3

1 წლის შემდეგ, ანუ დღეს

Posted by piccolina on March 25, 2009 in Uncategorized |

ზუსტად ერთი წელი გავიდა დღეს იმის შემდეგ. ზუსტად ერთი წლის წინ პოსტიც დავწერე ამაზე: არ ვიცი, რა ვქნა . რაც უფრო ახლოვდებოდა ეს დღე მით უფრო მიმძაფრდებოდა შიში და რაღაც ემოციები. იმდენად, რომ დილას რომ გავიღვიძე, ხროტინის ხმა ჩამესმა (ზუსტად ისე, როგორც 1 წლის წინ, მარა მაშინ ეს ხვრინვა ამეგონა). მაღვიძარა მაშინდელივით გვიან დავაყენე და ლექციებზე მაშინდელივით დამაგვიანდა. მაშინდელივით ვიფიქრე აღარ წავალთქო, მარა შარშანდელი რომ გამახსენდა, გადავიფიქრე და სასწრაფოდ გავიქეცი უნივერსიტეტში.

მიხარია რომ წავედი. გზაში ოპოზიციის უნიჭო დასაქმებულებს გადავეყარე და გავხალისდი ცოტა (ამაზე მერე ცალკე დავწერ).

უნივერსიტეტიდან იეჩთან გავედი და ცოტა უკეთ გავხდი. ამდენი დღის ღნავილის შემდეგ გამაცინა და დაჟე მომშივდა (და ვჭამე კიდევაც). მერე რაღაც ფილმს ვუყურეთ ვეგეტარიანელ ვამპირებზე. ეგეთი ჰუმანაური ვამპირების თავგადასავლები მომწონს, მითუამეტეს, რომ ფილმებში სიმპატიური ტიპები არიან ვამპირები )))

ხვალინდელი დღის კიდევ უფრო მეშინია, მაგრამ რახან დღევანდელი დღე გადავაგორე, ხვალინდელსაც მოვერევი )) just ტეხავს, რომ ზუსტად ასეთ დროს (როცა ყველაზე მეტად მჭირდება) მიკეთებს ვ სიურპრიზებს  )) არაუშავს, მაგასაც გადავიტან. არ მინდოდა ხვალინდელი დღე რომ როგორმე აღმენიშნა, მარა დედა ისე ნასტაივალა …

ხო. ამ წუთას მეტი არაფრის დაწერა არ მინდა. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს მაგ ამბავს რომ ვიხსენებ

3 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.