ჩვენი პატარა კაცები
ურთიერთობებში ძალიან მიყვარს ეს მომენტი რა, როდესაც კაცს უკანალი არ ყოფნის, რომ ქალს უთხრას, აღარ მინდა შენთანო და ათას უაზრო მიზეზს იგონებს )))
მოდი, დასაწყისისთვის, განვიხილოთ, რატომ არ ყოფნის ტრაკი. ჯერ ერთი, კაცები საკმაოდ რიგიდულები არიან და ცვლილებებისკენ ნაბიჯის თამამად გადადგმა უჭირთ. მეორე და უფრო მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ კაცებს ოდესღაც ვიღაც ეუბნება, რომ ვინც ქალს გულს ატკენს ის არაკაცია, ან რამე მსგავსი და ეს იმდენად ებეჭდებათ თავში, ცდილობენ არ ატკინონ ქალს გული რომ არაკაცები არ გამოჩნდნენ და ამას საკამაოდ საინტერესო მეთოდებით ცდილობენ. ანუ ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ინიციატივა ქალისგან წამოვიდეს და თვითონ კაცს არაფერი დაბრალდეს. მერე თამამად იტყვის, ია ტუტ ნე პრი ჩომ, ანა სამა უშლაოოო )))

ერთ-ერთი მეთოდია, რომ ცდილობენ რამენაირად მიახვედრონ ქალი, რომ აღარ უყვართ. ან ყურადღებას აკლებენ, იქცევიან ისე, როგორც გოგოს არ მოსწონს, ან რაღაც მსგავს ჟალკი პასტუპკებს აკეთებენ ))) ბოლოს გოგოს ან ყელში ამოსდის, ან ვერაფერს ვერ ხვდება )))
მეორე მეთოდი არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი. კაცი თავისი სიტყვებით თავს იმცირებს ყველანაირად და გოგოს მასზე ბევრად მეტად წარმოაჩენს და აძლევს კეთილ რჩევას, ვინმე სხვასთან წადიო. ეს ვინმე სხვასთან წადი ხშირად ქვეტექსტი უფროა. ნუ ფრაზები არის ძალიან მაგარი: შენ მეტს იმსახურებ; მე შენზე ბევრად ნაკლები ვარ, ასე ერთად ვერ ვიქნებით; შენ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ მე ვარ იმდენად ცუდი, რომ ვერ ვაფასებ ამას; ბევრად უკეთესს იმსახურებ; მე ისეთი იდიოტი და უმაქნისი ვარ, შენნაირ კარგ გოგოს ჩემთან რა უნდა და ა.შ.

რაც მთავარია, ამ ყველა ფრაზის ქვეტექსტი არის: წადი რა გოგო, ხომ ხედავ რომ ყელში მყავხარ უკვე )))
ხშირად მსგავსი სლეობების სმენას მირჩევნია, მითხრან, “დააახვიე აღარ მევასებიო”, ან რა საჭიროა უხეშობა. ჯასთ “დავშორდეთ, რაღაც აღარ მიზიდავო” რომ თქვან ეგეც საკმარისი იქნება )))
პ.ს. ყველა თქვენს თავზე ნუ მიიღებთ ახლა, ყველაზე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ მამრების 80-90%-ზეა საუბარი
ღუღლში ნაპოვნები:


ხო, დამავიწყდა მეთქვა, ეს იმას არ ნიშნავს რომ შოთას დავშორდი ))) იმედია ეგრე მძიმე ფორმებში არ მოხდება ეგ ამბავი

