bloody farewell to my thooth
გუშინ, როგორც იქნა, მივაღწიე სტომატოლოგამდე. წინა დღეს სურათი რომ ვაჩვენე, მითხრა არ ვიციო, ალბათ ამოსაღები იქნებაო. რომ მივედი ნემსის მზადება დაიწყო, უნდა ამოვიღოო. ნუ მე შემზადებული ვიყავი უკვე საამისოდ და (მიუხედავად იმისა, რომ არანორმალურად მეშინია ნემსების) თამამად გავუღე ექიმს პირი და შემდეგი თითქმის ორი საათის მანძილზე არც დამიხურავს :D

ალბათ გაგონილი გექნებათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც კბილის ფესვი ძალიან მჭიდროდ არის ჩამაგრებული ყბის ძვალში და ექიმებს მისი ამოღება უჭირთ. ზუსტად ასეთი იყო ჩემიც, მაგრამ ცოტა უფრო მეტი სირთულეებით. ნემსმა, რომელიც გამიკეთეს, ბოლომდე არ გამიყუჩა კბილი. არც იმისმა შემდეგმა ნემსმა გამიყუჩა და არც იმის კიდევ შემდეგმა (ნარკომანს ვგავდი ისე დამისივდა სახე). კბილის გარჩშემო ყველგან გააკეთეს სხვადასხვანაირი გამაყუჩებლები, მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ გაემოძრავებინათ კბილი რომ ტკივილს ისტერიკამდე მივყავდი. ამას დაემატა, რომ ცალი ფესვი არ ამოდიოდა და ის სტომატოლოგი სხვადასხვა მხრიდან საათობით უტიკინებდა, იქნებ ამოვიდესო, მარა მაინც ვერ ამოიღო. მეორე სტომატოლოგიც დამადგა თავზე, იმანაც ვერაფერიქნა. იდგნენ და მიყურებდნენ. თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ასეთი შემთხვევა მთელ პრაქტიკაში არ მქონიაო :მო: გარედან ყბა მთლიადად სისხლიანი მქონდა
ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 2 საათში სახლშ გამომიშვეს. ფესვი ჩატოვეს (სხვა გზა არც იყო), თავისით ამოვაო, თუ არა და ოპერაციაო. ხოდა ველოდებით ახლა დიიიიიიდი იმედით, რომ ოპერაცია არ დამჭირდება. რაღაც საზიზღარ გემოიან ძიერ ანტიბიოტიკებს ვსვამ და ჩემი სტომატოლოგი დღეში რამდენჯერმე მაკითხავს და მამოწმებს )))
ხო, გუშინ სახლში რომ მოვედი კომპთან დავჯექი. სახლში მარტო ვიყავი და წამალიც არ მქონდა რომ დამელია და ტკივილი გამყუჩებოდა. ყურადღების გადასატანად პოკერის თამაში დავიწყე, მარა იმდენად ცუდად ვიყავი, ვერც ვთამაშობდი, რაც არ უნდა მომსვლოდა, ვწვებოდი. თან ვიღაც ბლეფავიკები იყვნენ სულ და ნერვები მომეშალა და ცარიელ მაგიდაზე გადავჯექი, იქნებ ვინმე ნორმალური მომიჯდესთქო ( :გივი: ). ხოდა შემოვიდა ვიღაც ბევრ ფულიანი ქართველი (ბევრში ჩემზე ბევრი იგულისხმება) და მე უნდა გავიდეო და მითხარი რა გყავსო და გაგატნო. ნუ ჯერ არ დავუჯერე, თან არ მინდოდა ეგრე უსინდისოდ მოგება, მარა მერე თვითონ მეუბნებოდა თავის კარტს და მერე მეც ვუთხარი და მაგებინებდა (ზოოოუ ზვიიიდ). თან ძაან მიტყდებოდა რომ უსინდისოდ ვიგებდი, ანუ ფული დაუმსახურებლად მემატებოდა, მარა თან ისე ცუდად ვიყავი, წინააღმდეგობის თავიც არ მქონდა და თან გამისწორდა ვიღაცა უცნობი რომ მაგებინებდა, თან მარიგებდა, ახლა ამდენი რომ გექნება იმ მაგიდასთან დაჯექიო :უსერ: ხოდა გამისწორდა ძაან :უსერ:
ახლა იდეაში საყვარელ დეიდაშვილთან მივდივარ, რომელიცძაააან დიდი ხანია, არ მინახავს და რომ მოვალ თუ განწყობა მექნა, კიდევ დავწერ :D
აბა მარტო ჩემი კბილის თავგადასავლებს ხომ არ გაკითხებთ )))

14 Comments
დამბურძგლა
რა საშინელებაა
უნდა გადააჯიშო ყველა კბილი დედამიწიდან
ვიყოთ ყველანი უკბილონი
piccolina!sul vkitxulob shens postebs, shens komentarebsac vnaxulob xolme chems blogze.Zalian sainteresod cer:*))Zalian gamixardeba tu ufro kargad gagicnob.kargi megobris shezena koveltvis zalian sasiamovnoa:*)
@utvino – ხო, ახლაც რომ ვიხსენებ თვალზე ცრემლი მადგება )))
@Nina’s blog – wow ძალიან მესიამოვნა შენი კომენტარი )) მეც ვადევნებ თვალ-ყურს შენს ბლოგს
ამ დღეებში დალო უნდა გავიცნოთ მე და თინიმ და შენც წამოდი ))
Siamovnebit gagicnob laivshi:-) es kvira zalian gadatvirtuli makvs,magram araushavs kvelaperi cin aris:-)
Manamde ki skaipi tu gakvs chemsas dagitoveb da vikontaktot
Letisia26
:*)
დაგამატე უკვე ;)
ისადა ნინ შენც წამო რაა,უხ რაკაია…:)
Daliela amjerad ver movaxerxeb magram mere aucileblad gagicnobt kvelas laivshi:-)Madloba kvelas chemo kargebo ketilganckobistvis:*)
ui… albaT dzalian mtkivneulia kbilis tkivili… tan ase rom gagagijeben …
bu :(
კბილს რა ბედი ეწია? :| კი არა და, ფესვს…
ფესვი ისევ იქ არის )))))
მარა არ მაწუახებს, ყოაველ შემთხვაევაში ჯერ არ მაწუხებს )))
ჰმ, ჯიუტი ეგა!
ჯიუტი კიდევ მსუბუქად ნათქვამია ))) მთელი 2 საათი რომ ექაჩნენ და არ ამოვიდა ეგ ჯიუტზე მეტია )))
ორი საათი ჯაჯგურზე ვცდილობ არ ვიფიქრო, ადრე თუ გვიან, მეც მომიწევს კბილთან განშორება და… :D
იმედია შენც ასე წვალება არ მოგიწევს ))
მაინც შეგვატყობინე მერე შედეგები ;)