play, cuz i’m a puppet
მსხვრევის ხმა გავიგე, შემეშინდა და შენკენ გამოვიქეცი. ოთახის კართან რომ მოვედი, დავინახე, აივნის კარის ფანჯარა იყო ჩამტვრეული, ნამსხვრევები ეყარა. გული გამიჩერდა წამით… ”რამე ხომ არ დაიშავა?” გავიფიქრე და შენკენ გამოვიქეცი, აივანზე მეგონე. ნამსხვრევებთან რომ მოვედი ზუსტად მაშინ დამიდე ფეხი. ზურგით დავეცი ზედ შუშებზე. სიმწრისგან სინთქვა შემეკრა, ჯერ მხოლოდ დაცემა მტკიოდა, შუშებს ჯერ ვერ ვგრძნობდი. თავზე [...]
ჯასტ ენაზერ ბლა ბლა ბლიად
უკვე ღამეა. მე ისევ იმ საწოლზე ვწევარ და ისევ საშინლად არეული ვარ და არ ვიცი დარჩა რამე რის გამოც ღირს ცხოვრება რა თქმა უნდა არეული ვარ. დილიდან ერთი წამიც არ დამისვენია. ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. საშინელი და მძიმე დღე იყო. ზუსტად აღარც მახსოვს რა როგორ ხდებოდა, მაგრამ ის მწვავე შეგრძნებები ნათლად მახსოვს გუშინდლიდან ცოტა დაბნეული [...]
არავის უთქვამს, ადვილი იქნებაო, მაგრამ…
არ ვიცი… არ დამითვლია რამდენი ხანია, რაც პასტა არ ამიღია ხელში… არც ის მახსოვს ბოლოს როდის დავტკბი აკრძალული ხილის სიტკბოთი არ მახსოვს… მაგრამ მის სიტკბოს ახლაც ვგრძნობ ტუჩებზე… მე მგონი ოდესღაც ვიღაცა მიყვარდა თუმცა ვერც ამას ვიტყვი დაზუსტებით ხანდახან მგონია, რომ ჩემი შურისძიების სურვილი ისევე მათბობს, როგორც სხვებს სიყვარული თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა… [...]
წითელი კაბა
ვიცვამ ყოველ საღამოს წითელ კაბას ყოველ საღამოს გავდივარ ქუჩაში ყოველ საღამოს ვარ მეძავი ვყიდი სხეულს ფულისთვის ვყიდი სხეულს ერთი ღამის სიყვარულისთვის გამთენიისას უკვე ვერ ვუძლებ ამდენ მოფერებას ვიპარები სანამ ჯერ კიდევ ბნელა ქუჩებში და მზის ამოსვლამდე დავხეტიალობ… ისე მიყვარხარ რომ უკვე გული მერევა ისე მიყვარხარ რომ შენს სიტყვა “მიყვარხარ“-ს სხვის ბევრ ფულში ვცვლი გამთენიისას აზრი [...]
ისევ ჯასთ :)
ახლა ჩემს გვერდით :) ვგრძნობ შენს სითბოს, შენს სუნს :) ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა და სანამ მთელი მონდობებით ვჭამ ნაყინს შენს მეფერები სახეზე, თმებზე, ხელებზე… და მე პატარა ბავშვივით, არ ვიმჩნევ თითქოს არც ვგრძნობ… სანამ შემიძლია თავის შეკავება, სანამ შემიძლია შენი ცდუნებისთვის გაძლება, არ ვიმჩნევ… მერე ერთიანად ამაკანკალებს… მერე ნაყინსაც დავივიწყებ… მერე შენს თბილ ხელებსდავნებდები… [...]
სიზმარი
ისევ სიზმარი, რომ ვიგუდები, რომ საკუთარ ფილტვებს, საკუთარ გულს ვარწყევ და ხელში ვიჭერ… და ვიხუთები და ცრემლები მახრჩობს … და როცა მგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ მორჩა კოშმარი და მეშველა, როცა მგონია რომ შემიძლია ამოვისუნთქო ისევ თავიდან იწყება ყველაფერი … ისევ ვიგუდები, ისევ ცრემლები მახრჩობს, ისევ ვარწყევ საკუთარ გულს და ფილტვებს და ხელში ვიჭერ უარესად [...]
იასამნის ბოდვები
ისევ ბრუნდება, ისევ მოდის და მაგიჟებს აზრები ისევ არ მტოვებს მარტო და მაბრუებს და მათრობს და მაშინებს და ვეღარც ვხვდები უსასრულო ტანჯვაში ვარ თუ ნეტარებაში და ბრუნდება და არ მტოვებს და მაიძულებს ისევ ვიჩურჩულო იასამნისფერი ბოდვები… და ხელს მკიდევს და თვალს ვხუჭავ და უკვე მაკანკალებს და ახლა ბედნიერი ვარ მის თბილ მკლავებში, მის გულისცემას ყურებით [...]