20 Comments
loool
მე კაცი არ ვარ მარა მე ვქენი მასე, სუპერაუტანელი გავხდი და :user:
მშურს იმ კაცის, ვისთანაც შენ იქნები მომავალში.. <—ამასც ამბობენხოლმე
აუ სანამ პოსტის ბოლოში ჩავედი ფერი დავკარგე, მეთქი შოთაზე ხო არ წერს :დ
+1
ცივმა ოფლმა დამასხა!
“მეთქი შოთაზე ხო არ წერს”
კხმ, ვერ მოესწრება
იმიტომ რომ ეგეთი სლეობები ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს :გივი:
ლოლ :დ
ისე ზოგი იმის გამო არ ამბობს, რომ გშორდება, იმის გამო ამბობს, რომ უთხრა აარა საყვარელო, შენზე უკეთესი ვინ უნდა იყოს :დ
ან კიდე იმიტომ, რომ მარტლა ეგრე ფიქრობს :უსერ:
@თინი – ხო, შოთას თავიდანვე ვუთხარი დაშორებისას ეგეთები არ გამაგონოთქო და წინასწარ მეუბნება )))
@ლიშთოთა – <3
Ar getanxmebi rom kacebs cvlilebebisken nabijis gadadgma uchirt.
Kvela omi kacebis dackebulia, omze didi nabiji da cvlileba ra ginda :)
@Rocko – სიხარულის ცივმა ოფლმა? )))
@dv0rsky – ომი ბევრად უფრო სხვა რაღაცაა, ვიდრე ურთიერთობები. იქ ვიღაცას გაუნაწილებ პასუხისმგებლობას და აქ მარტო შენ ხარ
მაგ დროს ყველაზე განმამწარებელი კაცისთვის ისაა როცა არაფრით არ ანებებ თავს:პირიქით უფრო და უფრო აჩვენებ რომ მისი უყურადღებობით გიმძაფრდება გრძნობები. სანამ თავის ხელით არ გაიპუტავს მასე უნდა აწვალო….მაინც მიყვარხარ პატარავ,მოდი დამაჯვი თავზე :D
arada mainc texavs vinmes guls rom atken..
tumca ratkmaunda aseti midgoma gaumartlebelia.
nu ra konstrukciuli var, boje moi
AU ARADA MEC GAMIKETEBIA EGRE
AR MINDODA ROM GANSHOREBIS INICIATORI VKOPILIKAVI
SULMDABLOBAA, MAGRAM GARKVEUL MOMENTEBSHI AMARTLEBS.
ყველა კაცი მშიშარაა, დაშორების ეშინიათ და სიკვდილის, ბოლოს მაინც ან გშორდებიან ან კვდებიან :| დავიღალე უკვე, ამიტომ აღარ ვთხოვდები მესამედ! :(
ეჰ შვილო თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ, რა დროს თქვენი სიკვდილია, მე მწარე გამოცდილება მალაპარაკებს :( წავედი, ჩემი მეორე ქმრის სურათი გადავწმინდო და მერე ერთი მაგის სახელზე ლილოს პატარა კოკა-კოლა და ფენოვანი ხაჭაპური ვჭამო, უყვარდა საწყალს :(
ისე, პატივცემულებო არ გიფიქრიათ, რომ მსგავსი რამეების თქმას ქალი აიძულებს კაცს? :D (ეს არ გამორიცხავს კაცის ბრალს ზოგ შემთხვევაში)
ჩემი მოკრძალებული აზრით ქალმა, რომელსაც ასეთ სიტყვებს ეუბნებიან, ეს საკითხი მხოლოდ საკუტარ თავს უნდა დააბრალოს :) ანუ თუ იგი ვერ ხვდება ურთიერთობის განმავლობაში ცვლილებებს პარტნიორის დამოკიდებულებაში, რაღაც ამბავში ღირსიც კია რომ ასეთი სიტყვები მოისმინოს :)
ჰო, ღირსი რატომაა მიხვდებით ალბათ :)
პ.ს. piccolina პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ახლა გადავათვალიერე შენი ბლოგი და დასკვნა: ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ბლოგი გაქვს.
@precelsus – რაც არ უნდა ტუპოი რაღაცეებს აკეთებდეს ქალი (რაც არ გაუჭირდება) ეს მაინც არ ამართლებს კაცს
მარა კაცს რა, ხანდახან ქალებიც იქცევიან ეგრე
პასუხისმგებლობის გადამისამართებაა რა ))
პ.ს. რომ იცოდე, როგორ მესიამოვნა <3 დიდი მადლობა :*
@piccolina – “რაც არ უნდა ტუპოი რაღაცეებს აკეთებდეს ქალი (რაც არ გაუჭირდება) ეს მაინც არ ამართლებს კაცს”
და პირიქით ხომ? :)
თავისთავად ))
ძალიან სუსტები არიან კაცები.
ოღონდ მათი ბრალი არ იყოს რამე და ათას ბლა-ბლას წამოროშავენ ხოლმე.
სულ მაგაზე ვუთანხმდები ყველა პარტნიორს თავიდანვე , რომ ეგრევე მითხარი პირდაპირ როცა რაიმე ცვლილებას შეატყობ შენში ჩემს მიმართ მეთქი, მაგრამ ჯერ ვერცერთი ვერ გამოდგა ასეთი გაბედული :/
ყველაზე მაგარია : საუკეთესო ადამიანი ხარ ვინც ცხოვრებაშI მინახავს, მაგრამ მე არ ვარ შენი ღირსი.
ფუ, გული მერევა :puke:
ეგ არი დილემა ჩემო კარგო,როცა გრძნობები იცვლება ცალმხრივად ვერაფერს იზამ და მარტო ერთი მხარის დადანაშაულება – ნეჩესტნო. უბრალოდ მართლა არ გინდა რომ ადამიანს რომელსაც ცოტა ხნის წინ აღმერთებდი გული ატკინო.უბრალოდ მეორე მხარემ(ქალი იქნება თუ კაცი) ხანდახან მოიხსნას უნდა ხოლმე ვარდისფერი სათვალეები და რეალობას თვალი გაუსწოროს.ღირსების საკითხიცაა – თუ ატყობ რომ ადამიანს ისე აღარ უყვარხარ ან უფრო სწორად სიყვარული ინერციით მიექანება დამრეცი მრუდისაკენ -გაუადვილეთ ცხოვრება მასაც და თქვენც(საბოლოო ჯამში)
პ.ს. კარგი ბლოგია(ფინთი გოგოები ნიჭიერად წერენ ხოლმე :) )
@corbindallas – ხოდა ნუ ატკენ და უთხარი, რომ აღარ გინდა მიხვევ-მოხვევების გარეშე. მე პირადად მაგ ‘დანდობით’ ბევრად უფრო მეტად მატკინეს
პ.ს. ბლოგის შექებისთვის მადლობა, მაგრამ საიდან მოიტანე, რომ ფინთი ვარ (ან იცი, რას ნიშნავს ფინთი?) :)))