ბჰ ანუ დღეს
იდეაში დღეს სხვა პოსტის დაწერას ვაპირებდი, მარა ჯერ მოკლედ დღევანდელ დღეზე მინდოდა რომ დამეწერა )) რაღაც ბევრი რამეები მოხდა (ტო ესტ მე მებევრა) და მომეწონა ))
ეს დღევანდელი (თინის მოვპარე პირდაპირ ბლოგიდან და ვითომ დავაპეინტე). ეს მე და დალო:

და თინი და დალო, ტო ესტ დალო და თინი:

გუშინ საბას (ჩემი მეგობარია) შევუთანხმდი რომ დღეს უნდა მენახა უნივერსიტეტში, მარა სანამ უნივერსიტეტში მივედი საბა სამსახურში წავიდა და იქიდან მომწერა ამოდიო. საბას სამსახური ის არის, ცოტა ხანი პრაქტიკანტი სადაც ვიყავი უნარ შეზღუდულ ბავშვებთან დაახლოებით ერთი წლის წინ. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა ბავშვებმა რომ ფანჯრიდან თავები გამოყეს და ნინო მოვიდაო ყვირილი დაიწყეს ))) ვახსოვდი )) თან ჯასთ კი არ ვახსოვდი, სახელიც ახსოვდათ. ლუკა (ჯგუფში ყველაზე მეტად მიყვარდა, აუტისტია) ჩამეხუტა და მკოცნა და მიყვარხარო თან მეუბნებოდა. საერთოდ, ბავშვებს ასე ჩახუტებას და კოცნებს ვუშლიდით (სხვადასხვა მიზეზების გამო) მარა ლუკას ისე უხაროდა, ვერაფერი ვერ ვუთხარი და მეც ჩავეხუტე )) ნუ ჩემს მისვლას ერთი მინუსიც ქონდა, ბავშვების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, რაც არც ისე კარგია, იმიტომ, რომ თავიანთ ჩვეულ რეჟიმს მოვწყვიტე. მარა თან მისწორდებოდა საბასთან ლაპარაკისას გვერდიდან ბავშვების ლაპარაკს რომ ვკრავდი ყურს: ”ნინო მოვიდა” ”ეგ შენი ნინო არაა” ”საბა მასწავლებელი წავიდეს და ნინო მასწავლებელი დარჩეს” … მმმმ რა საყვარლები არიან. მომენატრნენ თურმე ))) საბამ მითხრა, ერთ თვეში სპეკტაკლი ექნებათ და გეტყვი შენცო ))
იქ რომ ვიყავი, თინიმ დამირეკა, ერთად ვნახოთ დალოო. დღეს იდეაში დალიელა უნდა მენახა, მარა თინი ერ მოდიოდა და რომ მომწერა, ერთად ვნახოთო, გამიხარდა ძაან. წავედი და ვნახე ჯერ თინი, მერე დალო )) ძალიან საყვარელი ბავშვია დალიელა. მის ბლოგს ცოტა ხანია, რაც ვკითხულობ და ძალიან მომწონს. თვითონ ძალიან უხაროდა რომ გაგვიცნო და ძალიან გამისწორდა, რომ ჩერეზ ბლოგი ვიღაცა უცნობ ადამიანს მოსწონხარ იმის გამო, რაც ხარ და რასაც წერ )) ვი ლავ იუ, დალ :*
მერე ყვოვესთან წავედით და იქ კიდევ მროველა მოვიდა მერე და ჩავწერეთ ახალი ვიდეო პოსტი. ამასობაში თინი, რა თქმა უნდა, დაიგრუზა და კადრში გამოჩენაზეც კი უარი განაცხადა :მო:
საბოლოოდ პოსტი მავნე ჩვევებზე ჩავწერეთ და ბოლოში რაღაცაც მივაბით ბონუსად, ტუმცა ეს ბონუსის იდეა მაინცდამაინც არ მომწონს მე )))
ხო, ნუ ძირითადად ეს იყო
გემშვიდობებით შემდეგ ოსტამდე, რომელიც მალე იქნება )))

7 Comments
მეც მიყვარს შენი პოსტები და იმედია, მეც გაგიცნობ ოდესმე :) მესამე კორპუსში დავდგები და ვიღრიალებ, პიკოლინა-მეთქი, მე ვარ მეეეე!!!
უნარშეზღუდულ ბავშვებზე გამახსენდა, შარშან უნი-ში ტელესიუჟეტი გავაკეთე მათზე, აი, მესამე კორპუსში რომ არის მათი სახელოსნო. ჰოდა, თავიდან ცოტა შებოჭილი ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეოდი, მაგრამ მერე ყველაზე მარტივი რაღაც გამახსენდა – ისე შევხედე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს და ძალიან კარგად მიმიღეს. კარგები არიან ყველანი, მთავარია ჩვენ როგორ გვინდა დავინახოთ ისინი, if you know what I mean :)
ხო, ყველაზე კარგი მიდგომა ზუსტად ეგაა, რომ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს ისე შეხედო ))
მითხარი, როდის იქნები უნივერსიტეტში და შენც გაგიცნობ ))
ჩემი მეილი წერია იქ, ბლოგზე რომ შემოდიხარ, პირველივე გვერზე საიდბარში, სულ ზემოთ და მომწერე და მერე შენც გაგიცნობ :*
ჩემ პოსტზე იღადავებ რაა,ორსიტყვიანი პოსტი დავწერე გუშინ იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი,თავი ვერ მოვაბი მეტს:ლოლ: მეც ყველა მეუასებით:კისს:
ჩემი და დალოს სურათი გულსაკიდებზე რომ აქვთ ხოლმე მეგრელებს, იმას გავს :დ
ჰოდა..თინი რა თქმა უნდა დაიგრუზა კი არა, დაიგრუზა ! :დ
@daliela – ხო, შენი პოსტი ვნახე )))
@LadyCrow – სხვა ვერ მოვიფიქრე როგორ მექნა ))
ar vici razea saubari magram getanxmebi
კაი თინ რა… კარგად გამოდიხარ რა გინდა კარგი ხარო კარგიიიიი… პროსტა აქ კარგად არ ჩანს ხარისხია ცოტა ცუდისავით ხო… :( ხოდა სამივე საყვარლები ხართოოოოო :*