არჩევნები დაგვიანებით

Posted by piccolina on June 9, 2010 in Uncategorized |

წინა კვირას ვერ მოვაბი თავი ამ პოსტის დაწერას. თან იმდენი ემოცია დამიგროვდა, მაშინვე რომ დამეწერა, ზედმეტად გრძელი გამოვიდოდა ნამდვილად :))

მოკლედ, კვირა დილას რომ გავიღვიძე, უკვე ვიცოდი, რომ ეს მძინე დღე იქნებოდა. არადა ღამითაც არ დამეძინა, ისე ვღელავდი. დილას 6ზე ავდექი და 7ზე პატიოსნად საარჩევნო უბანზე ვიყავი, გახსნას ვესწრებოდი.

ჩემმა დამ პირველად მისცა ხმა და დავაფიქსირე

დეტალებში მოყოლას არ დავიწყებ, მხოლოდ მთავარს გეტყვით. ჩემს უბანზე ხმა რომ მივეცი, დამირეკეს, ალასანია ამა და ამ უბანზე მიდის და მიდი შენცო. მივედი და შედეგად ექსკლუზიურად ჯეოელექშენს.ჯი-სთვისაც ჩამოვართვი ინტერვიუ. არადა რომ ვთხოვდი, ცალკე მინდათქო, გვერდით კაცი მიყვებოდა და იმან მკაცრად მითხრა, მისცა ამან უკვე კომენტარი, დაანებე თავიო და უცებ მომიტრიალდა ალასანია და “გისმენ, მკითხეო”. ააა ბედნიერი ვიყავი

ხმის მიცემის პროცესი

მერე მითხრეს, სააკაშვილი დაახლოებით 1 საათში მისცემს ხმას და მიდი შენცო. მივედი, 4 საათი ველოდე და მოვიდა ბოლოს, როგორც იქნა. პირადად ვერ ჩამოვართვი ინერვიუ, მაგრამ ჩემი გადაღებული ვიდეო პირველი იყო, რომელიც ვრცლად დაიდო. იმედი კი ლაივს უშვებდა, მარა გათიშეს მერე აგიტაციის გამო.

სააკაშვილის ლოდინში კუდას კაცი ვიპოვე იქ

სანამ დანარჩენები პრეზიდენტს ელოდებოდნენ, ჩვენ შიმშილს ვკლავდით

იმ დღესაც და შემდეგი 2 დღის მანძილზეც რამდენიმე ინტერვიუ ავიღე და რაღაც ინფორმაციები მოვაგროვე. როგორც გითხარით, ყველაფერს არ მოვყვები დაწვრილებით.

ცესკოში ნაპოვნი წითელი წკაპუნები. ფუტკარაძე მეუბნებოდა, სანამ არ გცემენ მაგეების გადაღებისთვის არ მოისვენებ შენო :))

მეორე დღეს რომ თქვეს, ინტერვიუებზე უნდა წახვიდეთო, ექსპერტებთან და ვიღაცეებთანო, მე ვუთხარი, საყვარელიძე ჩავწეროთ და მე წავალთქო. საყვარელიძე დაახლოებით 3-4 წლის წინ მიკითხავდა ლექციებს და ჩემი უსაყვარლესი ლექტორი იყო. შუალედებში ერთად ვეწეოდით ხოლმე და ცოტას ვლაპარაკობდით. სულ ფრენა-ფრენით წავედი ინტერვიუზე, მიუხედავად იმისა, რომ 90% ვფიქრობდი, ვერ გამიხსენებდა. რომ მივედი, მოვიდა და მომეფერა და გავიკვირვე, გახსოვართმეთქი? და შენნაირი ღიმილის დავიწყება როგორ შეიძლებაო. ვერ აგიხსნით რა ბედნიერი ვიყავი. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს საიტს თვალ-ყურს ადევნებდა (ჯეოელექშენ.ჯი-ზე ვსაუბრობ)

რამაზ საყვარელიძე <3

ძალიან მძიმე იყო ის 3 დღე, მაგრამ ყველაზე მძიმედ მაინც 3 რამ მახსენდება: ჩემზე შემოტევა ჩემს საარჩევნო უბანზე, ჟურნალისტების ზედახორა სააკაშვილის ხმის მიცემისას და თინის დაღვრემილი სახე მოქალაქეების გამოკითხვის შემდეგ.

IWPR-ის ოფისის კუ, რომელიც გართობაში გვეხმარებოდა (ნეტა არ მოკვდა ჯერ?)

ჟურნალისტების ზედახორას, ჯობია არ ჩავუღრმავდე, მარა ძაან ცუდი რამე იყო, რომ იცოდეთ. მითუმეტეს, როცა მეც მათში ვიყავი მოყოლილი.

