დანაყული ტრადიციები
ისევ გადასაგდები ტრადიციების სერიიდან
რაზეც ახლა დაწერას ვაპირებ, თითქმის ყველა ტრადიციას აფუჭებს… საუბარია ჩხუბზე
ჯერ ხომ კაცობის ზე გამოვლინება, რატომღაც, ჩხუბია და ის, თუ ვინ რა მაგრა ჩხუბობს და ვის რა მაგარი ისტორიები აქვს ჩხუბთან დაკავშირებით ))) თან ხალხი ჩხუბის მიზეზს უბრალოდ ეძებს
ნებისმიერი თემა შეიძლება გახდეს მიზეზი
რატომ ეხება ჩხუბი ტრადიციებს? ნუ, იდეაში აქამდეც მიხვდებოდით… ყველა ტრადიციული “სხოდკა”, როგორბიცაა ქორწილი, ნათლობა, შვილის დაბადების აღნიშნვნა, ქელეხი და ა.შ. მთავრდება ჩხუბით
ეს უკვე ამ ისედაც ღირსშესანიშნავ ტრადიციებს კიდევ უფრო მატებს ღირსშესასნიშნაობას და ფაქტიურად უკვე მათი განუყრელი ნაწილია.
სუფრა იწყება ჩახუტებით, ხვევნა-კოცნით, ერთმანეთის სადღეგრძელოებIთ და მთავრდება ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვით ))) ტრადიციული სუფრების ეს ნაწილი ძალიან მიყვარს რა
გალეშილები რაღაც სისულელის გამო ერთმანეთს ხოცავენ და რაც მთავარია, ამით ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ და შემდეგი შესაძლებლობის დანახვისთანავე იგივეს იმეორებენ )))
რაც მთავარია, ვაჟკაცი, რაც არ უნდა მიიბეგვოს, გულს მაინც არ გაიტეხს და მეორე დღეს ძმაკაცებთან ან გოგოებთან თავს მოიწონებს, იცი რა დავნაყეო? :)))
იტზ ზოოოუ ფანი )))

17 Comments
mgoni es tradicia ki ara smis (dalevis) kulturis ar qona da ar codnaa
da aranairi kavshiri ar aqvs tradiciastan
აბა რა არის “ჯიგრული” ქორწილი, თუ ერთი ვაჟკაცური ჩხუბი მაინც არ მოხდა :) ერთმანეთში არეული ღვინო, სისხლი, სიგარეტის კვამლი, გაურკვეველი შეძახილები… :)) რომანტიკაა :)
@ლილიანი – ზუსტად ტრადიციებთან არის კავშირში, იმიტომ რომ ტრადიციების დამახინჯების გამო ხდება ასე ;)
@polkovniki – რომანტიკაა, აბა რა ))
აბა ვინმე თუ არ სცემე (ხშირ შემთხვევაში, თუ არ გცემეს) ის ქორწილი რა ქორწილია :D
მერე თან ხომ უნდა გქონდეს საძმაკაცოში მოსაყოლი, როგორ დააჩმორე ყველა. შენც კი მოგხვდა ბევრი, მაგრამ ისინი დაჩმორდნენ, რაც მთავარია.
:D
მე არ მჯეროდა რომ ამბობდნენ ხოლმე, რომ ყოველი ეგრეთი ღრეობის შემდეგ ჩხუბობენ. ჰოდა ერთხელ ვიყავი ქორწილში, სადაც გოგოს ხალხმა ბიჭის “წარმომადგენელს” მოპარა ტელეფონი იმიტომ, რომ ჩხუბი დაეწყოთ. მიზეზს ვერ ნახულობდნენ თურმე :D
მპოსტავს არასწორად აქვს წარმოდგენილი და სულ სხვა კუთხით აქვს წაყვანილი საუბარი.
ჩხუბის ტრადიცია ქართველებს არ გაგვაჩნია, როგორც სჩანს ავტორი ზოგადად “გარტყმაში არ არის” თემასთან, ვინაიდან ჩხუბი, როგორც ასეთი არ ხდება იმის გამო რომ ჩხუბი უნდათ ხოლმე… ჩხუბი ხშირად არის უკიდურესი ფორმა საკუთარი “მე”-ს დასაცავად, და საკუთარი “მე”-ს დაცვა რათქმაუნდა ვაჟკაცობაა, აქედან გამომდინარე ჩხუბისთვის მზაობა შესაძლებელია წარმოვადგინოთ და ასოცირებადი გავხადოთ ვაჟკაცობასთანაც… მე ამაში ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ, და ვთვლი რომ ეს ასეც უნდა იყოს..
