Back to school
წინა კვირას სკოლის შეკრებაზე მიგვიწვიეს. მე და ჩემი და იტალიურ სკოლაში ვსწავლობდით და 10 წელი გასულა მას შემდეგ, რაც იმ სკოლამ პირველად გამოუშვა კლასი (წიპა პირველად რომ დახურეს 11 კლასი).

სიმართლე რომ ვთქვა, სკოლა მაინცდამაინც არასოდეს მყვარებია. არც დამთავრების შემდეგ დამიფასებია. ჩვეულებრივი ხუთოსანა ბავშვი ვიყავი, რომელიც არც ტანსაცმელს აქცევს ყურადღებას, არც ვარცხნილობას. ამიტომ გარეგნობითაც არ გამოვირჩეოდი. სკოლაში ძალიან ცოტა ბავშვი სწავლობდა (ჩემ კლასში 9 ბავშვი იყო სულ), ამიტომ მეგობრების სიმრავლეც არ მაწუხებდა ))) მოკლედ, ჩემი სკოლის პერიოდში ისეთი არაფერი მომხდარა, რის გამოც სკოლა მეყვარებოდა, ან სასიამოვნო მოგონებად დარჩებოდა …
მოკლედ, ასე უხალისოდ წავედი. რომ შევედი ჯერ რამდენიმე მასწავლებელი შემხვდა. ზრდილობიანად გავუღიმე და გადავკოცნე. დარბაზში რომ შევედი, ცოტა დავიბენი. ძალიან ბევრი ნაცნობი სახე იყო. ყველა მესალმებოდა, მარა ვერაფრით ვერ ვხვდებოდი ვინ ვინ იყო… ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი წამოვიდა ჩემკენ, ძალიან დავიბენი, ეგეთი ჩვენთან არავინ სწავლობდა, მარა რომ დავაკვირდი, ჩემი კლასელი ვანიჩკა აღმოჩნდა. ცოტა ხანი ერთ მერხზეც ვიჯექით, მაგრამ გაბუტულებივით, იმიტომ, რომ ძალით დაგვსვეს ))) ნუ ეს პირველი მოგონება იყო, რაზეც გამეღიმა. მერე კედელზე რაღაც სურათები იყო გაკრული. დარწმუნებული ვიყავი, არც ერთში არ ვიქნებოდი, მაგრამ მაინც მივედი და ჩვენი კლასის კარნავალის სურათები აღმოვაჩინე ))) ძაან ადრე იყო და აღარც მახსოვდა.

ცოტა ხანში დაიწყეს მიკროფონის საშუალებით საუბრები და ბლა ბლა, რაც იდეაში ყველაზე მეტად არ მიყვარს და გაიხსენეს სკოლის დაარსების ისტორია და ერთ-ერთი უსაყვარლესი კაცი გამახსენდა – ვახტანგ ესვანჯია… მოკლედ, ისტორია ასეთია: ძალიან ადრე იტალიაში მოხდა მიწისძვრა და ვახტანგს გაუჩნდა ეს იდეა, რომ მოდიო, ის ბავშვები საქართველოში ჩამოვიყვანოთ დასასვენებლადო. მერე დრო რომ გავიდა და აფხაზეთის ომი იყო, ისევ ვახტანგს მოუვიდა იდეა, რომ ეს ბავშვებიო (აფხაზეთიდან) დასასვენებლად გავუშვათ იტალიაში, ოჯახებშიო და გააკეთა კიდევაც ასე. რამდენიმე ასეული ბავშვი წავიდა ამ პროგრამით იტალიაში (მათ შორის მეც), 3 თვით ვრჩებოდით იმ ოჯახებში და შემდეგ აქ ვბრუნდებოდით. მერე ისევ გაუჩნდა ვახტანგს ერთი იდეა, იტალიური სკოლა დავაარსოთ აქო. იმ სკოლის პირველი მოსწავლეები ძირითადად იტალიაში იმ პროგრამით ნამყოფი ბავშვები ვიყავით )))
მერე ვიდეო გაუშვეს პროექტორით, სადაც იტალიაში ბავშავების მეორე ნაკადის ჩასვლა იყო აღბეჭდილი ))) იქ ძალიან პატარა მე ვიყავი, პატარა ჩემი და და დანარჩენი ჩვენი ნაცნობები ))) მეღიმებოდა ამას რომ ვუყურებდი, ბავშვობა გამახსენდა, მარა ამ ამბის ყველაზე უსიამოვნო ნაწილიც გამახსენდა.
