dreams be dreams
ძალიან ლამაზი სიზმარი დამესიზმრა წუხელ
ერთობლიობაში არ ვიცი რამდენად ლამაზი იყო, მაგრამ რაც ლამაზი იყო იმას მოგიყვებით ))) სიზმრის მერე შთაბეჭდილების ქვეშ გავიღვიძე და განწყობა მთელი დღე გამყვა და მოყოლა მომინდა მაგიტომ. წიპა განსხვავებული სიზმარი იყო
მოკლედ ვიყავი რაღაც ოთახში, რაღაც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოტახივით იყო (აი ფილმებში როა კაი პონტის საერთო საცხოვრებლები) და იქ ჩემტან ერთად ვიღაც გოგო და ვიღაც ბიჭი იყვნენ. ეს ბიჭი ამ გოგოს მეგობარი იყო თუ რაღაც, მე არც ერთს არ ვიცნობდი და ისინი ლაპარაკობდნენ თავისთვის. მე ამ დროს საწოლზე ვიჯექი და თავჩახრილი რაღაცას ვწერდი და თმა მქონდა გაშლილი და საროჩკა მეცვა, ჩახსნილი იყო მკერდამდე. და გადავდე ეს რაღაცეები და დავიძინე. მერე ღამით გამეღვიძა და იქ წიპა სამზარეულო იყო საერთო თუ რაღაც და იქ გავედი, დავჯექი და ის ტიპი, ჩემი რუმ მეითის მეგობარი რომ იყო, მოვიდა და ხელში რაღაც მხატვრების ტილოგადაკრული ჩარჩო რომ არის ის ეჭირა და ხელები ქონდა საღებავებით დათხვრილი. არაფერი არ მითხრა, ის ტილო მაჩვენა და მე ვიყავი დახატული იქ, ძალიან ლამაზ, ტბილ და მხიარულ ფერებში, მაგრამ თვალებიმქონდა დახუჭული და ასე მითხრა თვალებს ვერ ვხედავდიო და დახუჭული დავხატეო. ულამაზესი ნახატი იყო, პირი ღია დამრჩა. იმ საროჩკიტ ვიყავი დახატული, რითაც ლოგინზე ვიჯექი. მერე მითხრა შენი სახის დახატვაც მინდაო, თვალები რომ ჩანდესო და კარგიმეთქი და ფანქრით დაიწყო ხატვა და თვალს ვაპარებდი და 2 ნახატი დავინახე, ერთზე დიდად ჩანდა ჩემი აცრემლებული ტვალები და მეორე ნუ ჩვეულებრივი პორტრეტი იყო. მერე ადგა და მაკოცა (და ამ დროს წიპა გამაჟრიალა ტუ რაღაც, აი რო აგაკანკალებს, იმიტომ რომ მომეწონა ეს ტიპი) და წავიდა.
ძალიან მომეწონა :უსერ: ყოველთვის მინდოდა რომ ვიღაცას დავეხატე, იმენნა საღებავებით (ფანქარზეც არ ვიტყოდი უარს მამენტ). მაგრამ დამხატავი არასოდეს არავინ იყო და სიზმარში ავიხდინე ეს ოცნება თუ რაღაც
ძალიან ლამაზი იყო :უსერ:


ნიამ.. მიყვარს ასეთი სიზმრები.. თან, ზოგი, ისეთ რეალურ შეგრძნებას ტოვებს..
aaa..guli amichqarda :user: :mo: dzalian magari sizmaria :love:
mec mevaseba ai dilit rom gaigvidzeb da rom ggonia, rom martla moxda
miyvars sizmrebi.: )