჩნდა; ადამიანის შეურაცხყოფა (სულელური პასუხები და ამაზე დაცინვა ან სულელურ სიტუაციაში ადამიანის გადაღება), ან გოგოების ჩხუბიც საკმაოდ კარგად მიდის… მოკლედ, მარაზმებს რა დალევს…
ავიღოთ მაგალითად ცნობილი ვიდეო ქართული ესტრადის შესახებ. ჯერ ნახეთ:
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=7pDsfU81PWM&hl=en&fs=1&]
იმის გამო, რომ რაღაც არ იცის ბავშვმა, ის მეორე თავში უტყაპუნებს და ეს თურმე სასაცილოა :/
ასევე სასაცილოა თურმე ამ საწყალ კაცზე დაცინვის გადაღება:
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=9liOHhWylw0&hl=en&fs=1&]
ხო, კაი, ტუპოია, კაი ვერ სცემს პასუხს. მაგრამ რატომ არის სასაცილო ის, რომ მას დასცინიან და ვიდეოსაც ავრცელებენ თან?
სასაცილო ყოფილა ამ საწყალ გოგოზე დაცინვაც, თურმე, რომელმაც თავისი პერსონა უკვე წარმოაჩინა ვიაგრას კლიპში და თურმე კიდევ კარგად უნდა დაჭეჭყო, თორემ ისე არ კმარა დაცინვა :
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=jdsOrsWx8L0&hl=en&fs=1&]
ხო, ამის გარდა კიდევ არ მესმის რატომ არის სასაცილო ფარული კამერით ისეთი სიუჟეტების გადაღება, რომ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებენ. მზის დარტყმამ გააკეთა რამდენიმე მსგავსი მარაზმი. აი, მაგალითად:
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=dqZwk6ISRSo&hl=en&fs=1&]
და ეს კიდევ არაფერია იმასთან, ერთ ტიპს რომ გაუკეთეს. ცნობილია ისიც. ვინის ეძახიან მგონი თუ რაღაც და ის მართლა მარაზმი იყო, არ მესმის, როგორ არ უჩივლა.
და დასასრულს ლინკზე უნდა გადახვიდეთ სანახავად. მსგავსი მარაზმი არ მინახავს :
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=138900
ამ ქალს ხო ამის მერე ჯანსაღი ფსიქიკა აღარ დარჩებოდა და მანქანაში ჩაჯდომისას ხო ყოველთვის რაღაც შიში ექნება…
არ მესმის რატომ არის ეს ყველაფერი სასაცილო. ხო, კაი, ვიღაცისთვის ყველას დაგვიცინია და ერთხელ მაინც ყველას გაგვიჩალიჩებია რაღაც, მარა ეს მეზედმეტება…
ახლა ვინმემ მაინც მითხარით, რომ მეთანხმებით და რომ მარტო არ ვარ )))
ბტწ ქვემოთ რეიტინგის ღილაკები გავაკეთე და შეგიძლიათ დამარეითოთ ;)


კი სასაცილოა და თუ რატომ, ახსნა მეზარება :D
არააა :/
მითხარი, რატომ
პირველი, მეორე და ბოლო საშინელებაა… :(((
ბოლო ვიდეოში ქალს აქვს სრული უფლება უჩივლოს ვიდეოს გადამღებს მიყენებული მორალური და ფსიქოლოგიური ზიანისთვის და მოითხოვოს სოლიდური კომპენსაცია.
მის ადგილას რომ ვიყო, არ შევარჩენდი ჩემს ასეთ დღეში ჩაგდებას.
პირველი სასაცილოა, ფარული კამერაც სასაცილოა. ბოლო მარაზმია. არსებობს რაღაც ზღვარი სადამდეც შეგიძია “გაუჩალიჩო” ადამიანს. აი მაგალითად ნიკა ქავთარაძის მზის დარტყმა არის აკრგი მაგალითი, თუ სად არის ზღვარი. ძალიან სასაცილო ვიდეოა. ეხლა ცოტა თუ არ ინერვიულა კაცმა აბა რა აზრი აქვს, ყველაზე სასაცილო ხომ ის რეაქციები და ფრაზებია რომელსაც შეშინებულზე ამბობს ადამიანი.
nikaiverioni
საქართველოში ხარ?
ეს ბოლო მართლა საშინელებაა.. მე ალბათ გული დამარტყავდა მაგ ქალის ადგილზე.