ეს სურათი იმიტომ, რომ ჩვენი სკოლა პინოქიოსთან ახლო კავშირში იყო (ქვემოთ წერია რატომაც)
ვიღაც იდიოტმა ჟურნალისტმა დიდი სტატია დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ მიყავდა ვახტანგ ესვანჯიას ბავშვები იტალიაში და როგორ ყიდდა მათ დონორებად. საკმაოდ დიდი ამბავი ატყდა მაშინ ამასთან დაკავშრებით. ყველამ ცუდად დაუწყო ყურება ვახტანგს, ეგ ბოროტია, ბავშვებს იტალიაში დონორებად ყიდის, საქართველოს გაჭირვებით სარგებლობსო… კეთილი ადამიანები ადრე იმიტომ იღუპებიან, რომ ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ. ვახტანგმაც ვერ გაუძლო ამდენს და გარდაიცვალა…
მახსოვს, ჩემი კლასელი რომ შემოვიდა დილას და თქვა, ვახტანგი გარდაიცვალა წუხელო. არც თვითონ სჯეროდა და არც ჩვენ ვუყურებდით და გაგვეცინა ყველას… ახლა, როცა პანაშვიდებს ვერ ვიტან და მიცვალებულების დანახვაზე ცუდად ვხდები, მიკვირს, მაგრამ მაშინ, მახსოვს, მინდოდა ჩავხუტებოდი იმ კაცს. მერე რა რომ მოლურჯომოშავო იყო, მერე რა რომ “ეძინა”. ძაან მიყვარდა.
ყოველთვის მიკვირდა, ამდენი ბავშვი დავდიოდით იტალიაში ამ პროგრამით და ყველას გვცნობდა სახეზე. ნუ შეიძლება სხვებს არა, მარა მე მცნობდა და ძალიან მიკვირდა, ამდენ ბავშვში როგორ მარჩევსთქო ))) რომ ვხვდებოდი დედასაც მოიკითხავდა და ჩემ დებსაც. თან მეკითხებოდა, შენ ხომ იმ ოჯახში ხარ, რამით უკმაყოფილო ხომ არ ხარ, ხომ კარგად გექცევიანო )))
მახსოვს, რომ გარდაიცვალა იმ ჟურნალისტზე ვიყავი გაბრაზებული ძალიან, იმისი ბრალია რომ მოკვდათქო…
ხო, იმ საღამოს ერთი უხერხული მომენტიც მქონდა ))) სკოლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო გოგი გაბილაია. რეჟისორი, რომელმაც პინოქიო დადგა სკოლის ბავშვებთან ერთად პროფესიონალურ დონზე (ბავშვები მსახიობებად ჩამოაყალიბა) და იტალიაში წაიყვანა ამ სპექტაკლით და მოკლედ, დიდი წარმატება ჰქონდა ამ სპექტაკლს. ხოდა ამ შეკრებაზე გვერდით მიზის სანდრო, გოგის შვილი (პინოქიოს როლსაც ასრულებდა). ვახტანგის შემდეგ გოგი რომ ახსენეს გარდაცვლილებში, აზრზე ვერ მოვედი ვინ იყო და სანდროს ვეკითხები, ვინ გოგიმეთქი… ძაან გაკვირვებულმა შემომხედა, გოგიო და მივხვდი მერე. ძაან გამიტყდა, ია ატუპაია ))) მარა ვახტანგის მერე გოგი ვეღარ გავიხსენე ვინ იყო :უსერ:
პრიკოლი: პინოქიო დავგუგლე და პირდაპირ სანდროს სურათი ამოაგდო ))) (გოგოებო, ნუ უყურებთ, ცოლიანია)
მოკლედ, სკოლიდან მართლა არაფერი იყო ისეთი გასახსენებელი, მარა ვახტანგის და გოგის გახსენება მართლა ძალიან მესიამოვნა )))
ხო, ბოლოს, სურათები, რომლებიც გუგლმა სკოლის ძებნისას ამოყარა :


