ჩქარა ჩქარა
ჩემი და მოდის ახლა, მე მინდა დაჯდომაო და ვასწრებ, სანამ მოვა )) ძალიან ძნელია ვიღაცასთან კომპის განაწილება, მითუმეტეს, როდესაც ეს ვიღაცა 1ზე მეტია )))
ხო, ნუ არაფერი ისეთი, ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ სიჩქარეში არ მახსენდება.
წინა კვირას დაბადების დღე მქონდა და (არ მრცხვენია ვთქვა) 22 წლის გავხდი და რაღაც არ მომწონს. უკვე 22 წლის ვარ და სამსახურიც კი არ მაქვს ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებო )))
ხო, ახლა HR ლექტორის შესახებ )))

დღეს რაღაც ლექცია მქონდა, პირველად შემოვიდა დღეს ის ლექტორი და თავი რომ გაგვაცნო, თქვა ბილაინის HR ვარო და მთელი ჩემი ჯგუფი აცუნდრუკდა, ახლა ეს დაგვასაქმებსო და თავისთან წაგვიყვანს სამუშაოდო :ლოლ: ისეთი აჟიტირებულები იყვნენ და გაერთნენ თავის გამოჩენით, ქალმა კითხვა დამისვა და შუა ლაპარაკისას ერთმა ჯგუფელმა ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო იმაზე თუ რა უსამართლოდ დაიწუნეს ერთ-ერთ გასაუბრებაზე )) თვითპრეზენტაციის ძალიან რუდ ფორმა იყო ))) ლექტორს გაეღიმა. მე აზუსტად არ ვიცოდი უნდა გამეღიმა თუ მეტირა, იმის გამო, რომ 20 წელს გადაცილებული ხალხი 5 წლის ბავშვივით იქცევა, მარა სთილ მეცინებოდა )))
სოფი (გოლდენი) ვნახე დღესაც უნივერსიტეტში (რამდენიმე წამით). რომ დადის თან პოზიტივი დააქვს ამ გოგოს )))
გუშინ თინი აღფრთოვანებული იყო, რა კარგად გამოიყურებიო და გამისწორდა რაღაც, მარა თან ვიკომპლექსე. კომპლიმენტებს რომ მეუბნებიან ხშირად მგონია, რომ მატყუებენ )) არ ვიცი რატომ, მარა ძალიან ბავშვობიდან მომყვება ეგ სულელური კომპლექსი. ახლა არ მესმის, რატომ შეიძლება 4-5 წლის ბავშვმა იკომპლექსოს, მახინჯი ვარო, მარა რომ ვიხსენებ მართლა განვიცდიდი ამას. მახსოავს, მამიდასთან ვიყავი, 4-5 წლის ვიქნებოდი და მამიდაჩემის ნათესავი იყო იქ (18-20 წლის იქნებოდა ის) და რაღაცაზე ვთქვი, მე ხო უშნო ვართქო, თან ფანჯარაში ვიხედებოდი (მახსოვს მაგარი ქარი იყო თან) და იმან არაო, რას ამბობ, ძალიან ლამაზი ბავშვი ხარო და აღარაფერი არ ვuთხარი, არ მინდოდა მტკიცება დაეწყო, მარა გავიფიქრე, ისეთი უშნო ვარ, შევეცოდე და ასე მამშვიდებსთქო. ხო, ნუ რა შუაში იყო, მარა გამახსენდა და ხო უნდა დამეწერა )))
ხო
მგონი ვსო
აპპა ხე
შემდეგ პოსტამდე
უი, კინაღამ დამავიწყდა. შემდეგზე დაუნის სინდრომზე უნდა დავწერო. უნარ შეზღუდულებზე პოსტის შემდეგ ბევრი ადამიანი მოხვდა ბლოგზე აღნიშნული ფრაზის ძიებისას და თუ რამე ინფორმაციას ეძებენ, არ მინდა ფრუსტრირებულები დარჩნენ ))) თან იმ პოსტში ერთმა ქალმა დაპოსტა, ინგამ, არ შემიძლია რომ ცალკე პოსტში არ აღვნიშნო ეგ ამბავი ))
ახლა მართლა ვსო ))
პირველი სურათის ძებნისას ნაპოვნი სურათები :


ეს HRთან რა შუაში იყო არ ვიცი :ლოლ: მარა მომეწონა (განსაკუთრებით ის, რომ HRის ძებნისას ვიპოვე)


და ჩემი ფავორიტი :


8 Comments
დაასაქმა ვინმე თქვენმა ლექტორმა ? :ჵ:ჵ
ლოლ
არა იასნა
ქალი პატიოსნად ლექციის წასაკითხად მოვიდა, თანამშრომლები საკმარისად ეყოლება )))
მე მომეწონა ეს “ჩქარა-ჩქარა” პოსტი, გემრიელად წამეკითხვინა :)
ჰოდა, ისა, როცა გნახავ, მოგკლავ და მერე ნახავ, როგორი “პოზიტიურიც” ვარ :P რა უშნო გონგო, ისეთი საყვარელი ღიმილი გაქვს, აი რაღაც ბუნებრივი და გემრიელი, არ გამშვიდებ, მართლა ვგულისხმობ :P
აუ, ეიჩარის ქალზე გამახსენდა :D რობაქიძე ხო იცი, ლექტორი, ეგ “რომელიღაც” აფთიაქის “რაღაც” ყოფილა და შემოვიდა, გოროშიძესთან ნუ გადადიხართ ყველა, მე შემიძლია თქვენ გაგაგზავნოთ სხვადასხვა ადგილებშიო :D ბულშითოლოგობდა რაღაცას. აი ასე! იასნია, ყველა გოროშიძესთან გადავედით :D გულზეხელებდაკრეფილი იდგა და ისე იყურებოდა, ვინ დარჩებოდა მაგასთან :| ახლოს არ მიგვიშვა, რასაც ჰქვია, მოდი და ფსიხოლოგი უწოდე!
მე არ ვიტყუები..
@Sophie Golden – ახო, პსპ-ში მუშაობს, მარა ჩვენგან არ აგაუშვია არავინ და მაიანორებსაც აარ გადაყვებოდა იასნა )))
@LadyCrow – :2კისს: ალავუ
სხვათაშორის ძალიან საყვარელი ბაია ხარ,აი იმ სურათში ერთად რომ ვარ,ყველას ვანახებ სიამაყით მე და პიკოლინა ვართ თქო და უამრავმა ადამიანმა აღნიშნა რომ ძალიან ძალიან საყვარელი ბალღი ხარ:კისები:
უხ ნეტა სოფი მეც დამანახა,ისიც ძალიან საყვარელი ბაიაა :)
Nino
Agar maxsovs saxeli magram romeligac holivudis msaxiobs magonebs xolme sheni gimili. da rac sheexeba bavshvobisas, dzaan kargat maxsovxar patara, bazaletze ragats lamazi kupalniki gqonda italielebis nachuqaru iseti lamazi ikavi xolme, saidan moigone egeni ar vici raaa.
ნუ ეს უბრალოდ ბავშვობის კომპლექსია, პრობლემა ისაა, რომ ვერ ვხვდები საიდან მოვიდა )))