ნოემბრის 6 დღე
უკვე 6 დღეა, არ მომიწევია. ნუ ვისთვის ‘უკვე’ და ვისთვის ‘ჯერ’ :))
ცოტა ჯანმრთელობამ შემაწუხა და გადავწყვიტე, ისევ დამენებებინა თავი დროებით. ხო, დროებით იმიტომ, რომ მოწევა მომწონს და სამუდამოდ სიგარეტის გარეშე არ ვაპირებ ყოფნას. ბუნევბრივია არა იმიტომ, რომ ვერ გავძლებ. თავს რომ ანებებ უკვე ნიშნავს, რომ შეგიძლია გაძლება. ადრეც ვწერდი და ახლაც იგივეს დავწერ – მოწევა მომწონს და იმიტომაც ვარ მწეველი.
და არა, არ დავუწყებ არავის ტვინის ბურღვას იმის შესახებ, თუ რა კარგია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯერ ერთი, რომ აზრი არ აქვს, მეორე რომ ყველა მაინც ისე გააკეთებს, როგორც უნდა და საერთოდაც, ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. არა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩასაყოფად მოცლილი ვინც არის იმან ბურღოს ტვინი, რამდენიც უნდა.
მოკლედ, სანამ სხვა თემაზე გადავსულვარ, მომილოცეთ, უკვე 6 დღე გავიდა :))

ეგ 6 და სხვა ბევრი 6 ^^
მადლობა, ჩემო სიყვარულოვიჩ-ვნა :D
ბევრი ფული თუ გაქვს, ელექტრო სიგარეტზე გადადი. :დ