აზრზე არ ვარ რა უნდა ვთქვა

Posted by piccolina on April 26, 2009 in Uncategorized |

ასეთ დროს არასოდეს არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ახლა მითუმეტეს არ ვიცი… ერთადერთი ვიცი, რომ ახლა გული მერევა (ქვემოთ ნახავთ რატომაც)

ნუ ყველამ იცით უკვე, რომ ვარსკვლავების აკადემიის შენობა ჩამოინგრა. ხო, ამბობენ რომ დაშავდა 2 ადამიანი, მარა მე რომ მკითხოთ, მანდ ყველა დაშავებულია, ძალიან მძიმე სტრესია ეგ და დიდი დრო უნდა გავიდეს რომ მაგ ხალხმა ისევ შეძლოს მშვიდად დაძინება…

image

ცუდი ინფორმაცია: ნაკლებად ცუდით დავიწყებ, თათუკა ნატროშვილი, რომელსაც ხერხემალი აქვს დაზიანებული, ჩვენი თანაფორუმელი თებზი აღმოჩნდა. ექიმები ამბობენ, მძიმე ოპერაცია არ სჭირდება, კარგად იქნებაო… იმედია მალე გამოჯანმრთელდება და ფიზიკური ტრამვა არ დარჩება…

კიდევ ცუდი ინფორმაცია ის არის, რომ 2 ადამიანი გარდაცვლილია (ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია) ((( დედაჩემი დილიდან ცრემლებს ღვრიდა, საწყალი ბავშვებიო. მე მიხაროდა იმათთვის ვინც გადარჩა და იმედი მქონდა რომ იმ 2საც ცოცხლებს იპოვიდნენ, მარა რომ მითხრეს ორივე გარდაიცვალაო, რაღაც ძალიან დავიგრუზე… ორივე ახალგაზრდები იყვნენ… თავისთვის მუშაობდნენ. ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა… თან აღმოჩნდა, რომ ნიკა გელაშვილიც ჩვენი თანაფორუმელი ყოფილა ( LUCKYMAN ). სანამ გავიგებდი ისედაც ძალიან განვიცადე და რომ გავიგე, რომ ლაქიმენი იყო და მისი პოსტები გამახსენდა, ანუ რომ მივხვდი, რომ ის რეალური ადამიანი იყო აი ძაან დავმძიმდი… პირადად არ ვიცნობდი, მარა ძალიან მეტკინა მისი ამბავი…

იმედია არავის ეწყინება ლაქიმანის სუტათს თუ დავდებ (თუ ვინმე წინააღმდეგია ჯასთ მითხრას)

http://forum.ge/?act=Attach&type=post&id=11711622

ხო, რა არის ამ ამბავში გულის ამრევი? დილიდან ველოდებოდი რომ რამე პოლიტიკურ კუდს გამოაბამდნენ, ბოლოს როკომ დადო ფეისბუქზე ციტატა ინტერპრესნიუსიდან: “მიტინგზე ასევე გამოვიდა ედიშერ ქარჩავა, რომელმაც ისაუბრა დღეს დილით ჯიქიას ქუჩაზე ჩამონგრეული შენობის სავარაუდო მიზეზებზე. [...] მისი თქმით, თუ ამ აფეთქებას მოყვებოდა უფრო მეტი მსხვერპლი, კერძოდ, დაიღუპებოდა შენობაში მყოფი ყველა ადამიანი, ეს გამოიწვევდა საზოგადოებაში იმას, რომ საპროტესტო აქციაზე მისვლის სურვილი არავის ექნებოდა.”

ამათი დედა მოვტყან, საზღვარი არ უნდა ქონდეს ამ ყლეობებს? 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ესეც თავიანთი ცანცარის ტალანტის გამოსამჟღავნებლად გამოიყენეს. ადამიანს პირი რომ აქვს იმას არ ნიშნავს რომ ყველა შესაძლებლობაზე უნდა მოაღოს ხო?

