2

Winter is coming

Posted by piccolina on December 23, 2011 in Uncategorized

საკონკურსო პოსტი ნატოშასთვის Winter is coming ერთი წლის შემოდგომის მიწურულს, ალბათ 9-10 წლის წინ, ბებია ხშირად იმეორებდა ზამთარი მოდისო და დამწუხრებული სახით ეხვეოდა პლედში. მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი და არაფერი ვიცოდი ამ სამყაროს შესახებ. ამიტომ ვერაფრით ვიგებდი, რატომ აშინებდა ასე ზამთრის მოსვლა. ხო, ბავშვი ვიყავი, 32 წლის ბავშვი. იქ ადამიანის განვითარება სხვანაირად მიდიოდა. იქაური სტატისტიკის [...]

Tags: , , , , , , ,

 
3

ნოემბრის 6 დღე

Posted by piccolina on November 24, 2011 in Uncategorized

უკვე 6 დღეა, არ მომიწევია. ნუ ვისთვის ‘უკვე’ და ვისთვის ‘ჯერ’ :)) ცოტა ჯანმრთელობამ შემაწუხა და გადავწყვიტე, ისევ დამენებებინა თავი დროებით. ხო, დროებით იმიტომ, რომ მოწევა მომწონს და სამუდამოდ სიგარეტის გარეშე არ ვაპირებ ყოფნას. ბუნევბრივია არა იმიტომ, რომ ვერ გავძლებ. თავს რომ ანებებ უკვე ნიშნავს, რომ შეგიძლია გაძლება. ადრეც ვწერდი და ახლაც იგივეს დავწერ – [...]

Tags: , , , , ,

 
3

ინგლისური, სამსახური და ფიტნესი

Posted by piccolina on October 26, 2011 in Uncategorized

ახალი პოსტის დასაწერად რომ შემოვდივარ ძველი პოსტების კითხვით ვერთობი და ახლის დაწერა მავიწყდება :)) მარტო მე მჭირს ასე? ინგლისურზე დავიწყე სიარული arrowclub-ში. ჩემს ielts სერთიფიკატს უკვე ვადა გაუვიდა და ესენი რა გამოცდისთვისაც მამზადებენ (FC) ეგ სერთიფიკატი მუდმივია. თან სწავლის რეჟიმში დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ძალიან მომწონს. სამსახურში ცოტა ვიღლები, მარა სამსახურს ბონუსად კარგი თანამშრომლები [...]

Tags: , , , , , , , ,

 
7

სერიალების, ბეეევრი სერიალები

Posted by piccolina on September 3, 2011 in Uncategorized

სულ ერთი წელია, რაც სერიალებზე შევჯექი და ჯერ საკმაოდ ცოტა მაქვს ნანახი, მაგრამ ისე შევეჩვიე ყველა სერიალის ყველა გმირს, რომ ოჯახის წევრები მგონია პერსონაჟები უკვე. მყვანან საყვარელი პერსონაჟები, მაქვს საყვარელი ეპიზოდები, რომლებსაც არ ვშლი, რომ ბევრჯერ ვუყურო. მეგობრებთან ლაპარაკისას ვიყენებ ციტატებს, რომლებსაც ყველა სერიალომანი ხვდება და ეცინება, მაგრამ სერიალებისგან შორს მყოფი ადამიანები უცნაურ გამომეტყველებას იღებენ [...]

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 
3

ზდაროვა, გინდა გაღადაო?

Posted by piccolina on August 31, 2011 in Uncategorized

სათაური ‘hi, wanna laugh’ ვირუსის ქართული ვარიანტია, მაგრამ პოსტი ვირუსი არ არის  )) ხალხი ცოტა მინორშია ამ ბოლო დროს, ხოდა გადავწყვიტე, გასამხიარულებლად თქვენც იგივე მეთოდი შემოგთავაზოთ, რასაც მე ვიყენებ. ამ ბოლო დროს დემოტივატორების და ფეილ ბლოგის გარდა 9gag.com-საც აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს და ჩემს ტოპ რამდენიმე სურათს გაჩვენებთ. სპეციალურად მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის, ქვეშ თარგმანი [...]

