ჩვენ-სოროსის მონები და ინტრიგა ცხოვრებაში
შესავლისთვის, ის რასაც ბოლოსკენ ნახავთ (შიგადაშიგ დღევანდელი სურათები შემოგხვდებათ):

სოროსზე მერე მოვყვები, ჯერ ინტრიგა )))
მოკლედ, არსებობს ერთი ტიპი (პირობითად დავარქვათ ჟორა), რომელიც ზაფხულიდან მოყოლებული მეუბნება მომეცი, მომეციო და შეხვედრაზე მეჩალიჩება. ნუ ეს ჟორა ცუდი ბავშვი არ არის, მარა შეხვედრა არ მინდოდა, შესაბამისად რომ იწყებოდა მნახე ან კამერა ჩართე-ები, ვბლოკავდი. არის კიდევ ერთი გოგო, რომელსაც უყვარს ეს ჟორა და რაღაც პერიოდი ერთადაც იყვნენ, მარა ნუ მაგთსას ვერ გაიგებ, ხან არიან ხან არა. იასნა, ამ გოგოს არაფერს ვეუბნებოდი ჟორაზე, მაინც შეყვარებულია ბავშვი, გაუტყდებათქო. ბოლოს 1 კვირის წინ ვნახე და ამომასხა და მეთქი შენმა კაცმა ტვინი მოდღნა და იასნა მარტო ჩემზე არ იქნება ეგრემეთქი. გოგოს, რა თქმა უნდა, ბიჭისგან სანუგეშო ტყუილის მოსმენა უნდოდა და პირი მოაღო, ასე ასე მითხრეს შენზეო ))) დღეს ჟორა შემოვარდა ერთ-ერთ მესენჯერში და დაიწყო (ტექსტი დავაკოპირე და გადმოვაქართულე, სტილი დაცულია):
ის:
უი, მე შენ გკერავდი ანუ? )))
მე:
![]()
ის:
ინფო მომივიდა რომ გკერავდი მე შენ ))
მე:
ინფო რომ არ მოსულიყო შენით არ იცოდი?
ის:
პრობლემაც ეგაა, რომ არ გკერავდი
მაგრამ “გაღიმებას” კერვას ეძახიან ახლა
მე:
ზუსტად არ ვიცი, შეიძლება “მოდი მოგდღნავ”-ს კერვას არ ეძახიან და გაღიმება ქვია უკვე
WTF )))) ნუ ჟორა იასნა დარწმუნებული იყო, რომ მე დავიმორცხვებდი და უკან დავიხევდი და მერე სათქმელი ექნებოდა გოგოსთან, მიჩმორდაო ))) ლოლ
აქ ჯერ კიდევ მივდიოდით სოროსისკენ

ხო, დავანებოთ თავი ლუზერებს და გადავიდეთ სოროსზე. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოში გამოჩნდებოდა ვინმე კეთილი ძია, რომელიც საქართველოში ბლოგინგის პოპულარიზაციაზე იზრუნებდა. და რა შუაშია სოროსი? დავიწყოთ თავიდან. რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩაწყობები ძაააალიან აქტიურად მოქმედებდა, რაღაცა გასაუბრებისას ვიღაც ნაცნობის გამო დაწუნებული ჩემი დეიდაშვილი ზუსტად სოროსის ფონდმა დაასაქმა (რამდენადაც ჭკვიანია ჩემი დეიდაშვილი) და სოროსიდან დაიწყო მისი კარიერის განვითარება და მისი კარიერა კიდევ საკმაოდ კარგად წარიმართა. ჯერ კიდევ იმ დროიდან განვეწყვე დადებითად მაგ ფონდისადმი.
უკვე სოროსში, მარი გამწარებული ლაპარაკობს

თურმე კეთილი საქმეების კეთებას ისევ განაგრძობს ეს ფონდი და ახლა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებაზე ზრუნავენ :ლოვე: დღეს ვიყავით ზუსტად მე სვითი და თინი მათთან შესახვედრად მისულები. მომავალ კვირას ჩვენს ბარაკემპზე წასვლას აფინანსებენ. ძაან მიხარია. ნუ დაფინანსებაზე და წასვლაზე მეტად ის, რომ ვიღაცამ ყურადღება მოგვაქცია და ვიღაცა დაინტერესდა.
ველოდები საუბრის დაწყებას ))

იქიდან რომ წამოვედით ძაააალიან ბევრი ვიბოდიალეთ და ბევრი სურათები გადავიღეთ (მასალას სამივე ბლოგზე ნახავთ)
ხალხი წინა ბარკემპის ჩანაწერს უყურებს ასეთი დიდი ინტერესით ))

ბოლოს ვიდეოც ჩავწერეთ, რომელიც მე ჯერ არ მინახავს, და იმედია ისეთი საშინელება არ იქნება, რომ წაშლა მომიწიოს ))) ვიდეო ხვალ იქნებაო, მარომ, ხოდა ხვალ დავდებ ამ პოსტშივე
კარგი ამბის გარდა ცუდიც მოხდა, რომელზე ლაპარაკიც ახლა არ მინდა, მაგრამ თუ გაუგებთ, რომ ქართულ ბლოგოსფეროს უსახლ-კარო ბლოგერი ყავს (რომელიც უსახლ-კარობის გამო ვეღარ დაბლოგავს), ეგ მე ვიქნები )))
ახლა დაპირებული სურათები:
სოროსის შემდეგ, მზიურში