ხო, ამ დროს ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა. როცა თვლიდა, რომ უაზროდ ვტიროდი, მეუბნებოდა “გაჩუმდი, თორემ მართლა მოხდება რამე სატირალიო”… გუშინ და გუშინწინ მთელი დღე ვტიროდი. აი ასე, მეტირებოდა და ვტიროდი, რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე. ტირილის მუზა გაამძაფრა საბუნიას დადებულმა სიმღერამ – Donnie Darko-დან:

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=rnmQcqlrWik&hl=en&fs=1]

საბუნია, რომ ჩამოხვალ, სადაც დაგიჭერ იქ მოგკლავ ამ სიმღერის დადებისთვის )))

მოკლედ, ვიტირე ის ორი  დღე უაზროდ და მესამე დღეს სატირალი მიზეზიც გამოჩნდა…

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ხდება ეგრე? იმიტომ რომ დაძაბული ენერგია გროვდება ჰაერში, რაც ხალხს ძაბავს და გრუზავს და ბოლოს ეს ცუდი ამბით მთავრდება (ძირითადად მიწისძვრები, ამ შემთხვევაში ეს ამბავი), თუ თუ იმდენს იგრუზავს ეს ხალხი (მასიურად) თავს და ხტუნააობს ცუდად ვარო და ტირის (როგორც მე), რომ ბოლოს ნეგატიური განწყობით იწვევს რაღაც ტრაგედიას. და ტრაგედიები უყვარს ხალხს…

ან შეიძლება ასეთი მასიური დაძაბულობის დროს ყველა ასეთი შემთხვევა ძალიან ახლოს მიაქვს ხალხს გულთან?

არ ვიცი…

მარა ფაქტია, რომ ბებიაჩემი მართალი იყო, უააზრო ტირილი ბოლოს სატირალი მიზეზის გამოჩენით მთავრდება…

RIP გაიზ

მიმაგრებული სურათი

Tags: , , , , , , , , , , , ,

8 Comments

  • Dv0rsky says:

    OMG… ნიკას მეც ვიცნობდი, არა ფორუმიდან და არა ვირტუალური სამყაროდან… არამედ რეალური ცხოვრებიდან, მაგის დაჩაზე ხშირად… მწვადები…
    ეჰ…

  • Dv0rsky says:

    რა უნდა ვთქვა, არ ვიცი.

  • :(
    ამ დროს რაც უნდა თქვა, ყველაფერი ან ხელოვნური გამოვა ან პათეტიკური და ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა :| ცხოვრებაა ასეთი, უბედური შემთხვევები ხდება და მერე ხვდები, თურმე რა პატარა და უმნიშვნელო ხარ ადამიანი, გგონია მთების გადადგმა შეგიძლია და ამ დროს, აღარ ხარ, simple as that.

    [შენ რომ საბას მოკლავ, მერე მე შენ მოგკლავ, რას მერჩით ამ "დონი დარკოს" საუნდთრექით, ბლინ!]

    • unaamarga says:

      გახსოვთ ალბათ, ბულგაკოვს აქვს ასეთი ფრაზა, ჩელოვეკ ნი ტოლკო სმერტენ, ნო გლავნოე, ჩტო ონ ვნეზაპნო სმერტენ! ასეთი სიტუაციისათვის სიტყვები არ არსებობს! ოპოზიციას რაც შეეხება, ვგრძნობ რომ ამ ხალხზე მშვიდად ლაპარაკი აღარ შემიძლია, იმხელა აგრესია დამიგროვდა, ამიტომ საერთოდ აღარვ ვლაპარაკობ.

  • Giga says:

    Michael/Janet Jackson – Scream ჩემს ბლოგზე :(

  • აფეთქებას მოყვებოდა უფრო მეტი მსხვერპლი, კერძოდ, დაიღუპებოდა შენობაში მყოფი ყველა ადამიანი, ეს გამოიწვევდა საზოგადოებაში იმას, რომ საპროტესტო აქციაზე მისვლის სურვილი არავის ექნებოდა – ხო… :| :| :|

  • piccolina says:

    @ჰიუსტონ – თან ისე ამბობენ, გეგონება მთელი მოსახლეობა დღე და ღამე იქ არის

    @unaamarga – ხო, აი ეგ ვნეზაპნა სმერწენ რომ არის ადამიანი ეგ არის ყველაზე ცუდი. ტიპი წინა დღეს მომავალი კვირისთვის რაღაცას გეგმავს და მეორე დღეს კვდება…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.