მე და გიორგი ცესკოში რომ მივდიოდით, გაგვაფრთხილეს, ერთმანეთს გადაუღეთ იქ მუშაობისას სურათებიო. რამდენადაც ეგ ძალიან ძნელი იყო, წინასწარ ვიზრუნეთ სურათებზე

ცესკოში

რაც შეეხება შემოტევას. საარჩევნო უბანი რომ იხურება უნდა შეასწრო დახურვამდე, თორემ მერე ვერ შეხვალ (გამოსვლა კი შეიძლება მერე). ჩემს საარჩევნო უბანზე (ანუ სადაც მე ვაძლევდი ხმას) ძალიან არაკეთილგანწყობილები იყვნენ ჩემდამი კომისიის წევრები და თავმჯდომარე. სულ ეჩვენებოდათ, რომ რაღაცის აღმოჩენა მინდოდა და ზედმეტად ვიქექებოდი, ან ეშინოდათ, რამე არ აღმომეჩინა. მოკლედ, კომისიის თავმკდომარეს განსაკუთრებით არ დავევასე. საღამოს რომ მივედი დახურვაზე და სურათების გადაღება ამიკრძალა. არადა დილას არ დაუშლია. ასე მითხრა, განსაკუთრებით გაგვაფრთხილეს კამერებს მოერიდეთო (იმიტომ ხომ არა, რომ დარღვევები არ დაეფიქსირებინათ?). მოკლედ, მე მივაწექი, კანონი მაჩვენე, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება გადაღებათქო. თან ეს ქალი მაწვება, შენ მე აქ ხელს მიშლი დილიდან და ღლაპი ხარო და რაღაცეები. თან მეშინია, ხელის შეშლაში რომ დამადანაშაულოს, ჯარიმაა მაგაზე და ვერც დავამტკიცებ, რომ არ ვუშლიდი. თან ჩემი ტრენერისგან ზურგი მქონდა, რამე თუ მოხდა, დაგეხმარები და გამოვუშვებ ხალხსო. მოკლედ, ბოლოს ამ ქალს ვუთხარი, კარგი, თუ გინდა, არ გადავიღებ, თუ გინდა, გავალთქო, მარა ჩანაწერების წიგნში დავაფიქსიროთ, რომ ასეთი შემთხვევა იყოთქო. რამდენადაც მაგაზე უარი აშკარა დარღვევაა, არა, იყავი, გადაიღეო. აქეთ დამამადლა თან. მერე ვითომ ისე გავანერვიულე, რომ ცუდად გახდა და კაპლი მომეცითო, ძახილი დაიწყო.

დავით ბირმანი ინტერვიუზე მოვიყვანეთ და ინტერიერის გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა

რამდენიმე დარღვევა დავაფიქსირე, მარა იმდენად მნიშვნელოვანი და სკანდალური არ იყო. ყოველ შემთხვევაში, საიტზე არ დადებულა ინფო ამის შესახებ.

რამდენიმე სურათი გადავუღე რეპორტიორებს, რომლებიც კაბინაში ყოფდნენ ფოტოაპარატებს და გადაღებას ცდილობდნენ

მუშაობის პროცესში ყველაზე სასიამოვნო იყო სასუსნაოები, მირიანთან მივარდნა “ჩქარა”-ს ძახილით, ოფისის კუსთან ურთიერთობა (აფსუს სად წამეშალა ის ვიდეო), კაკულიას ინტერვიუს იმედი  და ბოლო საღამოს უკანასკნელი ენერგიის დახარჯვა.

პ.ს. მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტო მასალა:

მუშაობის პროცესი ოფისში

უფრო ახლოდან

ჭამა ბედნიერებაა

ჯასთ მირიანი

ლანდიშა

ბოლოს ასეთი სიხარულით გამოგვაცილეს მაიამ და ნინომ

1-2 ვიდეოც განწყობისთვის. ლანდიშა ითვლის წამებს ბლოგის დახურვამდე:

რა უნდა ქნა, როდესაც ტვინი ადუღებული გაქვს მუშაობისგან?

უნდა გაერთო! იხილეთ ვიდეო:

Tags: , , , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments

  • Landish says:

    ჩემს ქაუნთაუნზე ეს ვიდეოა მაგარი http://www.facebook.com/video/video.php?v=1488184130964 : )))

  • piccolina says:

    კარგი ახლა, ლანდიშ
    აღიარე, რომ ეს ჯობია
    მითუმეტეს ასეთი ფინალით

  • აა ეს პოსტი როგორ გამომრჩა, დამღუპა ფბ–მ, გუგლ რიდერში აღარ ვიხედები :/

    ვა, მე სდ ვიყავი, კუ რატომ არ მინახავს? :D გამოვშტერდი :D

    და კიდე, არც ეს რეზინობანა მინახავს :D

    ვიდეოები მაგარი იყო და ჩაშვებული ქაუნთდაუნი :P

  • Zurriuss says:

    დავით ბირმანში უოლდემორის წყევლა იმალება: ვინც მას ლაპარაკის საშუალებას მისცემს, დაბოლილ იქნება უკუნითი უკუნისამდე :))

  • DreaMar says:

    ერთადერთი რაზეც მწყდება გული არის ის, რომ კუ ვერ ვნახე :|

  • Spieler says:

    მოვითხოვ, სასწრაფო წესით შეცვალო ჰედერი და ბექგრაუნდი! დაუბრუნე ლილიაკი!!!!

  • piccolina says:

    შპილ, შიშველი ფეხები და სეკზები? :უსერ:
    ჩაისთან ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრა, აზრზე არ ვარ, სხვა რა შეიძლება დავაყენო

  • Spieler says:

    შიშველი ფეხები და სეკზები მომეწონა :yes: მარა შავი ფერი და სერი ბექგრაუნდი არა. ვისაუბროთ, ვისაუბროთ.

  • Taa says:

    ვერ გიტანთ
    ამ 3 დღის ამსახველ პოსტებს გულგრილად ვერ ვკითხულობ :)

    საშინლად მომწონს ეს 3დღიანი ტქვენი სამსახური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.