Tags: , , , , , , , , , , ,

 
5

შაფათობა

Posted by piccolina on August 28, 2011 in Uncategorized

გუგლ რიდერი ძალიან მიყვარს, მაგრამ მთელი დრო მიაქვს fun ნაწილის გადახედვას. ანუ დემოტივატორები და ფეილ ბლოგები და ქართული ბლოგების წასაკითხად ნაკლები დრო მრჩება. ხოდა დღეს გადავწყვიტე ამისთვის მიმეხედა. ჩემი ბლოგროლი გასაახლებელია. ვშლი ყველა ბლოგს, რომელიც 2 თვე ან მეტი ხანია, არ დააფდეითებულა. ამაში არ ითვლება ისტორული და საყვარელი ბლოგები (როგორიცაა შავით თეთრზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, [...]

Tags: , , , , , , , , , ,

 
3

მათთვის, ვინც word-ის ფაილში წერს პოსტებს

Posted by piccolina on August 16, 2011 in Uncategorized

ბევრისგან გამიგია, რომ პოსტებს ბლოგზევე ვერ წერენ და ჯერ ვორდში ჩამოაყალიბებენ აზრს და მერე აკოპირებენ ბლოგზე. ხოდა, მეგობრებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ windows live writer-ი. ძალიან გავს ვორდის ფაილს, მაგრამ ბლოგთან არის დაკავშირებული და როგორც კი რაითერში დააჭერთ ფაბლიშს, პოსტი მაშინვე გამოჩნდება ბლოგზე. თან ძალიან მოსახერხებელია სურათების ასატვირთად (სიმართლე რომ გითხრათ, მარტო ამიტომ [...]

Tags: , , , , , , , , , , ,

 
8

Nightroamers Society

Posted by piccolina on July 7, 2011 in Uncategorized

ადრე, ფორუმზე არსებობდა თემა ‘nightroamers society’, რომელიც მხოლოდ ღამით ცოცხლდებოდა და დილამდე აქტიურად იყო. დღისით იქ არავინ პოსტავდა. ახლა დილის 6 საათია (ნუ 15 აკლია). მე ფორუმზე აღარ ვპოსტავ და ის თემაც ალბათ არავის ახსოვს ახლა. ხოდა სად უნდა წავსულიყავი თუ არა ჩემ ბლოგზე? მთელი ღამე წიგნს ვკითხულობდი, ქრისტეს კომისიას (ვინც არ იცით, რეკომენდაციას ვუწევ), [...]

 
4

უკვე ზაფხული?

Posted by piccolina on June 1, 2011 in Uncategorized

ძალიან უცებ დაცხა. დღეს რომ გავედი, ისე დამცხა, ძლივს მოვაღწიე სახლამდე. ადრე უკვე დავწერე, რომ ზაფხული მაინცდამაინც არ მიყვარს ხო? ხოდა კიდევ ერთხელ დავწერ. ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ არ მიყვარდეს ზაფხული და მხოლოდ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ მიყვარდეს. ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, რომ არ თბილა – ცხელა. თან ისე, რომ სუნთქვა გიჭირს და [...]

 
1

ისა…

Posted by piccolina on May 27, 2011 in Uncategorized

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მგონი სხვანაირი პოსტების წერა მირჩევნია ამ ეტაპზე და მაგიტომაც არ მომდის მუზა. არადა რომ შევცვალო პოსტების შინაარსი და სტილი, მეშინია, რომ ბლოგის სტილში არ ჩაჯდება. მახსოვს, დრო იყო, ბლოგზე ჩემთვის ვწერდი და მეკიდა ბლოგის სტილიც და ისიც, მოუხდებოდა თუ არა რაღაც შინაარსის პოსტი. მოკლედ, ჩამოვყალიბდები და მოვალ რა, თორე [...]