ამ დროს მარი მღებავდა, გასაუბრებაზე უნდა წავსულიყავი და მთლად ბომჟურ
ვიდზე მიტყდებოდა ხოდა დამეხმარა მარუსა

თინის რაღაცას ვუსხამ

შუა ღებვის პროცესი (ასე უსირცხვილოდ ჩემს პროფილს პირველად ვაჩენ, არ
გამაკრიტიკოთ )) )

გოგოების სურათების დადება არ მინდოდა, წიპა თვითონაც ხო უნდა დარჩეთ
დასადები რამე, მარა ერთს მაპატიებენ, იმედია


23 Comments
უი ეგ რა კაი რამეები ხდება?:)
პირველი ფოტო იწვევს ინტერესს,ინტრიგანი ხარ შენ!! :D
არც თქვენ დაგიკლიათ გამწარება…
კიარადა…
ლაპარაკი :D
სამივე მაგრად ვიყავით დაქოქილები :D
@daliela – ხო, მაგიტომაც დავდე )))
@Sweety – ხო, ნუ როცა ბლოგს ეხება საუბარი მშვიდად ხო ვერ ილაპარაკებ )))
ტანგა ტანგა :ევილ:
მადლობა მაკას (antigone), რომელმაც მარისთან დამაკავშირა და თქვენ, ასეთი მაგრები რო ხართ, ძაან მოეწონეთ იმ სასტავს სოროსში, კსტაწი, მედია პროგრამის მენეჯერებთან იყავით შეხვედრაზე.
ეხლა საქმე, მარის ვუთხარი მარა თქვენთითონ – თქვენი საპასპორტო სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, პირდაობის ნომრები ორივე და საბანკო რეკვიზიტები მჭირდება სასწრაფოდ. ეს საჭიროა გრანტის ხელშეკრულებისათვის და ფულის გადმოსარიცხად.
უი, მიყვარს მე ანტიგონა
არ მოდის თვითონ?
ეგ ყველაფერი მარის მივეცი ინფო, ერთადერთი ჩემი ანარიშის ნომერი უნდა გავიგო (ახლა გავალ და გავიგებ) და მაილს მოგწერ როგორც კი მოვალ ;)
მადლობა
და ბტწ წინა ბარკამპის შენი რამდენიმე სურათი მაქვს და მაილზე მოგცემ მაგასაც ;)
ანტიგონე მოდის, ერთ ოთახში იცხოვრებთ შენ თინი და ანტიგონე
მართლა?
ქუუუულ
უი თან ეგ მწეველია როგორც მახსოვს, ხო? :სპყ:
მწეველი რუმ მეითი მეყოლება )))))
@ ZviAnGi
იისა.. სად მოგაწვდინო ეგ რამეები?
მე მაქვს სახალხო ბანკის ვიზა და არ მევასება და დღეს ვცვლი :დ საღამოს მოგცემ კაი?
თინი: ჩემს იმეილზე ზვიანგი ეთ ჯიმეილ და ა.შ. რა ბარათზე ცვლი? თიბისი კარგი იქნებოდა, სოროსს თიბისი აქვს და იმ დღესვე დაჯდებოდა ფულები, მარა რაც არის, იყოს რა…
თიბისის ვიღებ კაკრაზ : )) საღამოს მოგაწვდი ყველაფერს : )
CONGRATULATIONS!!!
vicodi, Sorosi rom ketili dziaa (unicode davkarge, SORRY)
Have fun, girls!!!
სოროსელებო თქვენა :)
@Sophie Golden – ახლა უკვე მჯერა, რომ ქართულ ბლოგოსფეროს ეშველება )))
@bigcrow – ჰმ… სამ ტი სოროსელის მამა :პ
kruta :D
suraTebSi Zaan kargad xar is forumze ro dade ro zixar davaseive maSinve :P
უი მადლობა
დავიმორცხვე ))))))
ნამდვილად, სოროსის ფონდმა კარგად იცის სად და რა უნდა დაასპონსოროს საერთო, გამეფებული აზრის მანიპულირებისთვის.
რაც შეეხება ”ბლოგოსფეროს” (ვერ ვიტან ამ სიტყვას), ეგ ზუსტად ისე განვითარდება, როგორც ვითარდებოდა და ვითარდება სოროსის ფონდის სხვა პროექტები. თუ არ გჯერათ, მოგვიანებით შევაფასოთ.
მაგრამ მაინც წარმატებები!
Don’t turn them off!
:vik:
ჟორა რა შუაში იყო მაინც ვერ მივხვდი :( რაღაცა მოგვატყუა მგონი
იეღოვოლები და სოროსის მონებ ხართ თქვენ :yes:
sorosis deda sheveciiiii
ცენზურა დაიცავი, გენაცვალე )))
ისე, თუ მოძებნი დედამისს, იქნებ გაახარო კიდევაც )))
რა ჯანდაბა ხდება ტუ მიცემა გინდოდა ვერ მიეცი, ისე კარგად იწყება პირველი სურატი :დ