დღეს რაღაცა ხდებაო (დოდკას ბავშვის გარდა)
წუხელ დოდის ბიჭი რომ შეეძინა გაიგებდით უკვე (ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ). მარა დოდის ბავშვის გარდა კიდევ რაღაც მოხდებაო.
გუშინ დედაჩემმა მოიტანა ამბავი, მარა ნუ ვერ გავიგე ზუსტად რას გულისხმობდა და გავატარე. თან ფეისბუქზეც რომ ვიკითხე არაფერი, ჯასთ იწვიმებს და ქარი იქნებაო.
ნუ თუ ისეთი ჯასთ იწვიმებს და ქარი იქნება, როგორიც ცომერსანტის საიტზე ეწერა, მადლობ, არ მინდა ))) ჩემი სახლი მაგას ვერ გაუძლებს, ჩაინგრევა და მეც თან ჩამიყოლებს…
მოკლედ, აგერ გილოპირებთ რაც ეწერა:
საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახური დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით დღეს ძლიერი წვიმის გამო, შესაძლოა, წყალდიდობები და ნგრევები იყოს.
ძლიერი წვიმის გამო წუხელ ნაძალადევის რაიონში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა მომცელიძის ქუჩაზე, 33 ნომერში მოხდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა ფერდობიდან ჩამოწოლილმა მიწამ ერთი სახლი დააზიანა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მომცელიძის ქუჩაზე იმყოფებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელიც.
შეგახსენებთ, დღეს სინოპტიკოსები ყველაზე დიდ ნალექს ელიან. გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოები უკვე ჩატარებულია და სამინისტრო სტიქიას მომზადებული ხვდება.
ბმული: http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8917&ct=17

6 Comments
იფ, თუ ჩამომრეცხა მთაწმინდიდან!
gushin chemebic panikashi movardneen saxlshi xval qarborbala iqnebao da ravi ki ar chans jer :)
მერე იტყვიან კლიმატის ცვლილება ლეგენდააო!
გამარჯობა… მე უკვე ბაქოდან ვპოსტავ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგია აქ. გამოყევით თქვენც მტკვარს :)
რაო, არმაგედონს ხომ არ უყურა ვინმემ ნამეტანი? :)
დედის დაქალმა დარეკა, კატები სადარბაზოში შემოვიდნენ და მიწისძვრა იქნბეაო :D