ჩქარა-ს რეჟიმში
აქ თუ ვინმე ხართ ბლოგის სისტემატიური მკითხველი, შეამჩნევდით, რომ უჩვეულოდ დიდხანს გავჩუმდი. ნუ, ეთ ლისთ, ამ ბოლო დროისთვის უჩვეულოდ დიდხანს მაინც :))) ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მომდევნო 1-2-3 კვირა სავარაუდოდ ასე იქნება, ანუ დავწერ მაშინ, როცა 2 წამს გამოვნახავ. სორი, გაიზ
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სამუშაოს გარდა მეგობრებსაც დავუთმე დრო და ძალიან ბედნიერი ვარ.
ჯერ 2 დღის წინ როკო მოვიდა (მაი ლავ <3 ). რა თქმა უნდა, ფანტაზიამ ხელი არ შეუშალა ტრადიციული საჩუქრის, კიარადა ძღვენის მორთმევაში :))) რომ მოვიდა, გვეუბნება, აბა, გამოიცანით, რა ტრადიციული საჩუქარი მოგიტანეთო. ჩვენ იასნა ვერ მივხვდით (აბა რას წარმოვიდგენდი როკო თუ მაგას იკადრებდა). მოკლედ, ქვემოთ ნანახი სურათებიდანაც მიხვდებით, ბანბანერკა და “პადზემკაში” ნაყიდი ჭურჭელი მოგვიტანა :))) თან დაგვარიგა, ჭურჭელი ერთჯერადი მოხმარებისააო :)))
აი, blogroll.ge-ს შემქმნელი თქვენ უსაქმური ხომ არ გგონიათ, საქმიანი კაცია, რაც სურათზეც თვალსაჩინოდ არის აღბეჭდილი:
ეს თვალები განათებაზე კი არ დაეხუჭა, პროსტო რა, ვაჟნი უჭირავს რა :))) მერე ასე მითხრა, შენო ზედმეტი მოგდის მაგ სურათების ჩხაკუნიო და ფოტოაპარატი ჩამომართვა :/
მარა არ ვწუწუნებ, ძაან საყვარელი სურათი გადაგვიღო მე და შოთას:
წასვლისას ჩემს პირად საბაჟოზე (გასასვლელში ყულაბა მიდევს, რომელშიც ყველა სტუმარი ფულს ყრის) პატიოსნად გადაიხადა გადასახადი და ასე წავიდა. იმედია, კიდევ მალე გვესტუმრება <3
როკომ წასვლამდე ჩემი ჰულაჰუპის დატრიალებაც სცადა. რამდენად გამოუვიდა, ეგ ცალკე საკითხია. ხო, ჰულაჰუპს რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე, რაღაც შიგნიდან გამობერილებიანი და საშინლად მტკენს და მალურჯებს :))) იმ გამყიდველმა კი მითხრა, თუ გაუვარჯიშებელი ხარ, გატკენსო, მაგრამ სხვა ფასებთან შედარებით ისეთი იაფი იყო, თავი ვერ შევიკავე და მაინც ეს ვიყიდე :)) არა, არ გეგონოთ, რომ დალურჯებების გამო ჰულაჰუპს აღარ ვატრიალებ. მაინც არ ვნებდები, შეჩვევის იმედით (თუმცა დოდკამ მითხრა, მე ვერ შევეჩვიეო :/ )
ხო, როკოს მერე დღეს გვყავდა ამ კვირის (?) მეორე სტუმარი – მროველი <3 მროველმა ღვინო მოგვიტანა და იიიიმხელა სიამოვნებით მივირთვით ჭამის მერე… მერე რა, რომ შესაფერისი ჭიქები არ გვაქვს :))
რა თქმა უნდა, ჩემს საბაჟოს ვერც მროველმა აარიდა თავი :)) პატიოსნად გადაიხადა და წავიდა მერე :)) ჩვენ კიდევ ზემოდან ვუყურებდით, როგორ მიდიოდა:
არ თქვათ, მე თვითონაც კარგად ვიცი, რომ არაჩვეულებრივად ჩანს :)))
ბოლოსთვის შემოვინახე სურათი განწყობისთვის :)) ასე ვიქცევით მე და შოთა, როდესაც გაცხარებულ მუშაობაში ვართ და ერთმანეთის კუწი პუწებისთვის არ გვცალია :))
ოღონდ, ეს მარტო მაშინ გამოდის, როცა შოთა ლეპტოპზე ზის და მე ამ მახინაზე, იმიტომ რომ შოთა მაუსზე ცაციაა და ასე ჯდომა, ხელის ჩასაკიდებლად კარგი განლაგებაა :))








15 Comments
გგგ მეც ვიქნები სტუმარი მაცა მომავალი კვირა დავგეგმო :D აუცილებლად შეგიშლით ხელს მუშაობაში ასე ერთი ორი საათით :D თანაც რა ხანია მე და დოდიმ დავგეგმეთ :D ხოდა აი საჩUქარზე ფიქრი დავიწყე :ჯუმპ: რამე საინტერესო უნდა მოვიფიქრო :D იქნება გამომივიდეს:D
მომწონს შენი ცხოვრების სტილი, თან ძალიან! :)
“ეს მარტო მაშინ გამოდის, როცა შოთა ლეპტოპზე ზის და მე ამ მახინაზე, იმიტომ რომ შოთა მაუსზე ცაციაა და ასე ჯდომა, ხელის ჩასაკიდებლად კარგი განლაგებაა :))”
სანამ ამას წავიკითხავდი ვიფიქრე მაუსზე ხელი არ უკიდია საერთოდმეთქი.