 
7

ჩემი გოგო ჩემთან

Posted by piccolina on May 22, 2011 in Uncategorized

წინაში თუ არა, წინას წინა პოსტში მაინც ვახსენე, რომ მარის ჩამოსვლას ველოდებოდი. ხოდა ჩამოვიდა, როგორც იქნა. ოღონდ ჩამოვიდა 5 კვირის წინ და უკვე წავიდა კიდევაც.   იმდენი რაღაც მოხდა მარის აქ ყოფნისას, რომ არც კი ვიცი რით დავიწყო. ან საერთოდ, იქნებ არც მოვყვე, პოსტში ზედმეტი დომხალი რომ ავიცილო თავიდან )) წარმოიდგინეთ, 5 კვირის განმავლობაში რამდენიმე [...]

Tags: , , , , , , , , ,

 
3

აფდეითები 2

Posted by piccolina on April 2, 2011 in Uncategorized

დღეს ფორუმის ძველი თემა დამილინკეს. გავერთე კითხვაში და უცებ მივხვდი, რომ საშინლად მიყვარს მაშინდელი აბანოიდები და ძალიან მენატრება იმ დროინდელი მეგობრობები. 2 ადამიანს ეგრევე მივწერე, ვიზეც განსაკუთრებით ვიგრძენი მონატრება :)) წინა კვირას დაბადების დღე მქონდა. ამ დღეს დაემთხვა კოქტეილ ფართი, რომელიც რა თქმა უნდა, არ გამოვტოვე. ეს ყველაზე სასიამოვნო დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში <3 [...]

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , ,

 
7

გრძნობ? ესეიგი ცოცხალი ხარ!

Posted by piccolina on March 28, 2011 in Uncategorized

მე ვგრძნობ – მეც ცოცხალი ვარ. ვგრძნობ როცა ფეხს წამოვდებ რაღაცას, როცა ხელს გავიჭრი შემთხვევით, როცა მიკბენენ ისე, რომ 32 კბილი დამეხატოს… არა, მარტო ტკივილს არა, დადებით რაღაცეებსაც ვგრძნობ (ნუ დავკონკრეტდებით). გაზაფხული რომ დადგა და დათბა, მაგასაც ვრძნობ. ყველაფერს ვგრძნობ ფიზიკურად მარა აი შიგნიდან ვერ ვგრძნობ ვერაფერს ეს დედამოდღნული! სიხარულსაც და დარდსაც სადღაც იქ ვგრძნობ, [...]

Tags: , , , , ,

 
11

ძალადობა – ეს ისევ პრობლემაა?

Posted by piccolina on March 24, 2011 in Uncategorized

  ასათიანის გადაცემის რეკლამა ვნახე და გამახსენდა, რომ დიდი ხანია, ვაპირებ ამ თემაზე ისევ დაწერას. ცოტათი უცნაურია, რომ XXI საუკუნის საქართველოში ძალადობა ისევ პრობლემაა. მართალია, ეს მხოლოდ საქართელოში არ ხდება, თუმცა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ხშირია ჩვენთან. რატომ არის ჩვენთან ამდენი ძალადობა ოჯახებში? კარგი, ჯერ გასარკვევია რატომ არის ვიღაც ძალადობის მსხვერპლი – ადამიანი, რომელიც [...]

Tags: , , , , , , , , , , , ,

 
6

2 თვიანი შესვენების შემდეგ

Posted by piccolina on March 22, 2011 in Uncategorized

იდეაში ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უნდა დამთავრებულიყო ჩემი შესვენება, მაგრამ ვერაფრით ვერ ვაკლიკავდი ნიუ პოსტის ღილაკს. გამიტკბა დასვენება :)) შესვენების პერიოდში სამსახურიდან წამოვედი, გავისეირნე ბათუმში, შევცვალე ჰოსტინგი. ახლა ბევრ დროს ვუთმობ მეგობრებს.   ველოდები მარის ჩამოსვლას და ვეძებ ბინებს მისთვის. ძირითად დროს ვატარებ კომპიუტერთან. ვსკროლავ ფეისბუქს, თვალს ვადევნებ სიახლეებს რიდერში (ანუ მთელს ბლოგოსფეროში), ვუყურებ [...]

