ბოლო პოსტი
ძალიან დიდი უნამუსობა იქნება, წლის ბოლო პოსტი მაინც რომ არ დავწერო ხო? ნუ ასეთ პოსტებში ძირითადად წინა წლის შეჯამებას აკეთებენ ხოლმე, ან მომავალი წლის გეგმებს და სურვილებს წერენ. მეც მაქვს ერთხელ ეგრე გაკეთებული. ახლა არ ვაპირებ 2010ის შეჯამებას, ან მომავალი წლის გეგმების განხილვას. უბრალოდ წლის ბოლო პოსტია რა ნაძვის ხე დავდგი უკვე, ნამცხვარიც გამაკეთებინეს სახლში [...]
ფუ, მახინჯი
იცნობთ ადამიანებს, ვისაც მინუსი არ აქვთ? მე – არა. არც ერთ ‘უმინუსო’ ადამიანს არ ვიცნობ (ჩემი თავის გარდა, რა თქმა უნდა :ჯოუქ:) და არც მჯერა, რომ არსებობს უმინუსო ადამიანი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ნებისმიერის გაკრიტიკება შეიძლება, მაგრამ არსებობს ადამიანის რაღაც მინუსები, რომლებიც ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება ამ მინუსებს შეეხოს. საუბარი მაქვს ფიზიკურ და [...]
გესტ პოსტი პირდაპირ ავღანეთიდან
თემო კიღურაძე (a.k.a. springator) არის რუსულენოვანი ქართველი ბლოგერი + ჟურნალისტი, რომელიც 2 კვირის წინ ავღანეთში გაუშვეს, იქაური ამბების გასაშუქებლად. ახლა უკვე თბილისში ბრუნდება და გზაში დაპირებული გესტ პოსტი დამიწერა (so sweet). მოკლედ, თვითონ ნახეთ და შაფასეთ (პოსტში ერთი ასოც კი არ ჩამისწორებია): springator (თემო კიღურაძე) ათი მიზეზი რატომ უნდა დაიკიდო საქართველო და გადმოხვიდე საცხოვრებლად ავღანეთში [...]
სამსახურიდან პოსტი
ისეთი სამსახური მაქვს, სულ ტელეფონით ლაპარაკი მიწევს, მარა დღეს ყელი მტკივა უკიდეგანოდ და ვერსად ვერ ვრეკავ :/ ისეთი საქმეც არ მაქვს, რომ ხმის ამოღება არ სჭირდებოდეს ხოდა ვზივარ ჩემს მაგიდასთან, ჩართულ მონიტორს ვუყურებ, ვსვამ ჩაის… აი მითხარით, რა ნამუსით უნდა შემეკავებინა ამ დროს პოსტის დაწერისგან თავი :)) იმედია, ამის გამო არ გავიდუსები რაც მუშაობა დავიწყე, [...]
პიაცას მარაზმი
ახალი სამსახური დავიწყე და ძალიან მხიარული და საყვარელი თანამშრომლები მყავს. რა შუაში იყო ახლა ეს პიაცასთან, ახლავე აგიხსნით. მოკლედ, ეს გოგოები ხშირად იცინიან გამყიდველების გამოთქმაზე – “სერცე გულიანი”. სერცე გულიანი ნიშნავს ამოღებულ გულიან ზედას (სერცე რუს = გული). ანუ გამოდის გული გულიანი ზედა ხო? ხოდა გოიმობის აღმნიშვნელია უკვე “სერცე გულიანი”. მე თუ მკითხავთ, გოიმობის აღმნიშვნელი [...]
აფდეითები
მივხვდი, რომ ამ ბოლო დროს იმიტომ კი აღარ ვწერ ბლოგზე, რომ არ მეპოსტინება. უბრალოდ პოსტვას გადავეჩვიე :)) ეგ არაფერი, ისევ მივეჩვევი ბევრი ცვლილება ხდება ამ ბოლო დროს. დიდ ნაწილზე ვერ დავწერ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სამსახურს ვიცვლი, უნივერსიტეტიდან მოვდივარ და კიდევ რაღაც პროექტზე ვმუშაობსავით უი, მართლა, ბლოგის თემა შევცვალე. შეამჩნიეთ? იდეალური სისწრაფით არ იტვირთება, თუმცა [...]
მეგობრებსა და ალქიმიაზე
მროველის გესთ პოსტი დროდადრო, უფრო ხშირად აივანზე სიგარეტის გაბოლებისას გონებაში ადამიანების სიას ვათვალიერებ რომლებიც წავიდნენ და ისე ქნეს რომ უკან დასაბრუნებელი ხიდები დაწვეს. ჩათლახი ვიყო თითოეულ მათგანზე მწყდება გული, თითოეული მათგანისთვის სიცოცხლის რაღაც ნაწილს დავთმობდი ოღონდ ისეც აქ იყვნენ. სასაცილო ის არის, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან შორიდან ვიცნობდი, შეიძლება ორჯერ ან სამჯერ მყოლოდა ნანახი, მაგრამ [...]
