ბლოგებს ვეღარ ვკითხულობ…
ყველას ცხოვრებაში დგება მსგავსი მძიმე დრო, როდესაც ინტერნეტს ნაკლებად ეკარება და ბლოგებსაც ვეღარ კითხულობს. ჩემი გუგლ რიდერი თავს იგიჟებს, ძაან ბევრი წაუკითხავი ბლოგი დაგროვდა…
ყველაფრის მიზეზი გამოცდებია. მეორე კვირაა უკვე, დიდი მონდომებით ვაბარებ გამოცდებს და კაკ ნე სტრანნა, ჯერ არ ჩავჭრილვარ.
დამრჩა 2 გამოცდა და 1 საბაკალავრო ჩასაბარებელი.
იმ საბაკალავროსაც, დროზე თუ არ ჩავაბარებ, დავრჩები უდიპლომოდ. ხო, აქვე თხოვნა, ვისაც კი იცნობთ, რომ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე მუშაობდეს, ეს დაულინკეთ რა
ის დარჩენილი 2 გამოცდაც საკმაოდ რთულია და თან იმდენი მასალაა, რომ სწავლას ან მოვასწრებ, ან ვერა
რაც მთავარია, საბაკალავრო და ერთი გამოცდა ერთ დღეს უნდა ჩავაბარო და მანამადე 2 დღე მაქვს დარჩენილი, რის გამოც კიდევ უფრო გთხოვთ, რაც შეიძლება ბევრს დაულინკოთ ზემოთ მითითებული ბმული
მოკლედ, ძაან ცუდ პონტში ვარ
ვინმემ გამამხნევეთ
მითხარით, რომ გამოცდები მალე ჩაივლის და არაფერში არ ჩავიჭრები და იმ კითხვარსაც მალე შემივსებენ )))
ხომ… წავედი ისევ გავაგრძელო იმის წერა )))

გამხნევდი პიკო )) ევერისინგ გონნა ბი ოლრაით )
ნუ გამოცდები დამტვარდება ორი შედეგით ან დაამთავრებ ან ვერა მარა რა მნიშვნელობა აქვს მთავარი ხომ მათი დასრულებაა ასე რომ შენ იცი მალე ყველაფერი მორჩება , ან სულ ან ცოტა ხნით მაინც :)))
Don’t take it too seriously :)
შენ მითხარი ადრე ძალიან ჭკვიანური რაღაც, მგონი, ინდოელმა მონაზონმა მითხრაო…
ჰოდა, ახლა მე გეუბნები, რაც უფრო მშვიდად იქნები, მით უკეთ ჩააბარებ! თან კაი ახლა, თსუ-ა ის ხო არა! :hugz:
ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ მეც. ციფრებიც კი ემთხვევა :) 2 გამოცდა და ერთი საბაკალავრო. სხვისი ბლოგები კი არა, ჩემიც მიმავიწყდა მგონი. იმედია, მალე გაივლის ეს დაძაბული ორი კვირა. წარმატებები! :)
საბაკალავრო… ჩვენი საერთო ტკივილია. მაგასთან დაკავშირებით ერთ კარგ სიმღერასაც დაწერდა კაცი, სახელწოდებით “ერთად დავიხოცებით!”… :)
წარმატებები რა… და გამოცდების ღმერთი იყოს შენი მფარველი :დ ;)
@CheshireCat – მადლობა, ნატოშ :*
@Sophie Golden – ჰეჰ, მადლობა შეხსენებისთვის ;)
@Tazo
@zurriuss
რა საშინელი დამთხვევაა (((
წარმატებები, გაიზ ;)
წაი აქედან კაცო. სანამ არ ჩააბარებ შენი დუხი არ ვნახო აქ. :D
ხუმრობა იქით და მე რომ გამოცდაზე გავდიოდი, მართალია ძალიან ვღელავდი, მაგრამ აი, გავა 2 საათიც და მორჩა, თავისუფალი ვიქნები თქო. მოკლედ, წინ იყურე და უკვე რომ ყველა გამოცდა ჩაბარებული გაქვს, არც ერთგან რომ არ ჩაიჭერი და ძალიან მაგარი რომ ხარ, ამაზე იფიქრე.
In Piko We Trust!
1. ბლოგების ვერ კითხვა დაიკიდე. :)
2. საბაკალავროს რამეს მოუხერხებ. თუ გინდა გასწავლი, მაგრამ გეცოდინება შენც რაღაცეები ;)
3. აუცილებლად ჩააბარებ. და მერე გაფრინდები :S
ვაბშე ყველაფერი დაიკიდე… მოეშვი და მოდუნდი :) ახლა მე სამამდე დავითვლი და შენ ჩაგეძინება :საათის ქნევის სმაილიკი: