არ მჭირდება გმირი მამა
რაც გინდათ დამიძახეთ ამ პოსტის მერე, მაგრამ არ მჭირდება მკვდარი მამა გმირის წოდებით. საერთოდაც, მეეჭვება ვინმეს უღირდეს გმირობა იმ ფასად, რადაც ის ჯდება.
ამას წინათ პროფილს ვუყურე, იმ გულის ამაჩუყებელ გადაცემას, გმირებზე რომ იყო, პოსტიც მაგ გადაცემამ შთამაგონა… ცალკე ამბავია, რომ გული ამრევია გადაცემა, რომელიც ხალხში შეცოდების გამოსაწვევად გადის თავისი არაფრის მომცემი აპლოდისმენტებით
მგონი 4 წლის ძლივს ვიყავი მშობლიური ქალაქი (გაგრა) რომ დავტოვეთ და თბილისში წამოვედით. მაგ დღეს ბოლოს ვნახე მამა
დამატებით კითხვებს წინასწარ ვუპასუხებ: არა, მეგრელი არ ვარ და არც თანაგრძნობა მჭირდება (ეს უკანასკნელი და თანაც არაფრის მომცემი ზედმეტი დოზებით მივიღე უკანასკნელი 19 წლის მანძილზე… თუ 18, არ მახსოვს)
ხო, თემას დავუბრუნდეთ. თავს ვიმშვიდებდი: ზა ტო გმირია, იქ ხალხი გადაარჩინათქო.
იცით რა? ახლა მკიდია გმირობა, მკიდია ხალხის აზრები, მკიდია წოდებები, მერჩივნა ამ წლების მანძილზე მამა მყოლოდა სახლში!
გმირი… რას ცვლის მისი წოდება? გგონიათ მართლა ამსუბუქებს მდგომარეობას? ან სახელმწიფოს მართლა ადარდებს ეს გმირები, რომლებსაც ასე წარა მარა ატრიალებს საამაყოდ? გეტყვით, მისთვის (სახელმწოფოსთვის) რამდენადაც ფასობს ეს გმირები: ქვა, პლიუს ზედ სახელების ამოტვიფრვა (იქვე მარადიული ცეცხლი, უსარგებლო ქანდაკება და გვერდით ატყეპილი ფორმიანი ბიჭების გადასახადი). დანარჩენი სულ ყველას ჰკიდია ვინ სად და რატომ მოკვდა, იმ ხალხის ჩათვლით, ვინც ამ გმირებმა გადაარჩინეს :)) იმ ქვის მეტი, რომელზეც ეს სახელები წერია, არც არავის ახსენდება სავარაუდოდ.
ხოდა ყველამ ერთ ადგილას შეიტენოს თავისი ვითომ თანაგრძნობა და ვითომ პატრიოტიზმი. ყველა პატრიოტია, როდესაც თბილ და რბილ სავარძელში ზის :)) გმირობა არავის ეხალისება, არც გმირებს და არც მათი ოჯახის წევრებს. ზედმეტად ძვირი ჯდება ეგ ამბავი და არც ანაზღაურდება : )))) მისი გმირის წოდებას, მერჩივნა ახლა სახლში ყოფილიყო. და მკიადია მხდალი ან ლაჩარი რომ ეწოდებინათ მისთვის, ეგ მაინც არავის ადარდებს, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ მათი უკანალების გადასარჩენად ვიღაც მოკვდა :))
მაინც რა საწყალი გამართლებაა ეს გმირის წოდება ))) თვითონ გმირებს ჰკითხეთ, უღირდათ ამ ფასად გმირობა? თანაც დაუფასებელი გმირობა. ხოდა არც მე მიღირდა უმამო ბავშვობა, იმაზე ფიქრით, რომ ალბათ, წამებით მოკლავდნენ, ალბათ ძალიან ეტკინებოდა… თანაც სულ იმისი შეხსენებით, რომ უმამოდ არ დაგაფასებენ, ზედ არ შემოგხედავენ. ხო, ეს ბოლო ტყუილია, მშვენივრად დავიმკვიდრე თავი, მარა ეგ შეხსენებაც ხომ მტკივნეულია ხო?
ხოდა დაიკიდეთ პატრიოტიზმი და გმირობები, ხელისუფლების მოგონილია ეგ და სულელები იჯერებენ მხოლოდ.

getanxmebi
da namdvilad ar mjera rom vinc ambobs rom amayia rom yavs mama, romelmac xalxi sicocxles gadaarchina da amit zalian bednieria gulwrfelia
gulis sigrmeshi yvelas urchevnia arafrit gamorcheuli cocxali mshoblebi, vidre mkvdrebi girdebis ordenebista da gmiris statusit
zalin rtulia ,albat mesmistqo rom davcero movityuebi magram daaxloebit carmomidgenia yvela egr shegrzneba da zalian zalian zalian mtkivneulia darcmunebuli var!
yvela axloebli adamiani rogori umaqnisic ar unda iyos axloshi gvirchevnia gvyavdes!
getanxmebi, ogond ar mesmis ra gikvirs.
mamchemic iko im omshi ogond dabrunda, kantuziit, gafuchebuli nervebit, dachrili da a.sh.
magram ra?
cels kinagam tavi moikla – pensiis asagebad ver amtkicebda imas ro ibrzoda. vot lol
manamde shexvda shemtxvevebi sadac krtamic ki motxoves, carmoidgine adamiani romelic tbilad ijda ak eubenba adamians romelic ikidan kantuziit dabrunda da sheizleba verc dabrunebuliko – rom fuli gadaixados imashi rom am sitboshi mjdomma daamtkicos kagaldze is rac iko realurad.
am saxelmcifom mteli cxovrebis ganmavlobashi ARAFERI ar gamiketa (cudis garda) da me ver vxvdebi ratom unda gavuketo rame me.
da jariskacebi politikistvis koveltvis egre ikvnen da iknebian samcuxarod – “MYASO”.
მართალი ხარ შენ ტკივილს ვერავინ შეგიმსუბუქებს მთავრობამც რო მოგაქციოს ყურადღება და თუგინდ მილიონები მოგცენ, განა ვინმე გააცოცხლებს მამაშენს?
ღმერთის ხო გწამს, ხო გჯერა რო არსებოს მხოლოდ მისი იმედი უნდა გქონდეს! ამქვეყნად იმდენი ადამიანია რომელთა არსებობა მართლაც რო უაზროა, და რას აკეთებენ ამქვეყნად? უფრო და უფრო ცოდვილი ხდებიან…
სიკვდილს ვერაფერი შეცვლის და ილოცე მამაშენისთვის, გწამდეს რომ ის სასუფეველშია რომლის მირწევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის მართლაც რომ ბედნიერებააა. თუგინდ მარტო სენთვის იყოს გმირი ის უფალთანაა, მასზე მეტად კი ვერავინ დააფასებს მამაშენს.
imdenad kargad vici ras nishnavs mteli cxovreba mama ro gyavs gverdze,axlac ki,22 clis ro vxdebi,rm carmovidgen,rodesme agar iqneba,lamis me movkvde…shesabamisad, sul ar mikvrs,ro gmir mamas saxlshi myofi mama gerchia…da mit umetes mashin,roca gmirebi marto qvebse amosakvetad chirdeat…da gmirebma omi ver moiges imito ro gmirebsac iyeneben :I
ubralod,arsebobs idealizmi da kidev,sheni mica ufro metia vidre saxelmcifo. . .
hm… ორი წლის წინ მამაჩემს გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭეს იმის გამო რომ 93ში სოხუმში დახვიტეს… ბოდიში და გაიკეთონ უკან! რაში ჭირდება მამაჩემს ახლა ის ორდენი ან მე? ააა გმირად აღიარეს?! აუფ მადლობა… სიმართლე ის არის რომ მთავრობას ასი წელი ფეხზე კიდია… 27სი სოხუმის დაცემის დღე კაციშვილს არ გახსენებია! წავიდნენ ერთი მაგათი!
პ.ს. მამაჩემის საფლავიც კი არ მაქვს… ვისი გულისთვის?!
absoliturad swori logikaa..roca zog-zogierti rbil savarzelshi zis chveni mamebi iq igupebian da gvanugesjeben rom gmiris shvilebi var..:(
saertod me profils ar vuyureb, radgan es aris wminda psiqologiorgi gadacema rogor unda imoqmedo publikaze.