ჰჰჰმ. მე მეგონა იუმორის გრძნობა არ მქონდა. არ ვუყურებ და მგონი არც მაინტერესებს. რაც შეეხება ამ პოსტს, შენც ავრცელებ ახლა ამ ვიდეოებს :D
ვფიქრობ რომ მარაზმია :| პირველი ვიდეო ადრე რომ ვნახე ვაღიარებ გამეცინა მაგრამ მერე რომ დაფიქრდი მივხვდი რომ მარაზმი იყო :X
გეთანხმები, განსაკუთრებით ის ხალხი მიშლის ნერვებს ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს ამას დამატებული ის ვითომ ”ადამიანები” რომლებიც ფსიქიკაშერყეულ ან შეშინებულ ადამიანებს დასცინიან.
ჯერ რამდენი მარტო პატრულს აქვს გადაღებული, ბოლოს კიდევ სასწრაფოში გადაღებულიც ვნახე, როგორ დაცინოდნენ ავადმყოფს.
ასეთ ადამიანებს დიდი სიამოვნებით ჩავარტყამდი აგურს კბილებში და მერე იუთუბზე ავტვირთავდი, ავადმყოფი საზოგადოება თფუ…
ნუ მორალისტობთ ახლა რა უF :D
tavadzeze arc me gamecina da vfiqrob rom tu adamianma gadaitana gadasatani, mere romc utxra gexumreo ar aqvs mnishvneli :] nu gaachnia sxva dros situacias, pirveli video chemtvis saxalisoa, zogi momwons , zogi ara, faruli kamerac zogi uazrobaa, zogi kargia, ravici aba,ese zepirad znelia uaryofa an mowoneba, gaachnia konkretul videos : D
ხო პირველზე ნამდვილად არ გამცინებია, არ კი ვიცი რატომ!!! ისე კი ბავშვი შემეცოდა ნამდვილად!!!
პირველი ვიდეო სასაცილოა და იქ მორალის კითხვა რომ გამართეს, 5 წლის ბავშვს რატომ უყვირის 8 წლის და, ეგ უფრო მარაზმია იმჰო. და ვისაც პატარა და ან ძმა ჰყოლია, ყველა გამიგებს.
ვიაგრას გოგო საწყალი ნაღდად არაა, როდესაც საჯაროდ გამოგაქვს რაიმე იმბეცილიზმი, რომ დაგცინებენ – იასნია.
სხვები არ მინახავს და მეზარება. :/
@Bas – საბ შენ მორალისტობ ახლა ყველაზე მეტად ))) ოჰოი, ხალხნო, როგორ არ გკიდიათ, არადა მამენტ მსგავსებს თვითონაც წერ
ცომე ონ )))
@Candy – მაგალითები თუ არ მოვიყვანე ცარიელ სიტყვებზე ყველა დამიქნევს თავს )) მინდა ახლა მე ეგ? ))
@Dodka – დოდ, იმ ბავშვების ვიდეოს გავრცელება დიდ სასაცილო მასალად, ამ სორი, მარა მემარაზმება… ის გოგო კიდევ, უკვე ვთქვი, ყველამ ისედაც ვიცით უკვე რაც არის. კლიპის ნახვა სავსებით საკმარისია. რა საჭიროა მისი კიდევ ზედმეტად დაჭეჭყვა.
წარმოიდგინე, შენი ჩანაწერები რომ გაავრცელონ ახლა იმედში სასაცილო მასალად და ბონუსად ინტერვიუ ჩამოგართვან და გეკაიფონ და ბოლოს გითხრან, რა შტერი ხარ, მართლა გეგონა, რომ რამეს წარმოადგენ?
@ბაბისა – ხო, აი ეგეთ ფარულ კამერებზე მაგას ვამბობ სულ, იმან რომ ინერვიულა, განიცადა და ლამის ინფარქტი მიიღო, იმ ნერვებს ფრაზა “გაიღიმე, კაიფი იყო” ვერ უშველის მერე
ხო,ეს პირველი ვიცი. არ არის იდიოტობების საჯაროდ გამოტანა საჭირო. მარა ეტყობა ეგეც იდიოტებისთვისაა. ეს ალეკოს წაყვანილი დეგენერატობაა. მართალი ხარ, ყველაფერს აქვს საზღვარი.
ისე ეს პატარა ბავშვი მართლა სასაცილოა :D
არც ერთ ვიდეოზე არ გამეცინა. აი თავში რომ ჩაარტყეს იმ ბავშვს, რა იყო სასაცილო, მაგარი კუთხით ჩაარტყა ხო? რამიშვილზე კიდე მთლიანი მარაზმია. ქალს რომ აშინებენ კიდე ხომ შეიძლება ამ დროს შიშისგან მოკვდეს, ა?
ეჰ, სულ გამოამერიკელდა ეს ხალხი რა! :(
წავედი წავედი..
მე პირადად რატო მომეჩვენა ეგ ბავშვის ვიდე სასაცილოდ ეგ ჩემი საქმეა.
პირველი ვიდეო არაა სასაცილო, და როცა დადეს თავის დროზე ავღნიშნე კიდეც! დანარჩენები არ მინახავს.
