ეს არ ხდება მარტო საქართველოში

Posted by piccolina on April 28, 2009 in Uncategorized |

არა, აქციაზე არ ვწერ, არ შეგეშინდეთ )))

http://www.travelfunny.com/funny-pictures/funny-unknown-places/flip-that-house.jpg

ძალიან გვიყვარს ყველაფერზე თქმა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. მითუმეტეს რემონტებზე. რემონტი მგონი ყველასთვის ძალიან მტკივნეული თემაა. იქ ვადა გაიწელება უსასრულოდ, იქ ზედმეტი ხარჯები ჩნდება, იქ უნიჭო მუშა შეგხვდება, ვიღაცა გადაგაგდებს, ვიღაცას ზომები შეეშლება და ნი ტო ავეჯს გამოგიგზავნის, ფერი იმისგან ბევრად განსხვავებულად დაჯდება, ვიდრე ელოდები და ასე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ათასი პრობლემა ჩნდება რემონტის (და მითუმეტეს) მშენებლობის დროს. ყველა პრობლემის შემდეგ კი გაიგებთ ტრადიციულს ფრაზას: ეს მარტო საქართველოში ხდება.

ამ ბოლო დროს ძაან შევეჩვიე ერთ არხს, თრეველ ენდ ლივინგ ქვია და ძაან საკაიფო გადაცემები გადის. ძირითადად რეალითი რაღაცეებია და ერთ-ერთი გადაცემაა flip that house (პირდაპირი თარგმანი – ამოაყირავე ეს სახლლი), სადაც იღებენ ვიღაც (სხვადასხვა ტიპები ნუ) როგორ არემონტებს  სახლს. გადაცემის აზრი შემდეგია: ტიპი ყიდულობს სახლს, არემონრტებს, ნავაროჩენ ვიდზე აყენებს და ყიდის და ამისგან მოგებას იღებს. როგორც უკვე ვთქვი ხშირად ვუყურებ ამ არხს (როცა კომპთან ჩემი და ზის) და დღეს პირველად ვნახე “სერია”, რომელშიც არანაირი პრობლემა არ შეიქმნა, დროც რომ არ გაიწელა.

http://activerain.com/image_store/uploads/8/5/1/8/4/ar11949981948158.jpg

ყველა სერიაში ყველა მშენებელს და ყველა დამკვეთს ექამნება რაღაცა პრობლემა. ეწელებათ დრო, თან საშინლად ეწელებათ, უხარისხო მასალას ატენის ვიღაცა, უხარისხოდ უკეთებს ვიღაცა რაღაცას, შემთხვევით ზედმეტს ხერხავენ, ფერი ეშლებათ საღებავის, მუშების ბრიგადა აგდებს, ვიღაცა ატყუებს… მოკლედ ათასი ეგეთი შემთხვევაა, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, ესეთი რაღაცა მარტო საქართველოში ხდებაო )))

ერთი სერია იყო, ბრიტანელი და გერმანელი მუშების ჯგუფი ყავდათ მოწვეული (გერმანელები სპეციალურად ჩამოიყვანეს თან), რაღაც საუკეთესო როჟები და ძვირად ღირებული და რაღაც. დავალება იყო, რომ სახურავი უნდა გაეკეთებინათ და რაღაცეები კიდევ. დავალება შეასრულეს და წავიდნენ. 2 დღეში იწვიმა. სახურავიდან წყალი ტონობით ჩამოდიოდა )))

მოკლედ, ყველაფერი ცუდი მარტო საქართველოში არ ხდება )))

ზედა სურათის ძებნისას ამას წავაწყდი ))) :

http://images.chron.com/blogs/nickanderson/archives/r.flip%20that%20house.jpg

Tags: , , , , , , , ,

7 Comments

  • Bas says:

    გეუბნებით მე თქვენ და არ გჯერათ.

  • ეგ გამოთქმა არ მიყვარს შაინლად – მხოლოდ საქართველოში, თან ისეთები რომ ”ფილოსოფოსობენ” საკუთარი ქალაქის გარეთ ფეხი რომ არ აქვთ გადგმული

  • sal says:

    ეგ ჰო,მაგრამ აი ის ამოტრიალებული სახლი ,პირველ ოტოზზე რომ გაქვს , რაღაც არქიტექტურული ტენდენციასავით შემოვიდა თანამედროვე ხელოვნება[არქიტექტურა/დიზაინშჳ] რამდენიმე წლის წინ და მე ძალიან მომწონს,,
    ერთხელ მეც მექნება ამოყირავებული ან ნახევრად ამოყირავებული სახლი ^^

  • Landish says:

    ყოველშემთხვევაში.. იქ ისე მაინც არ ხდება, როგორც აქ =)))

  • კარგით რა ასეთი რამ ხომ მხოლოდ საქართველოში ხდება!! ამას ვერ დავიჯერებ მე! ყველაზე უბედური ერი ხომ ჩვენ ვართ!!!

  • dj-guro says:

    მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ერი ვართ, მაგრამ ერვონული თვითგვემა და ჩვენის დაკნინების გრძნობა გვაქვს უაღრესად განვითარებული. :( ჩვენზე უარეს დღეში არიან სადაც გინდა, მარა კი არ ყვირიან.

  • რა საყვარელი, მაგრამ არაპრაქტიკულია პირველ სურათზე ამოტრიალებული სახლი :D

    ისე, არა მგონია ევროპასა და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში საქართველოსნაირი სტატისტიკა იყოს ასეთი რემონტებისა. ??

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.