ცხელი ამბები კულისებიდან
ნიჭიერის ბლოგერად რომ ამიყვანეს ეგ ხომ გახარეთ უკვე. ხოდა დღეს დაგვირეკეს და მობრძანდითო, ხოდა მივბრძანდით ჩვენც. მე და თინი იასნა ფოტოაპარატებით ვიყავით შეიარაღებულები და რამდენიმე სურათიც გადავიღეთ იქაურ სამუშაო გარემოში. ფაქტიურად “ადგილობრივებს” ფოტოაპარატებით დავესხით თავს
კედლებზე და იმ შუა დაფაზე სულ ნიჭიერების სურათები და რაღაცეები იყო გაკრული. კედელზე კიდევ რაღაც ჩასადებები იყო, რომლებშიც ნიჭიერების აპლიკაციები იყო. ბექა და თინი ძალიან დიდი ინტერესით გაეცნენ თითოეულს :))) მე თათუკას მონაყოლით დავკმაყოფილდი.
ხო, თათუკა იქაური თანამშრომელია, რომელმაც სამუშაო პროცესი აღგვიწერა და საინტერესო რაღაცეებს გვიყვებოდა. მოკლედ, ჩვენი მეგზური იყო.
მერე დოდკაც მოვიდა, რაღაცეები დოდიმაც აგვიხსნა
მერე წამყვანებზეც შეგვახედეს (ვანიკო თარხნიშვილი და თიკა ფაცაცია) :)))
ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა მსგავს პროექტებში კულისებს მიღმა. ანუ ჩვენ რომ კვირაში ერთხელ რაღაცას ვნახულობდით, მთელი ის ერთი კვირა ვიღაც ხო მუშაობს რაღაცაზე, ამზადებს რაღაცეებს. ხოდა, მოკლედ, მომეცა საშუალება ცოტაზე დავკვირვებოდი :))
ვითონ სამუშაო (როგორც სამუშაოების უმრავლესობა) დამღლელი. სამუშაო გარემო კიდევ (ერთი შეხედვით) ძალიან სასიამოვნო არის. ნუ ეთ ლისთ მოწევა მოჟნა და ყავა და ჩაიც იქვეა :)) მეტი რა უნდა უნდოდეს მომუშავე ადამიანს თავის ცოტა უკეთ საგრძნობად :))
იქ ხმის ჩაწერაზეც დავესწარით. ვანიკო და თიკა ჯერ რეპეტიციობდნენ და მერე იქ, იმ რაღაც ჩუმ ოთახში შევიდნენ, სადაც ყველაფერი მოგუდულად ისმის და (მგონი რომ) ჩამწერი სტუდია თუ რაღაც ქვია.. მოკლედ, როგორც არის. იქაც გვქონდა საშუალება სამუშაოზე დაკვირვების.
აი ამას არ გაგიმხელთ, ვის ეკუთვნის :))) მარა თვითონ ალბათ იცნობს, თუ ნახავს :))
მოკლედ, ემოციებიანი დღე და სურათებიანი პოსტი გამოვიდა :)))
















9 Comments
მეც ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდება შოუების და თუნდაც საინფორმაციო გადაცემების კულისებს მიღმა. ენივეი, აწი მაგ გარემოში ცხვირის შეყოფის შანსი ნაკლებად მაქვს.
ეს უკანალი ვისია ? :P
მე ვიცი ვისი უკანალიც არის… სხვა ფოტოებზწ წავიჭირე… : )))
პროსტა ვინაა, და რა ჰქვია ეგ არ ვიცი :გივი:
ჩემი ყურადღებაც უცნობის უკანალმა მიიპყრო ))ლოლ
@Andy, @მარია – მაგ უკანალის გამო მაგ უცნობმა დღეს მითხრა, ცუდად დავიწყეთ ჩვენ უერთიერთობაო :))) არადა რა ნახა ცუდი, არ მესმის… მშვენიერი უკანალია…
@ლანდიშ – ხო, არ გაამხილო :))) მარა ხალხი კი მიხვდა ისე… არ ვიცი, როგორ :))
რა ძნელი მისახვედრი იყო :D პერანგი ჩანს კარგად :D
[...] ცხელი ამბები კულისებიდან [...]
მაგრებოოოოოოოოოოოოოოოოო!
დადუ წინიდან უფრო საინტერესოა :)))))))))