არჩევნები მომკლავს მე

Posted by piccolina on May 29, 2010 in Uncategorized |

ცოტა დაღლილი ვარ, მარა დარწმუნებული ვარ, ხვალ ბევრად უარესი მელის.

მოკლედ, IWPR-მა გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ახალი მედიის წარმომადგენლები ტრადიციული მედიის წარმოადგენლებთან ერთად გააშუქებენ (გავაშუქებთ) არჩევნების მიმდინარეობას. შესაბამისად, ყველაზე სწრაფად ინფორმაცია, იდეაში ამ მიზნით შექმნილ საიტზე დაიდება: http://geoelection.ge/ , რომელიც სულ ცოტა ხანში ამოქმედდება

რამე ინფოს მიღება თუ მოგინდებათ, შეხვალთ და ნახავთ, რა ხდება ამ დროს. თუმცა, სამუშაო საკმაოდ მძიმე შესასრულებელი იქნება. მთელი დღე გასულები უნდა ვიყოთ, სულ საარჩევნო უბნებზე. ჭამისთვის კი გამოვნახავთ დროს (სხვა თუ არაფერი, თან წავიღებთ), მარა დილის 7 საათიდან შუაღამემდე (სანამ ხმების დათვლა არ დასრულდება) გარეთ უნდა ვიყოთ, საარჩევნო უბნებზე და თვალები ფააართოდ უნდა გვქონდეს გახელილი და ცოტა არ იყოს, ძნელია

თუ რამე დარღვევა აღმოაჩინეთ, უბრალოდ დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე: 899 20 18 55 . ეს ნომერი სხვებსაც შეგიძლიათ გაუზიაროთ და რაღაც ნი ტო-ს შემჩნევის შემთხვევაში უბრალოდ დამიკავშირდით ;)

ამის გარდა, ვინმე თუ ხართ/გყავთ კომისიის წევრი, ან დამკვირვებელი, ან რამე მსგავსი არჩევნებზე, იქნებ ისინიც დამიკავშირდეთ, ან თქვენი/მათი კოორდინატები მაინც მომცეთ, რომ დღის განმავლობაში დავუკავშირდე.

მოკლედ, წარმატება მისურვეთ

Tags: , , , , , , , , , , ,

4 Comments

  • BloggerGirl says:

    წარმატებას გისურვებ :)

  • utvino says:

    წინა არჩევნებზე 6 საათიდან მეორე დილის 5 საათამდე უბანზე ვიყავით, პრინციპში იმის წინა წელსაც

  • Taa says:

    თავიდან არ მომხიბლა მაგ იდამ დოდკამ რომ დაწერა
    მაგრამ მერე მივხვდი რომ ზალიან საინტერესო სამუშაო იქნებოდა და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი

    აგრამ სამსახურიდან არ გამომიშვებდნენ
    არადა დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებდით და ისწავლიდით

  • რა შედეგებით დასრულდა მონიტორინგი?/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.