8

ასე ამბობენ…

Posted by piccolina on May 9, 2009 in Uncategorized |

მოკლედ, ამას წინათ ფორუმზე წავაწყდი პოლიტიკოსების მარაზმი გამონათქვამების “კრებულს”. არა, ნუ გეშინიათ, არაფერი პოლიტიკური ამ პოსტში არ იქნება, სახელების და სიდებილის გარდა ))) მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსების ნათქვამი სასაცილოც შეიძლება იყოს (ნუ ხშირად ეგრეც არის, მარა ძირითადად ვერ იგებ უნდა გაიცინო თუ უნდა იტირო)

http://homepage.mac.com/rmansfield/thislamp/files/no-politics.jpg

ეს მარგალიტები ადრეც წავიკითხე ფორუმზე, ახლა ისევ ვიპოვე და გადავწყვიტე, თქვენთვის გამეზიარებინა ))) შეიძლება რომელიბმე ბლოგზე გინახავთ კიდევაც, არ ვიცი… მე არ მახსოვს ეთ ლისთ ))

ხო, დაწაყებამდე კიდევ ერთი ნოუთი, ყველაზე სასაცილო ბოლოშია, თავიდან მაინცდანაინც დიდი სიდებილეები არაა ))) მოკლედ, ეს შესავალიც საჭიროზე გრძელია და დატკბით:

# ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მარგამ მომავალ წელს უფრო გავანათებთ (მიხეილ სააკაშვილი)
# ჩვენ ვაკონტროლებთ კრიმინალურ სიტუაციას საქართველოში (ვანო მერაბიშვილი)
# ჯარი იყო რამდენიმე თვის უჭმელი (მიხეილ სააკაშვილი)
# მოხდა კანცელარიის ევაკუება (ნინო ქაჯაია)

# ადგილზე მოკვლევას ატარებენ ჩვენი სპეციალისტები, კერძოდ _ ძაღლები (ვანო მერაბიშვილი)
# ჩვენი ქალები ყველაზე მაგრები არიან, კაცებს ჯიბეში ჩაისვამენ (მიხეილ სააკაშვილი)
# თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია (ედუარდ შევარდნაძე)
# ვინც გადატრიალებაზე ფიქრობს ლოგინში გადატრიალება იკმაროს (ე. შევარდნაძე)
# მასთან მიმართებით მუდამ მიმდინარეობს მუქარა რომ ან მის ქმარს დაიჭერენ ან მის მეუღლეს (ზ. ძიძიგური)
# მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს (მ. სააკაშვილი)
# ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებით უკვე 200 წელი (შ. ნათელაშვილი)
# სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილი (ე. თევდორაძე)
# ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული და გამოიყენა დუმილის უფლება (პროკურორი გრიგალაშვილი)
# პრეზიდენტის სველი ფეხები უფლისციხეზე ავიდნენ (ნ. ლაზაშვილი)
# დღეს აჭარა დამოუკიდებლობის წლისთავს აღნიშნავს (თეა ბოლქვაძე)
# მაიკროსოფტმა შექმნა ქართული ანბანი (მ. სააკაშვილი)
# ბუკვალურად მინდა აღვნიშნო (გ. ბარამიძე)
# დახოცილი მეომრები ტყეში ერთმანეთს ასაფლავებდნენ (ნატო ონიანი)
# აქ უნდა ყოფილიყვნენ ბოკერია და არველაძე, მაგრამ არ მოვიდნენ, პარლამენტში რაღაც საქმე გვაქვსო. ნეტა რა საქმე აქვთ იმისთანა რო გადაცემაში არ მოვიდნენ (ინგა გრიგოლია)
# აღშფრთოვანებული ვარ (ე. თევდორაძე)
# ხელისუფლებამ გამოიყვანა ნიღბიანი ავტომატები (ლ. ბერძენიშვილი)
# სამეგრელოში ყველაფერი კარგად არის, გაჩნდა ფულიც. აი მაგ.: ამ დღეებში გაიტაცეს პიროვნება რომლის ოჯახმა მეორე დღესვე 30 000$ გადაიხადა გამოსასყიდი თანხა (კახ არდია)
# როგორ გრძნობს თავს გარდაცვლილი პოლიციელი? (ნ. ლაზაშვილი)
# ეჭვმიტანილი დააკავეს მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ცოცხალია თუ მკვდარი (დ. კიკალიშვილი)
# ეს საქართველოს შიდა კუხნაა (გელა ბეჟუაშვილი)
# დამნაშავეები მძიმე მდგომარეობაში არიან რადგანაც მათ ჩვენ აღმოვუჩინეთ დახმარება (ვ. მერაბიშვილი)
# მე მოვახდენ ამოღებული ნარკოტიკების გამოყენებით დემონსტრაციას თქვენს წინაშე (ვ. მერაბიშვილი)
# ილია და აკაკი ცოცხლები რომ იყვნენ საფლავში გადატრიალდბოდნენ (ვანო ზოდელავა)
# ეს ხელისუფლება მარტო სოფლელებს მოსწონთ (ზ. ძიძიგური)
# დავით აღმაშენებელმა თავად დაიდგა ძეგლი თბილისში (ფიქრია ჩიხრაძე)
# მისი მოთავსება მოხდა ე.წ. ბალნიცაში (მაია ნადირაძე)
# იგორ ივანოვი ხაშივით დაადგა თავზე მომიტინგეებს (შ. ნათელაშვილი)
# ის პატარა ბიჭი რომ არის, არველაძე, გვარი არ მახსოვს… (შ. ნათელაშვილი)

ტრადიციულად, პირველი სურათის ძებნისას ნაპოვნი სურათები :

http://punditkitchen.files.wordpress.com/2008/08/political-pictures-barack-obama-gay-vote.jpg

http://picayune.uclick.com/comics/gm/2008/gm081031.gif

http://photopick.files.wordpress.com/2008/12/bush.jpg

და ბოლოს, ეს რა შუაში იყო, აზრზე არ ვარ, მარა სთილ:

http://www.jojopublishing.com/files/PZZW2LZDB3/BOTI%20%7E%20WEBSITE.jpg

8 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.