ავტორს ჩემი აზრით სურდა დაენახვებინა სულ სხვა რამ.. კერძოდ შეკრების ადგილებში ყოყლოჩინობა და სურვილი სხვების დამცირებისა, ეს სულ სხვა რამეა და დასაგმობია რათქმაუნდა :)
არ მესმის რა საჭიროა მესამე პირში საუბარი, როდესაც პირად ბლოგზე აკომენტებ ))) თუ “პუბლიკას” მიმართავ ჩემი კრიტიკით? )))
პოსტში ზუსტად ის მიწერია, რასაც ვგულისხმობდი და ზუსტად ტრადიციად არის გადაქცეული ყოველი “ღრეობის” შემდეგ ჩხუბი. და ეს აუცილებელია შენი აზრით? თუ უბრალოდ შენს ჩხუბებს ამართლებ?
შენი კომენტარიდან უფრო ის გამოჩნდა, რომ წიგნიერებაში 60 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზე რომ გავედით შემთხვევით არ მომხდარა (არ გეწყინოს;) ) საუბარი იმაზე კი არ არის, ზოგადად უნდა იჩხუბოს თუ არა კაცმა, საუბარია, რის გამო უნდა იჩხუბოს
არ არის აუცილებელის ყოველი სხოდკის შემდეგ ცემა-ტყეპა ატყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაიგეს რამდენის დალევის ტრაკი ქონდათ და მერე ყლეობებზე აშარდნენ. მითუმეტეს, რომ მაგარი ტიპობის გამოვლინება არ არის ჩხუბი (ვერ ვიტან თან ჩხუბისას რომ ყვირიან, მაგისი თარგმანია “დახმარება მინდა, ვინმე მომეშველეთ” (ეს ჩემი დასკვნა არ არის) და როცა ტრაკი არ გაქვს, ნუ ხტუნაობ ).
და რომელ ვაჟკაცობაზე საუბრობ? მაგ ჩხუბის მერე რომ მივა სახლში ის “ვაჟკაცი” და დაგროვილ ბრაზს ცოლზე ან დედაზე გადმოანთხევს იმაზე? სორი, მარა მაგაში ვაჟკაცობა არსად არ ჩანს. გულისამრევი ყლეობაა უბრალოდ ;)
შენ დაწერე რომ ჩხუბი არის ტრადიცია, მე დავწერე რომ შეკრების (ქორწილი, ქელეხი, ნათლობა, დაბადების დღე, სხვა დღესასწაულები) ადგილებზე ჩხუბი გვაქვს ტრადიციად თქო..
და ისე ზოგადად მუშტებით ჩხუბი არ არის ცუდი… :)
ნუ მაშინ შენც ის გითქვამს, რაც მე ))
ანუ თავიდანვე ეგ იდეა იყო პოსტში, უკაცრავად თუ ცუდად გამოვთქვი აზრი
ნუ მუშტებით ჩხუბი, ჩემს ძმას რომ ვეჩხუბები ეგეთი თუ იქნება, ხო და ისე, სთილ არა ))) ნუ ეთ ლისთ ეგეთი ტრადიციული პოსტ სუფრისეული ჩხუბები მაინც არა ))
პიკო, ძვირფასო, მსგავსი “ტრადიციის” დღემდე შენარჩუნების მიზეზი პირველ რიგში შენივე სქესის წარმომადგენლებს მოკითხე :)) რომელთა სრული უმეტესობისთვის (შეიძლება, ქვეცნობიერად, შენის ჩათვლითაც) ბიჭების ჩხუბი საუკეთესო foreplay-ა :D
// ნუ, შეიძლება “სრული უმეტესობა” ზედმეტად მომივიდა. მაგრამ დიდი ნაწილისთვის – ნამდვილად მასეა :))
მაგიტომ ვერ ვიტან ქალებს :/
ვაფშე კაცი მე ვიცი ლოგინში!! სუფრებზე და ჩხუბებში რა უნდათ
ისე, ახლა დავფიქრდი, რატომ შეიძლება მოსწონდეს ქალს მოჩხუბარი კაცი? მის პოტენციას ამოწმებს თუ სუბლიმაციის რაღაც განსაკუთრებული მეთოდია?