და ბოლოს ჩემი ფავორიტი:


ro daicke iseti arafei momxdarao da meere ramdeni chamotvale, eseigi mainc kai iko :)
skolaze kai periodi ar mqonia, menatrebaa :user:
წელს არ წახვედი სიცილიაში? ჩემი და გუშინწინ მეხუთედ გაემგზავრა მაგ პროგრამით. უკვე მენატრებაა :(
აუ სკოლა
ჩემები აღნიშნავდნენ სკოლის დამთავრების მერომელიღაცა წლისთავს. მზად ვიყავი მთელ სახლში შპალიერი გამეკრა, ოღონდ იქ არ მივსულიყავი :|
მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში სკოლაში ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია. თუმცა, ამის მიუხედავად, სკოლის დამტავრების შემდეგ ნოსტალგია არც ერტხელ მიგრძვნია და არც კლასელებთან მაქვს დიდად კონტაქტი.
სკოლა ერთ-ერთ იმ დაწესებულებათა რიცხვს მიეკუთვნება რომელიც არასოდეს მენატრება. არც სიტუაცია, არც გარემო, მასწავლებლები და კლასელებიც კი არ იწვევენ ჩემში ნოსტალგიას. დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტის დამთავრეის სემდეგაც ანალოგიურს ვიტყვი თსუ-ზე იმ განსხავები, რომ 2-3 ლექტორის ლექცია მომენატრებასავით :D
ეგ სკოლა დიდუბეში ხო არაა შემთხვევით.
სკოლა მომანატრე ამ პოსტით :|
@nikaiverioni – არა, თვითონ პროგრამა აღარ არსებობს ფაქრიურად. ახლა კერძოდ მიყავთ უკვე იაქაურ ოჯახებს
@Cynic Brain – +1, მეც არ მინდოდა წასვლა, მარა იმ კაცის გახსენება გამისწორდა ))
@Leonard Shelby – თვითონ ლექტორები მომენატრებიან, 2 ცალი, მარა იმათ ისეც ვნახავ
@Sophie Golden – ხო, დიდუბეშია
მდაა.. მე არასოდეს არაფერი მენატრება და როგორ ფიქრობთ, გამივლის?
პ.ს. “ეს სურათი იმიტომ, რომ ჩვენი სკოლა პინოქიოსთან ახლო კავშირში იყო (ქვემოთ წერია რატომაც)” ტექსტის მერე რომ სურათი უნდა იყოს, მაგის ნაცვლად არის ფორუმის ემბლემა და გაუვლის, როგორ ფიქრობთ?
აუუუ
წაიღო ტვინი
გასასწორებელია …
ესეიგი ყველა სურათი სათითაოდ უნდა შევინახო კომპში და აქ დავააფლოადო რა
უფ
Vaaaaaa, eg skola aris chemi favoriti tbilisis skolebs shoris, imis gamo rom aris italiuri
Yvelaferi italiuri mikvars am qveknad da vapireb mand vataro chemi shvili, ro gaizrdeba :D
xoda kakras shengan veli shefasebebs, aqamde aravis ar vicnobdi vinc mand scavlobda
anu italiuri ici? aba si cherto badagoni ras nishanvs :D :D
მე არ ვიცი იტალიური, მარა ვხვდები, რომ უნდა ნიშნავდეს: კი, ნამდვილად ბადაგონი. სწორი ვარ? :P
vaxtangi magari kaci iyo, tan babua iyo chemi, babuachemis bidza, vale esvanjias dzma, vales shvili ki romani chaganava dedachemis mama. ese ro magari kaci iyo gaxsovdet