14

ჩემი საბაკალავრო

Posted by piccolina on March 6, 2009 in Uncategorized |

დასაწყისისთვის ჯერ ჩემს სიხარულს გაგიზიარებთ. საბაკალავროსთან დაკავშირებით გუშინ იმედი გადამეწურა, ხომ გახსოვთ, მინდოდა, რომ ია კუტალაძესთან დამეწერა და რამდენადაც ქალბატონი ია უნივერსიტეტში ვერ ვნახე, გადავწყვიტე დამერეკა.ნომერი არ ვიცოდი და გუშინ მის ძმისშვილს დავუკავშირდი გასაგებად. ძმისშვილმა მახარა, დღეს ამერიკაში მიდის მაინცო ))) დავურეკე მაინც, მარა არ მიპასუხა მაინც. ვიფიქრე, უცხო ნომრებს არ პასუხობს ალბათმეთქი და ასე იმედგადაწურულმა დავანებე იასთან საბაკალავროს წერაზე ოცნებას თავი.

http://healthhabits.files.wordpress.com/2008/07/i-hate-talking-on-the-phone.jpg

დღეს უნივერსიტეტში გავედი იმ იმედით, რომ ბატონი გოგი გოროშიძე (ძალიან საყვარელია) მაინც დამაწერინებდა და თან ფაკულტეტის მდივანს შევჩივლე, იასთნ ვერატქო და მდივანმა მითხრა ხო, დღეს მიდისო. ვიფიქრე, რახან ჯერ არ წასულა, კიდევ ერთხელ ვცდი დარეკვასთქო და ჰოი საოცრებავ, მიპასუხა იამ ))) ძალიან მორიდებულად ვკთხოვე საბაკალავრო დამაწერინეთთქო და მაშინვე კიო მითხრა :ლოვე: აღფრთოვანება ვერ დავმალე და დამატებით (გახარებული ხმით) მართლამეთქი? და ხოო :ლოვე: ძალიან გამიხარდა. ნუ ერთი პატარა მინუსი აქვს ამას, იამ და მდივანმა ისაუბრეს მერე და გადაწყვიტეს საბაკალავროზე ტანხმობა იმ შემთხვევაში მოეცათ, თუ კიდევ ერთ საგანს გავივლიდი (რომელზეც ბავშვები არ გროვდებიან და ჯგუფი არ დგება და ნუ წიპა +1 ბავშვი გაჩითეს ჩემი სახით), მარა რახან ია დამთანხმდა, იმ ერტ საგანსაც გავივლი მაგის ხათრით )))

ხო, რაღაც გრძელი გამოვიდა ეს ემოციებიანი რაღაც. მოკლედ, უნივერსიტეტში მოსვლამდე (სულ დამავიწყდა მეთქვა) თინი ვნახე და ერთად ვიბოდიალეთ იქ. საბაკალავროს ამბები რომ გავარკვიე წავედით ყვავასთან (იქ ახალი პოსტი უნდა ჩაგვეწერა), თან გზაში ვიჭორავეთ ზოგად საკაცობრიო თემებზე.

ყვავა ახალი გაღვიძებული დაგვხვდა, რაღაცეებს მაიმუნობდა კომპთან და მერე კომედი კლაბის რაღაცეებს ვუყურეთ ერთად. ცოტა გავმხიარულდი )) ხოდა ბოლოს ჩავწერეთ მორიგი პოსტი, რომელიც 8 მარტთან და მსგავს მოვლენებთან არის დაკავშირებული. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე ყვავასთან: http://bigcrow.wordpress.com/2009/03/06/womens-day-and-others/

გატეხა ოღონდ რომ თინი უფრო ადრე წავიდა :მო:

მერე კიდევ კომედი კლაბს ვუყურეთ, კიდევ გავერთე ცოტა და წამოვედი სახლში. გზაში ბარბიმ დამირეკა, მე და ნინო ახლოს ვართო და სად ხარო და გამიხარდა და დამელოდეთთქო და მალე მივედი და მერე ჩემთან დავლიეთ ჩაი და ვიჭორავეთ.

ხო, სულ ეს იყო ჩემი დღევანდელი დღე. ახლა ვზივარ კომპთან იუჟუალ პოზაში, იუჟუალ ხასიათზე და ვარ.

Tags: , , , , , , ,

14 Comments

  • LadyCrow says:

    “გატეხა ოღონდ რომ თინი უფრო ადრე წავიდა :მო:”

    თინი არის ის რაქვია.. :მო: .. არ მევასება ხოლმე მასეთ მომენტებში ჩემი თავი :დ

    ეხლა ახლიდან ვუყურე ვიდეოს, ცოტა მოხასიათებულ პირობებში და მომეწონა :უსერ:

  • რა თემაზე გინდა დაწერა საბაკალავრო ნაშრომის??

    გოგი გოროშიძე მართლა საყვარელი კაცია :)

    • piccolina says:

      ზუსტად არ ვიცი ჯერ, შრომიტ სტრესზე მინდა, მარა არ ვიცი რამდენად შეიძლება, ცალკე კურსი მაქვს მაგისი გავლილი და შეიძლება ნეტა?
      სხვა ჯერ არაფერი მომდის თავში, რამე იდეა ტუ გაქს, იუ არ წელცომე , გამიხაარდება ))

  • რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შრომის ფსიქოლოგია არც კი გამივლია.
    ერთ რჩევას მოგცემ, დაგუგლე წამყვან უნივერსიტეტებში ძირითადად რა თემებზე მუშაობენ მაგ სფეროში. რაც კი აქტუალური იქნება ამოწერე, და ისე შეარჩიე. მერე ჩვენი ქვეყნის პირობებს შეუსაბამე და კაი რამე გამოცხვება :)

    მერე ჩვენც გვითახარი რა ამოირჩიე :)

  • utvino says:

    :( ტეხავს
    მაგრამ მ რატომ დავამთავრე ისე , რომ საბაკალავრო არ მომთხოვეს?

  • უი, გოგი :ლოლ: ჩემი ერთერთი საყვარელი ლექტორი :) წელს ბიზნესის ფსიქ. ავიღე მაგასთან, იურიდიული გავიარე შარშან და ძაან კმაყოფილი ვიყავი. გილოცავ, რომ იას “დაჭერა” მოახერხე :)

  • კი, წელს ავიღე. მეოთხეზე. მაინორად მაქვს ფსიქოლოგია :)

  • ბიზნესი მაქვს და შრომა ქირიასთან :)

    • piccolina says:

      ბიზნესი გოროშიძესთან ხო?
      ეგ გავლილი მაქვს და აი ქირიასთან მეც მაქვს წელს, მარა პროფესიული კოგნიცია :მო:
      არ ვემთხვევით მგონი
      იმედია, გნახავ მაინც ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.