წამოვიდე?
მგონი, ჯობია წამოვიდე ილიას უნივერსიტეტიდან…
ძალიან მომწონს იქ მუშაობა, მომწონს, რასაც ვაკეთებ. უკვე შემიყვარდნენ ჩემი ბავშვები და იქ მისვლას ცოტათი აზრზე მოვყავარ
მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ვქაჩავ. შუალედურები ვაწერინე და ჯერ კიდევ არ შემიმოწმებია… ვერ ვუღიმი ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში
მგონია, რომ ლექციების ხარისხიც გამიფუჭდა…
უბრალოდ ვეღარ ვქაჩავ
მგონი დავხარჯე ენერგიის ყველა რესურსი, რაც მქონდა
მგონი ასე მარტივად ამოვიწურე
მე ვარ ძლიერი, მე ისევ დავდგები ფეხზე, ისევ გავივლი (თუმცა კოჭლობით)
მაგრამ ახლა… ახლა მორჩა
რაც ენერგიას მაძლევდა, აღარ არის (შემიწყვიტა ენერგიის მოწოდება) და უბრალოდ ვეღარ ვაგრძელებ. კიდევ კარგი, უბრალოდ არსებობას მაინც არ სჭირდება ძალა…
იმედია, არ გეწყინებათ, ბავშვებო (თუ არ გაგიხარდებათ)

26 Comments
არ ქნა ! ვიღაცამ ხომ უდნა წაიკითხოს ლექციები გოგო!
მთავარია, მერე არ ინანო.
და კიდე ერთი: თუ პირველივე “წამოვალ”-ს აყევი, მერე ყველა “წამოვალ”-ს ეგრე აყვები. გინდა ეგ?
ჰოდა იყავი მანდ და მაღალქუსლებიანებზე ნუ შედგები ;)
არ გირჩევ ასე უცებ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. შენს ბლოგს ვკითხულობ ხოლმე და ძალიან მომწონს შენი პროგრესული აზროვნება :რესპექტ:, ჰოდა საცოდაობა იქნება შენნაირი ლექტორი თუ მოაკლდება ქართულ განათლების სფეროს. ცოტა დაისვენე, ერთი ‘ვიქენდი’ გამოყავი მხოლოდ შენი საკუთარი თავისთვის და ძალები მოიკრიბე. ნახავ რა უცებ აღიდგენ ძალებს და ახალი ენთუზიაზმით შეუდგები შენი საყვარელი საქმის კეთებას. წარმატებებს გისურვებ :) good luck!
მალე არდადეგები მოდის და დაისვენებ. ახლა როგორმე შეეცადე ჩაამთავრო სემესტრი.
ცოტ გაიმარტივე საქმე, თავს ნუ იკლავ.
მერე მე ვისთან ერთად გავიდე ხოლმე პერეკურზე სამშაბათობით? :(
არავითარ შემთხვევაში.
საბოლოოდ ცუდად იქნები.
თან მართლა მალე არდადეგები მოდის და კარგად დაისვენებ. გონებას, სხეულს, სულს, ყველაფერს დაასვენებ, ძალებს მოიმატებ.
მერე ისევ მოგინდება :შ
არა! შენც უკეთესად იცი, რომ ეგრე უფრო სერიოზულ დეპრესიებში ჩავარდები.
არ ვიცი როგორ გითხრა ის, რაც ჩემზე უკეთ იცი! ახლა ემოციები გმართავს. თავად ემოციები კი უმართავია და შესაბამისად, ემოციების მიერ მართვადი ადამიანიც _ უმართავი. უბრალოდ პირისპირ შეხვდი იმას, რაც გაწუხებს, რის გამოც ვეღარ “ქაჩავ”. და აუცილებლად ადგები. რა კოჭლობა, რის კოჭლობა…
ალბათ არ უნდა წამოხვიდე და უბრალოდ უნდა დაისვენო, მერე “ლომკა” არ გექნება? :)
ძალიან რადიკალური ვიქნები ზემოთა კომენტატოებიდან,მაგრამ თუ მიიჩნევ რომ ის საქმე და სიტუაცია გღლის და სიამოვნებას არ განიჭებს უნდა წამოხვიდე.
ვა.. მეც არ ვთქვი რატომ აღარ წერს თქო, ავად ხომ არ გახდა თქო. პიკო, შვებულება არ გეკუთვნის?
არაააააააააააა არ წამოხვიდე… ცოტა ხანიც უნდა გაუძლო და მერე ისევ გამოჩნდება ის რაც ენერგიას მოგცემს, აუცილებლად გამოჩნდბა!! მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება
წარმატებები :)
წამოდი, ოღონდ იცოდე რომ შენი კარიერა არასდროს გაიღვიძებს დილას და არ გეტყვის რომ აღარ უყვარხარ.
პიკ,
ერთი კვირაა თან ღამე ვმუშაობ,თან რემონტი მაქვს. რემონტს საკუთარი ხელებით ვაკეთებ. აი ახლაც ღამის 5 საათია და ვმუშაობ (ნუ შენ პოსტს ვკითხულობ:-)).
ძალიან ბევრი ადამიანია ასე. სრულებით რომ არ გავგიჟდე, შემდეგს ვაკეთებ და იქნებ შენც გამოგადგეს:
1.დაყავი ცხოვრება სფეროებად. მაგალითად: სამუშაო, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა,ოჯახთან ურთიერთობა, საშინაო საქმეები,საკუთარი თავის მოვლა,მეგობრები,თავისუფალი დრო,თვითგანვითარება. რამე მსგავსი.
