დიეტა თუ შიმშილი?

Posted by piccolina on March 29, 2010 in Uncategorized |

დღეს დამინიშნეს დიეტა და პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ხალხს დიეტა ცოტა სხვანაირად ესმის. ანუ დიეტაში გულისხმობენ შიმშილის რეჟიმს, რომელიც აუცილებლად გასახდომად არსებობს.

დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის დიეტა. ეს არის სწორი კვების რეჟიმი, რომელსაც, როგორც წესი ექიმი უნიშნავს პაციენტს რაღაც მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი შეიძლება იყოს დაკლება, მომატება, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოწესრიგება და ა.შ. ჩემს შემთხვევაში კანზე შექმნილი პრობლემების საშველად.

http://www.chrismadden.co.uk/food/balanced-diet.jpg

როდესაც საქმე ეხება დაკლება-მომატებას, ექიმი პაციენტს ინდივიდუალურ დიეტას ურჩევს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ. სისხლის ჯგუფი, სიგამხდრე-სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები, ჯანმრთელობის მდგომარეობა). ზუსტად ამიტომ არის, რომ უგულავას დიეტა ყველას არ ახდუნებს, ან ჯერ ახდუნებს და მერე ასუქებს. ერთ ადამიანისთვის შექმნილი დიეტა იშვიათად იმოქმედებს ასევე ეფექტურად მეორე ადამიანზეც.

ანუ ნორმალური ექიმის მიერ დანიშნული დიეტა თქვენ არ გავნებთ. პირიქით, მიზანს ისე მიაღწევთ, რომ ორგანიზმს არ დაიზიანებთ.

ის “დიეტები”, რომლებსაც ნათესავ-მეგობრებისგან იწერთ, არ არის სპეციალურად თქვენთვის შექმნილი და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ ექიმის მიერ არ არის დაწერილი. ასე რომ ფრაზებს: “ჩემმა ბიძაშვილმა 9 კილო დაიკლო ამით” და “მე 5 კილო დავიკელი 2 დღეში” ნუ დახამდებით :))

ჯობია ისევ მიმართოთ ნაცად და გრძელვადიან ხერხს, რომელიც შაქრის, მარილის, ცომეულის და ცხიმიანის შემცირებას (შემცირებას და არა ამოღებას) გულისხმობს და ცოტა ივარჯიშოთ, ვიდრე ორგანიზმი დაიზიანოთ. თან მენდეთ, ისე დაიზიანებთ, რომ ცხოვრებაში იმ წონაზეც ვერ დაბრუნდებით, რა წონითაც “დიეტა” დაიწყეთ.

http://www.obesitycures.com/images/cavemandietcartoon.gif

Tags: , , , , , , , , ,

9 Comments

  • Clown^^ says:

    მე სიმსუქნეზე მქონდა პრობლემები და დაახლოვებით 3-4 წლის წინ ექიმის დახმარებიტ დავიკელი 18 კილო ^^

  • ანა says:

    სწორი კვება + ვარჯიში არა მარტო ჯანმრთელობას და ფიგურას შეგინარჩუნებთ, არამედ – თმის&კანის შესაშურ ხარისხს, დიდ ენერგიას მთელი დღის მანძილზე,საკუთარი თავის პატივისცემას… ლავ ით

  • კანის პრობლემები მეც მაქვს…ალერგიული ვარ და იმიტომ.. თან მემგონი ყველაფერზე მაქვს ალერგია.. მაგრამ დიეტას მაინც ვერ ვიცავ :| მიჭირს შოკოლადებზე და ესეთ რაღაცეებზე უარის თქმა :(

  • ანა says:

    ირინა: შოკოლადს ხანდახან თუ შეჭამ,არაფერი მოგივა, განსაკუთრებით შავ შოკოლას. რაც მთავარია,მეტი ხილი, ბოსტნეული და მაგარი მარცვლეული მიიღე (ეს ბოლო განსაკუთრებით ეხმარება კარგი კანის ხარისხის შენარჩუნებას). მე რომ მანდ ვცხოვრობდი, ძაააალიან მაგარი პროდუქტი იყიდებოდა, “ხლებცი” ერქვა. პირდაპირ მისწრებაა ყველაფრისთვის, თუ კიდევ არის, აუცილებლად გამოულევლად გქონდეს სახლში. თან ძალიან, ძალიან დაბალკაროლიულია.

    და რაც მთავარია, ვარჯიში – თუნდაც 25 წუთი დღეში, 2 კვირაში უკვე შეატყობ შედეგებს კანსაც და, რა თქმა უნდა, ფიგურას.

    წარმატებები!

  • piccolina says:

    @ანა – ძალიან გეთანხმები. მაგიტომაც იქით კვირიდან ვარჯიშს ვიწყებ და სწორ კვებაზეც გადავედი იძულებითი წესით :))

  • bluekittie says:

    კვება ბავშვობიდან უნდა ისწავლო ადამიანმა. ვაღიარებ, რომ ვერ ვისწავლე. ან ვსკდები, ან საერთოდ არ ვჭამ.
    საერთოდ მთავარი მოტივაციაა და კიდევ ხელშეწყობა… ანუ შეიძლება ძალიან გინდოდეს, მაგრამ ვერ გაქაჩო მხოლოდ იმიტომ, რომ თავს მარტოდ გრძნობ.

  • ისეტი დიეტა უნდა აარჩიო, რომელიც არ გაკლება არანაირ სასარგებლო პროდუქტს და დღის განმავლობაში ყველა საჭირო ნივთიერებას იღებ. ჰამბურგერებით რომ ვერ გამოვსკდები კი მტკივა გული, მაგრამ რა ვკნა :D

  • Taa says:

    სწორად დანიშნული დიეტა არის ძალიან მაგარი რამე

    ჯერ ერთი არ იმატებ წონაში (დაჟე იკლებ)
    მერე მეორე არ ინგრევ კუჭნაწლავს

    და მესამე
    საოცრად მსუბუქად გრძნობ თავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.