Tags: , , , , , , , , , , , ,

 
13

ბლოგი ჩამვრთე და დამიბლოკეს

Posted by piccolina on January 25, 2011 in Uncategorized

სანამ ბლოგი გათიშული იყო, მეგობარი მეუბნებოდა (არ მახსოვს რომელი) რათ გინდა ბლოგის ჩართვა თუ მაინც წელიწადში ერთხელ შედიხარო. არა, მთლად წელიწადში ერთხელ არ შემოვდივარ, კვირაში ერთხელ მაინც ვწერ პოსტს. ამის გარდა ყოველ დღე მოსანახულებლად შემოვდივარ (მიყვარს მაინც). მაგრამ ამ პირობებში როგორ უნდა ვპოსტო? სამსახურში თურმე ჩემი ბლოგი დაუბლოკავთ. თანაც მარტო ჩემს კომპზე, როგორც შევამჩნიე. არადა სამსახურიდან [...]

 
23

გავხდეთ უფრო კითხვადები?

Posted by piccolina on January 17, 2011 in Uncategorized

ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ბლოგერმა შემომჩივლა, ქართული ბლოგების კითხვა მიჭირსო და ჩამომითვალა მიზეზები, რის გამოც ამ ბლოგებს ვერ კითხულობს. შევეცდები ეს მიზეზები გავიხსენო და ჩამოვწერო: გრძელი პოსტები – პოსტების უმრავლესობა უსაშველოდ გრძელი და გაწელილია, არადა (როგორც უკვე ათასჯერ მაინც ვთქვი) დღესდღეობით დრო ფულია. ასე რომ ეცადეთ, ლაკონურად ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. უაბზაცო პოსტები (ე.წ. ‘სტოლბასავით’ [...]

Tags: , , , ,

 
6

უნდა გამიკეთო

Posted by piccolina on January 10, 2011 in Uncategorized

რამდენი შეიძლება სთხოვო ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ფეისბუქით იცნობ? მესმის, სთხოვო რაღაცის დალაიქება (თუმცა ესეც საშინლად მაღიზიანებს), ინფორმაცია რომელიმე საერთო მეგობრის შესახებ ან რაიმე კითხვა დაუსვა, რომელზეც თვლი, რომ კომპეტენტურ პასუხს მიიღებ ამ ადამიანისგან. გამაგებინეთ, ეს შენი საქმის გაკეთების თხოვნა რა პონტია? მაგალითად, ანგარიშზე გადმომირიცხე, ან ვორდის დოკუმენტში რაღაც გამიკეთე და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ დრო და [...]

 
5

ბოლო პოსტი

Posted by piccolina on December 31, 2010 in Uncategorized

ძალიან დიდი უნამუსობა იქნება, წლის ბოლო პოსტი მაინც რომ არ დავწერო ხო? ნუ ასეთ პოსტებში ძირითადად წინა წლის შეჯამებას აკეთებენ ხოლმე, ან მომავალი წლის გეგმებს და სურვილებს წერენ. მეც მაქვს ერთხელ ეგრე გაკეთებული. ახლა არ ვაპირებ 2010ის შეჯამებას, ან მომავალი წლის გეგმების განხილვას. უბრალოდ წლის ბოლო პოსტია რა ნაძვის ხე დავდგი უკვე, ნამცხვარიც გამაკეთებინეს სახლში [...]

Tags: , , , , , , , , ,

 
14

ფუ, მახინჯი

Posted by piccolina on December 22, 2010 in Uncategorized

იცნობთ ადამიანებს, ვისაც მინუსი არ აქვთ? მე – არა. არც ერთ ‘უმინუსო’ ადამიანს არ ვიცნობ (ჩემი თავის გარდა, რა თქმა უნდა :ჯოუქ:) და არც მჯერა, რომ არსებობს უმინუსო ადამიანი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ნებისმიერის გაკრიტიკება შეიძლება, მაგრამ არსებობს ადამიანის რაღაც მინუსები, რომლებიც ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება ამ მინუსებს შეეხოს. საუბარი მაქვს ფიზიკურ და [...]

Tags: , , , , ,

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.