და რა ჭირად გვინდა ჰელოვინი?
ძალიან დიდი აჟიოტაჟია ბოლო წლების მანძილზე ჰელოვინთან დაკავშირებით ყველა დარწმუნებულია, რომ ეს სატანის პატივსაცემი დღეა და შენც თუ აღნიშნავ, აუცილებლად ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს მეორე დღესვე. შარშან ისეც მოხდა, რომ ‘ჰელოვინშიკები’ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ცემა-ტყეპით დაშალა (ცემა-ტყეპა ძალიან ქრისტიანულია, თუ ჩასარტყმელ იარაღად ჯვარს იყენებ) და ამას არანაირი კუთხიდან არანაირი გამართლება არ აქვს. და მე ჯერ კიდევ [...]
მანდატურები ფსიქოლოგების ნაცვლად
როგორც იცით, სკოლებში მანდატურები გვყავს ახლა. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იყვნენ, რას მიშლიან, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამის სანაცვლოდ ფსოქოლოგები შეამცირეს. ანუ ფსიქოლოგები ჩაანაცვლეს მანდატურებით. კარგი, ვთქვათ, მანდატურები მართლაც საჭიროები არიან სკოლებში და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ფსიქოლოგები? ისინი ხომ უფრო საჭიროები არიან. როგორ შეიძლება, სკოლაში არ იყოს ფსიქოლოგი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება [...]
recent tales
ჩემი ლეპტოპი უკვე გაივსო დასაწერი პოსტების სათაურიანი სტიკერებით. მე კიდევ სულ უფრო მიჭირს ‘new post’-ის ღილაკზე ხელის დაჭერა. თან 2 ადამიანი დამპირდა გესტ პოსტს და ვფიქრობდი, დაველოდები და მერე დავწერთქო, მაგრამ ისინი აგვიანებენ და მეც გადავწყვიტე ბოლო ამბების შესახებ დავწერო ცოტ-ცოტა მდგომარეობა – სტაბილურად ნორმალური. დეპრესია აღარ აღინიშნება პირად ცხოვრებაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. სამაგიეროდ რისენთ [...]
2 დღიანი ივენთის შესახებ
დაახლოებით 2 კვირის წინ მეილზე მივიღე შემოთავა. ამერიკული საბჭოების წარმომადგენელი 2დღიან ივენთზე დასწრებას მთავაზობდა, ბლოგერის სტატუსით. საუბარი იყო საგრანტო პროექტზე, რომელიც ამერიკის განათლების სამინისტრომ დააფინანსა და 25-26 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. 3 ბლოგერი შეარჩიეს – მე, თაზო და თემო. პროექტს ერქვა Promoting critical thinking in social problems in Georgia. გვაჩვენეს 3 [...]
როდის უნდა თქვა “იდინახუი, ბიჭო!”
მგონი ყველამ იცის, რომ ურთიერთობის დასაწყისში თითქმის ყველაფერი იდეალურადაა. არის პარტნიორის უარყოფითი მხარეები, რომლებიც მოგვიანებით იჩენს თავს. ნუ, როცა გიყვარს, თავიდანაც და მერეც იკიდებ რაღაც მინუსებს, მაგრამ არის რაღაცეები, რომლების დანახვისთანავეც დაუფქრებლად უნდა თქვა: “იდი ნა ხუი, ბიჭო!” უკეთ რომ ავხსნა ყველაფერი, პირად მაგალითს მოვიყვან. ძალიან მიყვარს სიურპრიზები, მიყვარს, როცა როცა ჩემთვის რაღაც კარგს აკეთებენ, [...]
2 1ში პოსტი – ის, რაც ბლოგერმა არ უნდა გააკეთოს
ადრე მქონდა ერთი ცუდი ჩვევა – პოსტის იდეა რომ მომდიოდა, ეგრევე ვწერდი. ერთი შეხედვით ეს კარგიცაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ორი პოსტის იდეა რომ მომსვლოდა, ორივეს ერთად ვწერდი. ანუ ორ თემას ერთ პოსტში ვაერთიანებდი. შესაბამისად, პოსტი გამოდიოდა რაღაც არეულ დარეული, გრძელი და სათაური ქონდა ისეთი, რომ ვერ გაიგებდი რაზე იყო ლაპარაკი. თან მკითხველისთვის ბუნებრივია [...]
