დღიური + რაღაც

Posted by piccolina on February 28, 2009 in Uncategorized |

თითები გავატკაცუნე, გავავარჯიშე და მოვემზადე საწერად )))

დიდი ხანია ბლოგზე დღიურის ტიპის პოსტი არ გამიკეთებია ხოდა მომინდა დღეს. ახლა დანარჩენი ბლოგერების სხოდკაზე არიან, ხინკლაობენ და ჭორობენ. მარა მე ამას არ განვიცდი, იმიტომ რომ გული რომ არ დამწყდეს ეგეთი რაღაცეების გამოტოვებისას ვფიქრობ არა ტრადიციულად , წიპა: ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ. არამედ პირიქით: სადაც მე არ ვარ ცუდი სიტუაციაა ))) რაც თავისთავად სიმართლესაც შეიცავს, აბა უჩემოდ კარგი როგორ იქნება.

ხო, შევეშვათ დეტალებს. გადავალ ძირითად თემაზე

დღეს კომპის ჩართვას საერთოდ არ ვაპირებდი, ვინის წოლითი რეჟიმი აქვს და მე რაღა მინდა კომპთანტქო, მარა ყოველი შემთხვევისთვის მაილების შესამოწმებლად ჩავრთე და blog.ge-ს support-ის მაილზე დამხვდა შეტყობინება )) ნუ იფიქრებთ რა არის ამაში სასიხარულოო, მარა ძალიან გამიხარდა. დიდი ხანია, რაც მარიმ საფორთის მაილი ჩამაბარა, მარა აქამდე არც ერთი შეტყობინება არ მოსულა. თან სულ მეშინოდა, რამე ისეთი რომ იკითხონ რომ არ ვიცი მერე რა ვქნათქო ))) სულელური შიშები, რა უნდა იკითხონ ბლოგის შესახებ ისეთი, რაზეც პასუხი ძნელი გასაცემია, ყველაფერი წერია დახმარების საიტებზე უკვე ))) დასმულ კითხვაზე პასუხი მარტივად გავეცი და ამანაც ძალიან გამახარა )))

კიდევ წუხელ ყვავას ველაპარაკებოდი, მის ახალ პროექტზე ვმსჯელობდით და ვიდეოებით და მიკროფონებით, ტო ესტ მიკროფონით (მე არ მაქვს) ვილაპარაკეთ და ძველი დრო გამახსენდა, ღამე რომ ველაპარაკებოდი საათობით ))) ძალიან მიყვარს ყვავა, როცა სლეობებს არ აკეთებს კიდევ უფრო მიყვარს ) იდეაში არტ იდეაც გუშინვე უნდა განგვეხილა (მის ისევ გაცოცხლებაც ვცდილობთ, ან გვინდა ეთ ლისთ), მარა იმდენად გაერთო პოდკასტის იდეით ყვავა, რომ არტ იდეის იდეების ბლოკნოტი დახურა და გადადო ))

მეტი იდეაში არც არაფერია მოსაყოლი. იმას მოსაყოლებში აღარ ვთვლი, რომ უკვე ერთი თვეა უშედეგოდ ვეძებ სამსახურს. ვაკანსიებიც კი არ არის საჩემო )) სამსახურზე ფიქრისას გამახსენდა ჩემი წინა სამსახური, ბანკში სტაჟირებისას გადმომიგზავნეს ეს და მერე პირად მეილზე გადავიფორვარდე. სავარაუდოდ ეს უკვე ნანახი გექნებათ, მარა იმედია ეს გაღიმებაში ხელს არ შეგიშლით. თან, როგორც ამბობენ, გამეორება ცოდნის დედაა ))

image001


image002


image003


image004


image005

image006

image007

image012

image008


Tags: , , , , , , , , , , , , , , ,

17 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.