რა მარაზმია..
მადლობა კარგი ვიდეოებია. ბევრი ვიცინე :)
ნუ საერთოდ, პროვინციული იუმორის ზეიმი რომ არის საქართველოში, ეს ფაქტია
კოხორა სუპერსტარი ამის ნათელი მაგალითია, მაგას ზემოდან ეს რაღაც გადაცემა თავისი სრული შემადგენლობით, + რუსთავი 2ის და პირველი არხის საზარელი სერიალები
მაგრაამ ფაქტია, ხალხს ეს მოსწონს.
სანამ შენი ვიდეოს “გმირი” (იგივე მსხვერპლი) არ გამოგიქანებს ყბაში და კბილებს არ დაგაყრევინებს, მანამ – სასაცილოა…
თუმცა, ყბაში თუ მოგდო, სხვისთვის ეგეც ხომ სასაცილო იქნება…
მოკლედ – ცხოვრება ნშვენიერია.
დიდებული ნათქვამია! :up:
ის ქალი ცოდო იყო :|
pirvel videoshi orive psiqoterapevtis pacientia,is vinc “intervius” iRebs psoqozzea samkurnalo,meore sacodavi ki visac urtyaven reabilitacias sachiroebs ……………….sadaa aq iumori????
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო და მართალიაა :)
მაშ ასე: ვიდეო ქართულ ესტრადაზე არის იდიოტობა. ვინც იმაზე გაიცინებს, ალბათ იმ ვიდეოს ოპერატორია ან მისი თანაშემწე. გამნათებელიც.
მეორე ვიდეო, ისევე როგორც პირველი, არის აგრესიული ხასიათის. ამასთან ერთდ, მეგონა, რუსებს უკეთესად ღადაობა შეეძლოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უაზრობაა. ამაზე, ალბათ, დაბოლილსაც არ გამეცინებოდა.
ვია–გრა სუპერლაითზე ბოლომდე ვეღარ ვუყურე. არანაირი პროტესტის გრძნობა არ გამჩენია. მეგონა აი, აქ მაინც გავბრაზდები ან აქ მაინც გავიცინებ–მეთქი, მაგრამ დაღბულ პირის მეტს არაფერს “ვაკეთბდი”. პრაიეხალი…
სტოპ! ეს ნიკა ქავთარაძეა? ჰო… ახლა ასე ვთქვათ. არსებობს იუმორის რამდენიმე სახე. ერთ–ერთი მათგანი არის ექსცენტრიული იუმორი, რომლის კარგი წარმომადგენელია ჯიმ ქერი, ცუდი – კომედი შოუ და კლაბ შოუ (ნაწილობრივ). ექსცენტრიულ იუმორზეც ეცინებათ ხოლმე. ასე რომ, ამას მთლად ვერ მივაკუთვნებ წინა სამს, რომელიც გულისამრევად იდიოტობაა.
პირადად მე ქავთარაძის ვიდეოზე მას შემდეგ გამეცინა, რაც პატრული მოვიდა. მანამდე დაძაბული ვიყავი. მოკლედ, პირველ სამში გეთანხმები. მეოთხეში – ნაწილობრივ. ისე კი საინტერესო თემა წამოჭერი, რასაც პოსტების რაოდენობა ამტკიცებს. აბა ჰე და აბა ჰო :)
ის პირველი ვიდეო როცა ვნახე, მაშინაც ვერ გავიგე რა იყო მანდ სასაცილო და ვერც ეხლა ვერ ვხვდები.
აი ამაზე სამიათასიმილიონი საუკუნეა დაწერა მიდნა და სულ მეზარებოდა )
შენ გაიხარე და გამრავლდი -))))
უკვე მართლა მარაზმში გადასდის ამ ხალხს. რაზე ღადაობენ ვერც გაიგებ + თან მერე რო აიტაცებენ ხოლმე და ნახევარი ქალაქი ‘რავიცი ვიცი არვიცი’ თუ მაგის მსგავს ფრაზებს რო ჩითავს ხოლმე ეგეთი ხოხმა ვიდეოებიდან
ტფუ :/
იმ რაღაც ‘ვია გრას’ გოგოზე ღადავს კიდევ ახლა ვუყურე პირველად
და ცრემლები მომდის მაგის საცოდაობისგან :/
ერი რომ კოხორას აქცევს ვარსკვლავად, აღარ მიკვირს მერე არც ეს და არც არაფერი. დაკნინებულია ქართველი ადამიანის იუმორის გრძნობაც, ისევე როგორც ზოგადად ქართველია დღეს დაკნინებული.
ალბათ ვერც ჩემი საქმეა მთლად კარგად.. პირველი ვიდეოს ყურებისაც მართლა გამეცინა!