რასაკვირველია, დიდი ტკივილით დაწერილი სიტყვებია.თანაგიგრძნობთ. ობლობა არ არის ადვილი. ალბათ, თქვენი მშობლების თაობის ვარ და თავს უფლებას მივცემ ამ საკითხს სხვა კუთხიდან შევხედო.თქვენი მამებისთვის სამშობლო, მშობლიურ მიწა განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენდა და ალბათ, რაც თავისი ქვეყნისთვის გააკეთეს, უპირველეს ყოვლისა, მათი პირადი არჩევანი იყო და ხშირად , ისინი, იმ დროს იმაზე არ ფიქრობდნენ, რომ თუ დაიღუპებოდნენ-მათი შვილები ობლები დარჩებოდნენ.ამას გარდა, როგორც წესი, არავინ ფიქრობს, რომ სწორედ ის დაიღუპება მაინც და მაინც. სხვა არის, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ვალდებული, რომ ასეთი მამულიშვილების ოჯახებს ჭეშმარიტ დახმარებას უნდა უჩენდეს და არა, პლაკატურსა და ფორმალურს.
gipsy, გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ადამიანები იბრძვიან, ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ გარდაიცვლებიან, რა მოუვა მათ ობლად დარჩენილ ბავშვებს და რომ ბრძოლა მათი პირადი არჩევანია, მაგრამ ვერც ამის შეგნება, ვერც სახელმწიფოს ყურადღება (როგორიც არ უნდა იყოს ის), ვერ აანაზღაურებს ადამიანის დანაკლისს ოჯახში. ვერ წარმომიდგენია, ისეთი რა დახმარება უნდა აღმოგიჩინოს სახელმწიფომ, რომ მამის სიკვდილი აგინაზღაურდეს. შანსი არაა.. ადამიანი არ არის, აღარ არის და ამას არაფერი ეშველება.
დაკარგული სიცოცხლე არაფრით ნაზღაურდება და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაში ამის სანაცვლოს მიღება არ მიგულისხმია, ნამდვილად
ეს ისეთი საკითხია, რომ ყველაფერი ინდივიდუალურ აღქმამდე და შეფასებამდე დადის…
და საერთოდ რთული საკითხია, ერთ მხარეს ე.წ. პატრიოტიზმი, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, ენა მამული სარწმუნოება დგას, მეორე მხარეს უმამობა, მიტოვებულობის განცდა, გადაგდების, დაუფასებლობის, ცუდად გამოყენებისა და უაზრობის განცდები, მესამე მხარეს ფასადურობა, პიარი, ცინიზმი და ა.შ.
არჩევანის საკითხია რომელ მხარეს დადგები… და არცერთი არჩევანი არაა და ვერაა მცდარი…
პ.ს. ჩემს ბლოგს ვაკეთებ (ვერ დავადგი საშველი :) კაი ხანია) და შესავალში ვწერ ვინ არ უნდა შემოვიდეს იქ :) ერთ-ერთი პუნქტია – ვისაც გადაცემა პროფილი მოსწონს და/ან 3 გადაცემაზე მეტისთვის უყურებია :)
მესმის ზუსტად რასაც ამბობ პიკო და ნაწულობრივ გეთანხმები კიდეც.
მაგრამ მე ლიჩნად ვარჩევდი ავტომატით ხელში მოვმკვდარიყავი მაგ დროს როცა მამაშენი დაიღუპა,კიდევ ქეთის მამაც. ვიდრე სკამზე ვმჯდარიყავი და ტრაკი გამესივებინა.
მე ასე ვარჩევდი-დამიფასებდა ამას ვინმე,გაიგებდა თუარა მაგარი ყლეზე მკიდია,მე ასე ვისურვებდი სიკვდილს
მეც გულწრფელად თანავუგრძნობ ყველა ამ ადამიანს, თანავუგრძნობ როგორც რიგითი მოქალაქე.
სამწუხაროდ ხელისუფლება ამ ადამიანებთან მიმართბებაში არ არის ადეკვატური.