ორი ვარიანტია:
როცა კაცი ამ ქალის გამო ჩხუბობს, მაშინ მდედრი თავს უაღმატებულეს არსებად გრძნობს, მოწონს, როცა მისთვის იბრძვიან.
ხოლო როდესაც კაცი სხვა თემაზე ჩხუბობს – ის უბრალოდ თავის ძალას ავლენს. ქალს კი ძლიერი მამაკაცი უყვარს, რადგან უმეტესობისთვის პარტნიორი მფარველია, someone who should take care of her.
პრინციპში, ბუნებრივი მოვლენაა და საგანგაშო არაფერია. მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როცა მდედრი აქეზებს მამრს ჩხუბისკენ და ხელს უწყობს სიტუაციას დაძაბვაში. ასეთი შემთხვევები კი, საკმაოდ ბევრია, მოგეხსენება :))
ნუ, ორივე ვარაუდი გამართლდა ფაქტიურად ))
საერთოდ, აგრესიული ხალხი ვართ.
იმისთვის რომ “პატივისცემა” მოიპოვო, ვინმეს ერთი–ორჯერ ცხვირი უნდა მოუნგრიო. არადა, შეიძლება ეს სულაც არ გინდოდეს, მაგრამ მიგიყვანენ მაგ მდგომარეობამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში “ჩმორიკი” და “დედიკოს ბიჭი” ხარ…
არა, ეს სხვა ქვეყნებშიც არის, გარკვეულ წრეებში, ოღონდ ჩვენთან ეს “გარკვეული წრეები”, ზედმეტად ბევრია და რატომღაც პატივს ცემენ.
ეს თავისთავად ძველი დროიდანაა წამოსული რომ კაცმა უნდა იჩხუბოს იომოს, ბრზოლასი წვაიდეს ბლაბლაბლა ))) დღეს ადამიანების განითარების დონე ნორმალურ სამყაროში, ასევე ადამიანის უფლებების დაცულობა სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ არის მაღალ დონეზე შესაბამისა არავის არ სჭირდება არავის დაცვა )) დაბადებიდანვე ხელშეკრულება უდევს რომ დაიცავენ )))
ნორმალურ ქვეყნებს ვგულსხმობ )) ანუ, როკო, ქალების ეგეთიდ ამოკიდებულება გარკვეულწილად გამართლებულია იმიტომ რომ როგორც მოგეხსენება ტრაკში ვართ ))
რაც შეეხება თვითონ ჩხუბს – მე ძალიან იშვიათად ვჩხუბობ (ისიც სხვისი გულისთვის ანუ საკუთარ პონტს დიპლომატიურად ვაგვარებ) და თითქმის არავისთან არ მქონია კონფლიქტი და ჩემი “ასეთობს” გამო, ნატო, არავის არ ჰქონია ჩემი დაჩაგვრის სურვილი რა საზოგადოებასიც არ უნდა ვიყო )))
მოკლედ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუ ეს გააზრებული გაქვს და თავისუფალი ადამიანი ხარ არც სხვას ურტყამ და არც სხვა გირტყამს )))
ჰოო.. არავისთვის მიჩხუბია არაფრის გამო.. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ხშირად ვეკამათები ხოლმე თანამშრომლებს და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამაზე რეაგირება აღარ მაქვს, თითქოს ასეც უნდა იყოს. არადა როგორი წყნარი ვიყავი.. ჯანდაბა.
მოკლედ, სპილო, ლომი, მგელი და ყვავი გადაყავთ ზოოპარკის თვითმფრინავით. გაიხედა მგელმა და ხედავს ყვავი ფეხს აბაკუნებს. რას აკეთებო – ეკითხება მგელი. ვატრაკებო. მეც გავატრაკებო იფიქრა მგელმა და დაიწყო ფეხის ბაკუნი. ლომმა დაინახა ეს ორი ატრაკებს, მე ვისზე ნაკლები ვარ ამხელა მეფეო და დაიწყო იმანაც. სპილომ უყურა, უყურა და ბარემ მოდი მეც გავატრაკებო. დააბაკუნა ფეხი და გასძვრა ძირი თვიმფრინავს. ჩაცვივდნენ დაბლა ცხოველები. ყვავი გაფრინდა და დასძახა – თუ გატრაკების თავი არა გქონდათ, რას ატრაკებდითო.