თურმე ცაცია ყოფილა… :)))))))
პიკ, ძალიან საყვარლები ხართ.
მე შევეჩვიე ჰულაჰუპს და დილა-საღამოს ჰიმნს ვუმღერი ლამის.
ჯასთ, სქლად ჩაიცვი თავიდან. და მერე ნელ-ნელა ჩვეულებრივ ტანსაცმელზე გადადი.
+ წელიწადში ერთხელ თუ ატრიალებ, იასნა რომ ყოველთვის დაგილურჯდება.
@ლილიან – მოდით, როცა გენებოთ ;)
@კანარიო – გმადლობ :))
@ქეთ – მარტო მაუსზეა ცაცია
@ჩაოთიქ – ტი შტო, ტკივილებს ვიტან და ყოველ დღე ვატრიალებ
ეგეც საჭოროა.
ღმერთმანი ღმერთმანი
შესანიშნავი საღამო იყო. ….ღვინო კიდევ მეც მომეწონა..როგორც იტყვიან პოეტურ განწყობაზე დამაყენა :D
იმ საღანოს კიდევე რთი პლიუსი ჰქონდა, შოთას უბრლოდ შოთას ვეძახდიმ ორშაბათიდან ბატონი შოთა იქნება, ნუ ეს მანამდე სანამ მეც სენიორ სტაფში გადავალ :D
შენა.. მართლა ძალიან ნელა იტვირთება გვერდი და რამე ქენი რა.. 2 წუთი ველოდე სანამ რამე გამოჩნდა. :(
პ.ს რამდენია საბაჟო მოსაკრებელი თქვენთან და ჰოლოჰაუკი თუ რაღაცა, რა არის? :)
@მროველ – ლოოოლ ბიძაჩემობის ამბავში შეგიძლია შოთა დაუძახო და შენობით მიმართო :))
@გურო – არადა ჩემთან ეგრევე იხსნება :/ ვერაფრით ვერ ვიპოვე თემა, რომელიც ნორმალურად ჩაიტვირთება :/
ჰულაჰუპი არის აი რგოლი რომ არის და წელზე რომ ატრიალებენ ხოლმე
და საბაჟო იმდენია, რამდენი ხურდაც ექნება სტუმარს
მე რითი დაგადგეთ ? :)
გურო, სერვერის ბრალი არაა, მეც შევამჩნიე ეგ, თემის სიყვარულობაშია
ზ )
ეჰ… სემეიკა :))
დაო პიკოლინ, ყველა ეს გავიცანი უკვე (დაჟე ლიშთოთაც!) და ყველათი ნასიამოვნები დავრჩი და შენ ვერა და ვერ გნახე–გადაგაწყდი ვერსად :))))
რაღაც ამოჩემებული მაქვს, რომ ყველა ბლოგერს ვიცნობდე :)
ზურიუს, გუშინ ვიყავი თქვენთან, სამსახურში. მარა ყველა გაკრეფილი იყო უკვე :/
ხოდა შევხვდებით რაფრაცხა, ან გვესტუმრე, ოღონდ საბაჟოზე გადახდა მოგიწევს :))))
ეს კარგი თემფლეითია, მომწონს :)))