ბავშვების კვირა
ეს კვირა ბავშვებით (კიარადა ჯერ ბავშვით) რომ დაიწყო , წინა პოსტშიც დავწერე. სანდროსთან ვიყავით (ჩემი დეიდაშვილის შვილთან) და მერე მეორე დეიდაშვილის შვილიც მოიყვანეს (ანუცა) )))

მერე, 2 დღეში, ჩემმა დეიდაშვილმა გამოიყვანა თავისი 1 თვის შვილი ჩემთან და მე და დედაჩემს დაგვიტოვა )) ისეთი პატარა და რბილი და ნაზია, ჩაკბეჩა მოგინდება. ნიამ
თან მიყვარს ეგეთი პატარების დაჭმუჭნვა ))) წინააღმდეგობასაც ვერ გიწევენ და იმდენი ხმაც არ აქვთ, რომ ტირილით ძაან შეგახუხონ )) მოკლედ, ბავშვი დავაძინე, გავაღვიძე, დავჭმუჭნე, ვაჭამე, დავაძინე … მერე დედამისი დაბრუნდა და წაიღო ბავშვი ))
ხო, აი, ზემოთ ხსენებული ნინუცა. ძალიან პატარაა და თან გამხდარი )) მე და დედამისი ელიენს ვამსგავსებ. ძაან ეძინებოდა და დაღლილი სახე აქვს

მაგის მეორე დღეს, დამღლელი დღის შემდეგ, დოდისთან გავედი. ბავშვს საჩუქარი გავუტანე, რომელიც მამენტ, დედას უფრო გაუხარდა (სოსკის ლურჯი ჩამოსაკიდი, რომელსაც ყვითელი მზე ახატია). ვილიამი ისეთი პატარა და მოცუცქნულია, რომ თითქმის ვერც დაჭმუჭნი. უბრალოდ ხელებში ჩაგეკარგება )))
რომ მივედი და ხელში ავიყვანე, მაშინვე გაიცინა. ისეთი საყვარელი იყო… მერე, რაღაც მომენტში დოდკამ ბავშვს მიმართა, დედიკოო და გული ამიჩუყდა )) აი დოდკა და ბავშვს ეფერება და თან დედიკოო ეუბნება… ააააა )) მერე ბევრი სურათები ვუღე დედა-შვილს ))) იმედია დოდი არ გამიბრაზდება ერთი-ორი რომ დავდო (თუ არადა წავშლი მერე) ))) ძაან მომწონს ეს სურათი


ვიდეოც გადავუღეთ და მერე დოდკა თუ თანახმა იქნება, იმასაც დავდებ, ან თვითონ დადებს ))
უი, მართლა, დღეს ბოლო გამოცდა ჩავაბარე. ზეპირი იყო და კარგად ჩავაბარე (ნუ 75 ქულა არაჩვეულებრივია ჩემთვის ახლა). თან ლექტორს ვუთხარი, ქულაზე პრეტენზია არ მაქვსმეთქი. ანუ 51-იც რომ დაეწერა მაინც ხეპი ვიქნებოდი, მარა ეტყობა მეტზე ჩავაბარე, ან არ დამჩაგრა )))
ახლა მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგების გაგება დამრჩა ))
პ.ს. არადა რომ მკითხო, ბავშვები არ მიყვარს )))

vaime vilis tvalebze gavitisshee <3
დოდი იზ ზოო ზვიიიტ :უსერ:
ძალიან ლამაზია.. ბავშვიც და დოდიც )
მე მეგონა, რომ ბავშვები მიყვარს. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ შენზე ნაკლებად. სულ ისე ლაპარაკობ ხოლმე ბავშვებზე, კარგად.
სულ ახალი დაბადებულები არ მიყვარს. უფრო სწორედ ვერ ვეფერები ხოლმე. ვილი ძაან საყვარელია :)
ბავშვებიი :)
მგონია რომ არც მე მიყვარს, მაგრამ პოსტის კითხვისას გაღიმებული ვიჯექი, ფოტოებიც ისეთი საყვარელია :))
vilis ramsigrdze tembi aqvs :D
dzalian sayvarlebi ariaan yvelaa :2kiss: