ეს დღეები…
საშინლად დატვირთული ვარ, გამოცდები, საბაკალავრო, კოლოქვიუმები, პრეზენტაციები…
ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი და უარეს საშინელებად იქცევა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ამდენ ტანჯვას შედეგი არ მოყვეს და რომელიმე საგანი “შემეტენოს”. მართლა ტრაგედია იქნება, ვერც მეცხრე სემესტრს გადავიხდი და მუშაობასაც ვერ დავიწყებ… დედაჩემს ხო ვერ გადავახდევინებ მეცხრე სემესტრს. არადა ერთი საგანიც კი რომ დამრჩეს უკვე პპც…
გადავწყვიტე, მაგისტრატურა არ გავაკეთო წელს. ისევ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

ხოდა ეს ბოლო დღეები სულ ამ ყველაფერზე ვფიქრობ და ძალიან ვიძაბები. ერთი სიტყვით, ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს და ეს ყველაფერი გაგრძელდება დძეტა თვის ბოლომდე. და ძალიან ვნერვიულობ…
მოკლედ, მიგულშემატკივრეთ, პიპლ )))
წავედი ახლა კითხვარი ონლაინ ვერსია უნდა გავაკეთო, არადა ხვალ კოლოქვიუმიც მაქვს…

8 Comments
zerjiiiis zedgaa!!! vso ok u vsex tak bivaet ne padai duxom!!
:)
ერთი თვეც გაუძელი და ვსიო მორჩა!! მთავარია თვითგვემას არ მიეცე!
Good Luck!
p.s. უფასო მაგისტრატურა უკვე აღარ არსებობსმანდა?
მეც მიდთერმების პერიოდი მაქვს, ასე რომ 100% მესმის შენი
დღეს 7 საათზე ვწერ ბოლო მიდთერმს:bis:
და მერე ივლისში ისევ ფაინალები მაქვს :(
მეც მიბალეშიკეთ რა..
ჰო, გამოცდების შედეგებს დავდებ ბლოგზე:)
ნერვნიე კლეტკი ნე ვასტანავლივაიუტსია, ეს გახსოვდეს ყოველთვის! ყველაფერს მოევლება, ნუ გეშინია! ცოტაც გაუძელი.
მეც გადავწყვიტე მაგისტრატურა არც წელს გავაკეთო, მეც ეგრე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით:(წარმატებებს გისურვებ!
პიკს,
გამოგადგა ჩემი იდეა monkeysurvey-ზე?
და რატომ არ გინდა მუშაობის დაწყება?
@iraabiraa – ჰეჰ, ჩემნაირო )))
@daduna – ძალიან კარგი იდეა იყო, ერთი პატარა მინუსით, 10 კითხვის მეტი არაო )))
მარა დღეს კონსულტაცია გავიარე ლექტორთან და შევცვლი კითხვარს ისე, რომ გუგლ დოკსშიც შეიძლებოდეს გაკეთება ;)
მუშაობის დაწყება ყველაზე მეტად მინდა, უბრალოდ ვაკანსიები არ არის )))
როგორ მესმის შენი..
Good luck! მთავარია მოინდომო : )