2.ესენი დაალაგაე პრიორიტეტის მიხედვით,რა უფრო მაღლა დგას, რა უფრო დაბლა.
3.ეს სფეროები დაყავი ქვესფეროებად.მაგალითად, თვითმოვლა–ფეხების გაპარსვა,წარბების ამოპუტვა,ფრჩხილების მოვლა, ბანაობა.ამოაგდა რამე. ალბათ ბანაობას დატოვებ:-)
3.ასე გადახედე და ყველა სფეროში რამე ქვე-სფერო ამოაგდე, მაგრამ დაბალი პრიორიტეტის სფეროებიდან–მეტი.
და კიდევ, დროის მჭამელი რამეები ამოაგდე. უაზროდ რაზეც ხარჯავ დროს.აი, მე მაგალითად ახლა ამაზე ვხარჯავ დროს,მუშაობის მაგივრად. ამოვაგდებ ახლავე.
აბა ჰე
ამოგდე ნიშნავს აღარ გააკეთო :-)
ხოდა პიკო, მგონი შეგიძლია ცოტა ხანი გაუძლო და ეს სემესტრი დაამთავრო, უნდა გაუძლო. აბა შენ იცი:*:*
შვებულება აიღე
@პოსტის წაკითხვით აღშფოთებული მკითხველი – ომგ :)) თუ მეტყვი, რომელი ხარ, არ წამოვალ
@pasumonok – პრობლემა დროის განაწილება არ არის. დროის არ ყოფნა არ მიხსენებია ვაფშე პოსტში
არც გაბედო!
გასაგებია.მაშინ, არც შვებულება გიშველის.
არ მინდა რაღაც რჩებებს ვქადაგებდე,მაგრამ იქნებ დაგეხმაროს. თუ არა და დაიკიდე.
როგორი ტიპი ხარ, ხალთან ურთიერთობა უფრო გართობს თუ დაუშვად წერა,კითხვა? რისი თავი გაქვს ახლა? არსებობს ბევრი ონლაინ რესურსი, რომელიც შენს სიტუაციას ეხება და თუ კითხვის თავი გაქვს,დაჯექი და წაიკითხე ზოგადი რჩევები. თუ ეს თვით-დახმარების ბულშითი არ მოგწონს,გადახედე მობიკში ჩაწერილ ტელეფონის ნომრებს და ვიღაცეებს შეხვდი,მათთან რაიმე ისეთი გააკეთე რაც დიდი ხანია არ გაგიკეთებია, მაგალითად იდიოტური ფილმი ნახეთ კინოში.მერე რომ გააკრიტიკოთ რა.
ზოგადად კი, ისე მგონია რომ შენ ახლა გლოვის სტადიაში ხარ. ანუ ძაან,ძაან რომ გავამარტივოდ,სტრესორის საპასუხოდ ჯერ გლოვის სტადიაა და მერე გამკვლავების. ასე რომ, თავს უფლება მიეცი რომ “იგლოვო”. არაფერი ამაში ცუდი არაა. დიახაც,რაღაც ცუდი ხდება (ან ისე გრძნობ თავს რომ ხდება) და დიახაც ეს გულს გტკენს.უბრალოდ მერე რამით უნდა ამოიყვანო თავი. რაც შენს ხასიათს შეესაბამება.
პიკ, ყველაზე ნაკლებად მინდა ვინმეს ჭკუა დავარიგო და სორრი თუ ასე გამომივიდა.იცი, ერთხელ პარალელურად დავდიოდი ფროტოგრაფიაზე, წერაზე, დებატებზე, ესპანურზე, ვასწავლიდი ინგლისურს, ვსწავლობდი უნიში და ვმოხალისეობდი.ხოდა ყველაფერზე დრო მყოფნიდა. მერე კი რაღაც ცუდი მოხდა და ამ ყველაფერს ვეღარ ვუმკვლავდებოდი.უცებ მღლიდა. მერე ვიყიდე წიგნი, სტრესის ფსიქოლოგია (უნიში დამჭირდა გამოცდისთვის) და გამოვძვერი. ალბათ ყველას ესმის შენი. თორემ ამდენი კაცი არ გამოგეხმაურებოდა.
და კიდევ,
ჩვენ გვიყვარს შენი პოსტები. ანუ მე საერთოდ არ გიცნობ, უბრალოდ მომწონს როგორ წერ. ამიტომაც ავღშფოთდით.
@ლიშთოთა – შემირიგდი და არ წამოვალ :პ
@pasumonok – ხო, ახლა გლოვის სტადია მაქვს და ძალა არ მყოფნის ჯერ გამოსავალზე საფიქრად…
დიდი მადლობა კომენტარისთვის :* ძალიან წამახალისებელი იყო
На экзамене по истории КПСС студенту задают вопрос о руководящей роли партии в Великой Отечественной войне.
Студент спрашивает:”какой партии?” – у нас только одна партия!
- Да?
- А вы собственно,откуда?
- Из Урюпинска.
- Приходите,когда выучите.
После ухода студента профессор говорит сам себе: “Эх,брошу все,уеду в Урюпинск”
პიკ, შენ მიხვდები მარტო, ამას :)
ჰო წამოდი, მერე მთელი დღეები ტელევიზორის წინ გაატარე სავარძელში და ჭამე ბევრი ნაყინი.
ქამან რა პიკო :)
მე მესმის შენი :)