მარტო ისევ გზაზე
თითო ნაბიჯით ნელ-ნელა გიახლოვდები ხმაურით მოვდივარ. შენამდე ცოტაა დარჩენილი გამოსავლელი გზა მაგრამ ისე შორს მეჩვენები მგონია ვეღარასოდეს მოვაღწევ… რაც თავი მახსოვს შენთან მოვდივარ თითო ნაბიჯით ნელ-ნელა გიახლოვდები ხმაურით…. ჩუმად არ გეპარები ყოველთვის იცი რომ მოვდივარ შენს უკან ნელ-ნელა, თითო ნაბიჯით… მანძილი ცოტაღა რჩება გეწევი…. მალე ჩაგეხუტები და გაქრება ტანჯვის მოგონებები შენთან მომავალ გზაზე…. ერთი ნაბიჯიც…. [...]
უბრალოდ…. ცოტა….
არ მინდა შენი პირობები ოცნების გორები გადადგმული მთები გმირობები სიმღერები ლექსები შენგან არ მოვითხოვ უბრალოდ მინდა… ცოტა სითბო… ცოტა მზე… ცოტა ბედნიერება…. და მაჩუქე სულ ცოტა თუნდაც ერთი წვეთი სიყვარული და მე ბედნიერი ვიქნები დამნებდი
გული
ძალიან მძიმე და ძლიერია ჩემი უკანასკნელი გულისცემა ძალიან ნელა, მაგრამ ძალიან ძლიერად მოძრაობს და მესმის მისი ხმა და საშინლად მტკივა და თითქმის ჩემი სხეულიც ყვება გულის მოძრაობას ერთი . . . ორი . . . სამი . . . ძალიან ნელა ძალიან მძიმედ და მტკივნეულად და ვიხსენებ რამდენჯერ ეტკინა ჩემი ტკივილი რამდენჯერ გაიზიარა ჩემი ცრემლები [...]
და იცოცხლებ სულ…
და იფეთქებს აგრესია და ვიტყვი, რომ მეყო კეთილი, გაღიმებული გოგონას თამაში და ავიღებ ხელში დანას და ზურგში დაგარტყამ პირდაპირ გულის გასწვრივ ისე, რომ არც ერთი მილიმეტრი არ შემეშლება…. და მერე გასიამოვნებ სიკვდილში სიცოცხლით მერე, ოდესმე, ერთხელ გაგახსენდება ჩემი ტუჩების გემო მაშინ, როცა საკოცნად გაშავებული ქალიღა დაგხვდება მერე, კიდევ ოდესმე იქნება კიდევ ერთი მე და მერე, [...]
ვან მორ კოშმარი
ხოდა რისი თქმა მინდოდა… წუხელ დამესიზმრა სტრაშნი სიზმარი და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს სიზმარი რამდენჯერმე მეორდებოდა ერთ სიზმარში, მარა დაბოლოება ქონდა სხვადასხვა… აი როგორც თამაშშია, ერთ ხელს თუ წააგებ, მეორეს იწყებ, თუ იმასაც წააგებ მერე კიდევ დაიწყებ და მერე ოდესმე მოიგებ… ხოდა ეგრე დატრიალდა ეს უჟასწიკობა სიზმარი რამდენჯერმე … ვიღაც ბავშვის სული მომდევდა [...]
გელოდები
ერთი კვირის წინ მოხდა :) კაი დღე იყო… დილას გნახე, ერთად ვიყავით 2 საათით. მეფერებოდი, მეხუტებოდი… გკოცნიდი, მიყვარხარმეთქი და საღამომდე მომენატრებიმეთქი გითხარი და გამოცდაზე წავედი. მერე შენზე ვფიქრობდი გამოცდაზე რომ მივდიოდი, ლექტორს რომ ვაბარებდი საკითხებს, გამოცდიდან რომ გამოვედი :D მერე მესიჯი მოგწერე და გახარე რომ ჩავაბარე გამოცდა და ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი, კიდევ გაგაფრთხილე [...]
მატყუარა
. ამაღამ ისევ მნახავ და მომიყვები როგორ მწარედ მატყუებდი წუხელ. მე ისევ ხელს გკრავ მეწყინება და ავტირდები მერე ისევ მოხვალ და შემირიგდები და დამპირდები, რომ მეტს აღარ იზამ და მერე ისევ გაგრძელდება ტყუილების უსასრულო ღამე და ისევ უსასრულოდ გამიჭირდება ამის ატანა მაგრამ ისევ დაგაჯერებ, რომ მჯერა შენ კი გააგრძელებ ყოველ სიტყვაში და ქცევაში ჩემს მოტყუებას. [...]
დაწყვევლილი სახლი
ისევ აქ ვარ, ამ დაწყევლილ და ჩაბნელებულ სახლში… ვინ იცის რამდენი წელია რაც დგას ასე უჩუმრად და დგას. ეს ჩამოშლილი კედლები, დაჟანგული, მოწყენილი სახურავი და ჩაშავებული ფანჯრები_ყველაფერი დაწყევლილია. აქ მოგონებებიც დაწყევლილნი არიან. აქ მიცვალებულთა ლანდები დაძრწიან მოუსვენრად დღედაღამ. აქ, ამ სახლში გარდაიცვალა ჩემი წინაპარი… მარტო, სულ მარტო… აქ ვცხოვრობ მეც, ამ სახლის მოგონებათა კოშმარში. აქედან, [...]
