ჩემი საუკეთესო ზაფხული
2 დღეა, რაც ქობულეთიდან ჩამოვედი და ემოციურად იმდენად დაღლილი ვიყავი, პოსტის დაწერაც კი დამეზარა )))
იდეაში 10 დღით მინდოდა იქ დარჩენა, მაგრამ აკა და მარი მეტ ხანს ვეღარ რჩებოდნენ და მეც სხვებთან ერთად იქ დარჩენა უკვე არ მინდოდა ასე რომ სულ 5 დღე გამოვიდა, მარა მთელ 1 თვეს უდრის ეს 5 დღე ))) ვიყავით ბევრნი და ამ ბევრიდან ზოგი უფრო ადრე წავიდა, ზოგი გვიან შემოგვიერთდა, მარა საერთო ჯამში: მე, შოთა (იგივე ლიშტოტა), აკა (იგივე ვულფსპელა), მარი (აკას ცოლი), ცუგა, თემო (იგივე მკვდარი მგელი), უშკა, კოკა, ჯაბა, აკას დედა (ფორუმის ნიკს არ გვიმხელს), ცუგას დედა (იგივე ბიორკი) კანა და მიდი მეუღლე და ნეა (ოლსოუ ნოუნ ეზ აკას და მარის ბოღანი)
აი ჩვენი რაოდენობის დამადასტურებელი ფოტო მასალა:

ჩასვლის პირველი დღე, უფრო სწორად დილა:

ჩვენი ბიჭები:

პირველი დღე საშინელება იყო. ღამის მატარებლით ვიმგზავრეთ და ღამით საერთოდ არ გვძინებია. რომ ჩავედით მაშინაც არ დავიძინეთ და საბოლოო ჯამში შენელებული კადრები ვიყავით ))) იმდენად გავითიშეთ, რომ საჭმელად გარეთ რომ გავედით, მე, მარი და შოთა დავრჩით ყველა რომ წავიდა, იმიტომ რომ ადგომის თავი არ გვქონდა (ეთ ლისთ მე ნამდვილად არ მქონდა). აი ამ სურათში ვართ სამივე ტორმუზი ))) :

ნუ მერე გამოვიძინეთ და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა )))
ასწორებდა საღამოობით ყველანი ერთად რომ ვსხდებოდით გარეთ, აივანივით რაღაცაზე და ვვახშმობდით და ვჭორაობდით თან )))

ესეც იგივე საღამოა, უბრალოდ ეს სურათი ძაან მომწონს ))) მე და მკუტარი მგელი:

სანამ იქ ვიყავით სვითი და ლოლა გვესტუმრნენ გვანცასთან ერთად ))) კაკ ნე სტრანნა, გვანცა ეგრევე ვიცანი, სურათებიდან ))) ჩილიმი მოვწიეთ ყველამ ერთად (ოღონდ გვანცა ვერ შევაცდინეთ და ვერ მოვაწევინეთ)
ლოლა: მარი:


მერე ბათუმში ვიყავით და იქ მოცეკვავე შადრევნები და სიფო ვნახეთ და მერე ყველა ერთად წავედით საჭმელად (სიფომ დაგვპატიჟა) და მერე სიფომ წამოგვიყვანა სახლში )) ომგ რამდენი სიფო დავწერე )))


ამინდი მხოლოდ ბოლო დღეს გაფუჭდა, მარა ჩვენ მაინც ვიბანავეთ ტალღების და წვიმის და ქუხილის მიუხედავად და ძაან გაასწორა თან )))

სანამ იქ ვიყავით საჩუქრის იდეა მომივიდა, რომლის შერჩევის დროსაც მე და მარიმაც ვაჩუქეთ ერთმანეთს რაღაცეები (რამდენადაც ბიჭები ჩვენზე მაინც არ იზრუნებდნენ) და საბოლოოს ბიჭებს ყველას ვაჩუქეთ სამახსოვრო რაღაცეები )) ნუ ყველა ფოტო მასალა არ არსებობს, მაგრამ არის ჩემი და მარის მიერ უერთიერთ დასაჩუქრება და მერე ჩემს მიერ შოთას გაფხისტიანება )))
მე მარი


შოთა
ყველაზე კარგი იქ ის იყო, რომ ყოველ დილას ბედნიერს მეღვიძებოდა და კიდევ ის რომ… ნუ რა მნიშვნელობა აქვს
მთავარია, რომ წელს საუკეთესო ზაფხული მქონდა )))
პ.ს. ახლა შემოვა აკა და იტყვის ვისი დამსახურებააო? )))
ხო, ბოლოს ფოტოები განწყობისთვის:




23 Comments
viuu aka ra tanze dgas o.O :up:
kai fotoebia da kargadac daisvenet!! super!!
მახსოვს მე აკა ასე მესამე კურსზე რო იყო :D
@ლილიანი – აკას ტანი ეს არ არის ))) ცალკე სურათებს გაჩვენებ მერე კიდევ იქ აქვს კაი დაყენებული ტანი :ევილ:
@Anonymous – მთლად ნორჩი გხსომებია ))
ZAaaaaaaaaaaaan magaria!
ყოჩაღთ, მაგარიააა:)
შოთას ჯვარი აჩუქე? :D :D :D
ეხ.. ზღვა ძალიან მაგარია. მითუმეტეს საყვარელ ადამიანებთან ერთად )
ბოლო 2 ფოტო – WOW!!
@Natosha – არა, ჯვარი მე და მარიმ ვაჩუქეთ ერთმანეთს )) შოთას და აკას თევზები ))
@Natalia – აკამ გადაიღო )) მეც მაგრა მომწონს
ისე, მაგ ფოტოს შოთას გადაღებული ვერსიაც არის
ra magariaaaa :))
kaiaa kargad ro daamaxsovrdeba es zafxuli :) :bis:
visi damsaxureba ki ara Jaba dagavicyda siashi! :@
:-*
ააა ვაიმე
არადა რამდენჯერმე გადავხედე სიას, ვინმე ხომ არ გამომრჩათქო )))
მადლობა შეხსენებისთვის, წულფ :*
დაფოტოშოფებულია ყველაფერი!
ნამდვილად :ყეს:
ეს არის ბინძური პროვოკაცია შენს წინააღმდეგ
ისე, კიდე 1-2 ასეთს დავაფოტოშოპებდი
იუ ნოუ ვოტ აი მინ
daidos aka
ras qvia davido? O_0
lol :D
fotoebi ra tqma unda :D
tumca ise shenc daide ia za :D
ra ponshi ?
აუ, ბოლო ორი რა წიოკი სურათებიაა! :jump: კარგია შენი ჭკუის ხალხთან ერთად რომ ხარ ადამიანი სადმე. აქვე რეკლამა, მალე იხილეთ ჩემს ბლოგზე 2 თვის წინ გასაკეთებელი და ახლა გაკეტებული ვიდეო ზღვაზე. :)
mec minda zgvazeeee
>.<
წელს მეც ვიყავი ქობულეთში მაგრამ მაინცდამაინც ვერ ვიმხიარულე =D
კარგია როცა ბევრი მეგობარი ისვენებ ერთად…
tansacmlit ibanavet? ra magaria :D:D:D
ბევრნი როცა ხართ ასწორებს,
აუ, რა კარგია..