9

ცნობადი სახეები გადაცემებში

Posted by piccolina on November 30, 2009 in Uncategorized |

დღეს დავფიქრდი და რა ამბავია მართლა ე… ყველა გადაცემაში ცნობადი სახეებია მარტო. რიგითი მოქალაქეები მხოლოდ პატრულში ჩანან :)))

ადრე, მახსოვს, ძირითადად ისეთ გადაცემებში, ფული სადაც თამაშდება (ოცი ათასი და მსგავსები), რიგითი მოქალაქეები იყვნენ სულ. ახლა კიდევ, სადაც არ უნდა გადართო სულ ცნობილი ადამიანები არიან :/ თან ყველა გადაცემაში, ასათიანით დაწყებული, ნანუკას (თუ ნანიკოს) შოუთი დამთავრებული.

ყველაზე ცუდი კიდევ ის არის, რომ ეს ცნობილი ტიპებიც იმდენად ბევრი არ გვყავს, რომ ყელში არ ამოგვივიდეს. ყველგან ერთი და იგივე ხალხი, მსგავსი ისტორიებით (ხშირად იგივე ამბებს იმეორებენ), ფრაზებით, შუტკებით… არადა ხალხიც იბოღმება თან, წიპა ის ხომ ცნობილია და ისედაც აქვს ფული და კიდევ აგებინებენ და რიგით მოქალაქეებს შანსს არ აძლევენო.

ნუ ამას თავი დავანებოთ (მე პირადად მკიდია ვინ რამდენს იგებს და რამდენად სჭირდება თუ არა) მართლა ყელშია უკვე ეს ერთნაირი სახეები :/

ყელში ამოსულ ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, თვითონ გადაცემები ან პოლიტიკური თოქ შოუებია, ან ასათიანის ტიპის “რამე მოგვიყევით”, ან ფულს ათამაშებენ… ბლიად, ცოტა ფანტაზიაც ხო საჭიროა ხო?

http://www.cartoonstock.com/lowres/aap0007l.jpg

Tags: , , , , , , ,

9 Comments

  • chems gulshi zixar am sakitxtan dakavshirebit… serialebshic ki erti da igive saxeebia blia :@ gogla kalandadzit da malxaz qvrivishvilit kide eka kaxianit xo shegvces ra

  • ui isa bodishi ucenzurobiza :blush:

  • unaamarga says:

    imitomac aRar vuyureb televizors!

  • ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ნანუკას შოუ ისეთი ტიპის გადაცემაა რომ მანდ უბრალო მოქალაქე რომ მიიყვანონ ძალიან დამახინჯდება! ((ჯერ ისე რა არის)) ანუ მაგათი ცხოვრების , კარიერის შესახებ ყვებიან უმეტესად და მამაჩემი რო მივა ვის დააინტერესებს მაგისი ხელფასი და ოჯახი …

    პრობლემა ალბათ ისაა რომ ყველა გადაცემა ერთი შინაარსისაა !! პროფილი–მოფილის მგავარი…. უმჯობესი იქნებოდა ყველანაირი ტიპის გადაცემა ყოფილიყო, უფრო მრავალფეროვნება იქნებოდა, და ყველა არხზე სხვადასხვა… არა როგორც ეხლაა ! ყველ არხზე იგივე – მარტო სათაურები როცაა განსხვავებული და თავის ჭკუით რო ერთმანეთს ეჯიბრებიან ! საბოლოოდ კი იმას ”იჭრენ” რომ ტელევიზორს არც მე და არც სხვა (უმეტესობა) აღარ უყურებს !!! ვოტ :ნერვბიამიტოკდა:

  • ფანტაზიაც აკლიათ მაგათ და საერთოდ, თავში რა უყრიათ, არ ვიცი :| მარტო სტუმრებს ვინ ჩივის, წამყვანებად ნიანგები ჰყავთ, “ქალი ვარ და ამას [პრეზერვატივს] ვერ ვიტყვი”-ტიპები. ამიტომ შემძულდა მედია, განსაკუთრებით ქართული ტელევიზია.

  • Clown^^ says:

    ხოდა იმიტომაა ტელევიზორს კვარტალში ერთხელ რომ ვუყურებ :|

  • არც მე ვუყურებ ტელევიზორს. თუმცა ხანდახან დილაობით, როდესაც ყავას ვსვამ იშვიათ გამონაკლისს ვუშვებ, ეს მხოლოდ ისეთი არხებისთვის ხდება, როგორიც არის CNN, Discovery da kuxnatv :))))) ვგიჟდები, ამ უკანასკნელს, რომ ვუყურებ საოცრად ვმშვიდდები :)))))))

  • iameosi says:

    ჰოოო…მეც არა..არანაირად აღარ მაინტერესებს უბადრუკი და საბრალო ასათიანი და თხა ნანიკო. უკვე გული მერევა ამ ერთი და იგივე ცრემლების და შენელებული კადრების ყურება…. უფანტაზიო, დეგენერატ და უნიჭო ხალხის ხელში ვართ…ნუ, ტელევიზიაში მე ფართო ფანტაზიის მქონე ერთი ადამიანიც კი არ მინახავს! ვინც მივა და დაზომბირებენ ეგრევე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.