მე ამაზე გული მერევა
პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ნანიკო ხაზარაძის ფანი არ ვარ, რომ გითხრათ მევასებათქო, ეგეც ტყუილი იქნება. ჩემთვის ის ‘ვიღაც’ არის (რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს მისთვის) პრაიმ ტაიმი იცით რა არის? გაზეთია, რომელიც მე დღეს რწყევაში დამეხმარა (უკაცრავად ასეთი გამოხატვისთვის) ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ. როდესაც უნივერსიტეტში ვასწავლიდი, ჩემს სტუდენტებს ეთიკური ნორმების შესახებ ვესაუბრებოდი. ნუ [...]
ჩემს ძვირფას ფეისბუქელ მეგობრებს
უკვე ყველამ იცით, რომ მე და შოთა დავშორდით. ეს ამბავი თქვენს უმრავლესობას ძალიან ახარებს და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვერ გთხოვთ ყველამ გამოიგლოვეთ ჩემთან ერთადთქო, მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ შემეცით შედეგი რაღაცეებით: არ არის საჭირო ფეისბუქზე პანაშვიდების მოწყობა, წიპა ‘საუკეთესო წყვილი იყავით’, ‘ვაგლახ, როგორ დაგკარგა’ და ასე შემდეგ სლეობები და შემდეგ შოთაზე მიხტომა. ამით ჩემთან [...]
მოგონებები ზაფხულზე
ამ ზაფხულს საერთოდ არსად წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჯერ იყო და მანგლისში წამიყვანეს (სხვა გზა არ მქონდა, დავნებდი) და მერე ბათუმში გამაქანეს სრულიად მოულოდნელად. ნუ მანგლისის ამბების მოყოლას აზრი არ აქვს. მთელი დღე ვიჯექი და ვკითხულობდი, დროდადრო ტელევიზორსაც ვუყურებდი. აი ბათუმი ცოტა უფრო საინტერესო იყო. პირველი ღირსშესანიშნაობა – მეტსახელი ‘პიკოლინა’ შეცვალა მეტსახელმა ‘კონკია’. ეს იმიტომ, [...]
მინი პოსტი ბათუმიდან
მოკლედ, უკვე 4-5 დღეა (ან ცოტა მეტი), რაც ბათუმში ვარ. ძაან არ მქონდა აქ წამოსვლის თავი (ნუ ხალხის ნახვა არ მინდოდა და საერთოდ გარეთ გასვლა), მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაინც ჩამოვედი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზღვის დანახვამაც უკვე გამაბედნიერა <3 ამის გარდა, გარეთ გასვლის პრობლემა აქ მყოფმა ფორუმელმა მეგობრებმა დამაძლევინეს. ძალიან მიხარია იმ [...]
სურათი მოვიპარე, მაგრამ თქვენ ეს არ იცით
ხო, სათაურზე ბევრი ვიფიქრე და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მოკლედ, რაზეა საუბარი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ საიტზე და ბლოგზე ვხვდები ამ პრობლემას და ბოლოს გადავწყვიტე, დამეწერა. საუბარია სურათებზე საკუთარი საიტის ლინკის მიწერაზე. ანუ დაგუგლავენ რაღაც სურათს, დადებენ თავის ბლოგზე/საიტზე და ზედ აწერენ (სიტყვაზე) მაგარისაიტი.ჯი. აი სულ მინდება ვკითხო, შენ გადაიღე ეს სურათი? დავიწყოთ იქიდან [...]
ჩვენ ვხედავთ ზღვას
უკვე 2 კვირაა, რაც კვარიათიდან ჩამოვედით და უსინდისოდ ვინარჩუნებ დუმილის უფლებას. არადა რამდენჯერ რავდე პირობა, დავწერთქო. ხოდა დრო მოვიდა, შევასრულო. ეს სათაური შემთხვევით არ ქვია პოსტს. 3.5 დღე მხოლოდ ვხედავდთ ზღვას ფანჯრიდან და ვერ გავდიოდით. მხოლოდ ბოლო დღეს, წამოსვლამდე 2 საათით ადრე ჩავედი და ტალღებიან წყალში შევედი. აქედან გამოშვებული წყევლა იქაც მომწვდა და წყალმა ჩამითრია. [...]
უნამუსო ბლოგერი
დიახ, მე ვარ სათაურში ხსენებული უნამუსო ბლოგერი. ხშირად ვინც შემოდის ბლოგზე, შეამჩნევდა, რომ ბოლო დროს ძალიან მოვუკელი წერას. ბევრი მეკითხება, რატომ აღარ წერო, ბევრი მსაყვედურობს… ძალიან მიჭირს ახლა წერა, მართლა, საშინლად. ახლაც აზრებს თავს ვერ ვუყრი და თითებს ძლივს ვატან ძალას, რომ რამე დავწერო. აქ ხომ ძირითადად პირად რაღაცეებზე ვწერ. ახლა კიდევ პირადი ცხოვრება საშინლად [...]