ნაწილობრივ გეთანხმები, ეჭვი მეპარება აქ ვინმე იყოს ისეთი ვისაც ახლა ჩემზე მეტად ესმის შენი. მეც ვფიქრობდი ოდესღაც შენსავით. ვის რაში ანაღვლებს და აინტერესებს ვინ იყო, რამდენი ხალხი გადაარჩინა და რატომ იყო ომში მეთქი. ახლა რაში მაინტერესებს ვინ რას იტყვის მასზე? მას ხომ ეს იმიტომ არ გაუკეთებია რომ მერე ვინმეს მისთვის ძეგლი დაედგა და გმირად გამოეცხადებინა. უნდა იფიქრო იმაზე, რომ მთავარია შენ იცი მიზეზი რატომ არაა ის აქ. მე პირადად სულ არ მჭირდება არც ის ქვაზე ამოტვიფრული სახელი და გვარი, და არც მისი გმირის წოდება. მთავარია მე ვიცი რის ფასად აღარაა ის ჩემთან და ვფიქრობ რომ სწორადაც მოიქცა. ძაან ძნელია ამის თქმა, მაგრამ მე მართლა ასე ვფიქრობ.
მადლობა ღმერთს მამაჩემი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ დაიღუპა ბევრი მისი მეგობარი რომელთა სახელებიც სამწუხაროდ დღეს მხოლოდ მის თანამებრძოლებს ახსოვთ. ანუ ამ ქვეყანაში არც სახელი არის “გარანტირებული” გმირობისთვის…….
დღეს იქით მიდის საქმე რომ მალე პოლიციელის სამსახურეობრივი გარდაცვალების გამო, სახელმწიფო მათი დაკრძალვის ხარჯებსაც აღარ გაიღებს..ხალხო გამოფხიზლდით…….
მე მინდა მყავდეს მკვდარი გმირი მამა.
და არა ცოცხალი Yლ@, რომელსაც პირველი შვილიშვილიც კი არ უნახავს.
:(
სუბიექტური მხარე გასაგებია, ახალგაზრდა ადამიანის ტკივილი, რომელსაც გვერით მამა უნდა, მაგრამ მეორე მხარეც არის. გაგრაში დარჩენა და სრულიად უცხო ადამიანების დახმარება მამშენის ინდივიდუალური არჩევანი იყო. ალბათ მის არჩევანსაც უნდა სცე პატივი. სტატუსები, ლითონის ნაგლეჯები და რიტორიკა გეტანხმები უაზრობაა
ხო, კიდევ ერთი, ეჭვი მეპარება გადარჩენილებს გადამრჩენელი არ ახსოვდეთ
იყო და არა იყო რა – ეს იყო ომი….
ომი რომელიც რეალურად ომი არ იყო….რომელიც ვიღაცეების უტვინო თავების გამო დაიწყო….და რომელზეც ადრე თუ გვიან ყველა იტყვის რომ დადგმული სპექტაკლი იყო…
მაგრამ ტკივილი,რომელიც ომმა მოიტანა – რეალური იყო…
დაკარგული ადამიანები და უმამოდ გაზრდილი ბავშვები… ეს არ იყო ტყუილი… როცა ომზეა საუბარი,როცა გარდაცვლილ ადამიანებზეა ლაპარაკი სურვილი მიჩნდება რომ ყველას ვინც ომი დაიწყო სიკვდილის ბოლომე ის განსაცდელი გადავატანინო რაც მაშინ გადაიტანეს ადამიანებმა…
თავისთავად არ მინდა რომ მამას რამე მოუვიდეს, რომ საერთოდ ომი იყოს და იმ ომშო ხალხი იღუპებოდეს. მაგრამ თუ სიკვდილზეა საუბარო ომში გმირად დაღუპული მამა მირჩევნია კაიფში გაპარულს.
ვაჟკაცები იყვნენ ის ბიჭები და გმირულად დაიღუპნენ ნამდვილად. ესააა ერთადერთი ნუგეშჳ მათი ოჯახებისათვის, რომ მათ სიცოცხელ უაზროდ არ გასცირეს. და რომ ისნი ნამდვილად გმირები არიან.
ყველაფერში ვერ დაგეთანხმები… თითოეული ის ადამიანი იქ სამშობლოს დასაცავად იდგა და არ იცავდა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. ვიცი რა საშინელებაა, როცა პატარა ხარ და მანქანის ყოველ გავლაზე გგონია ახლა მოვა მამა არა ახლაო… ძალიან მწარეა… კიდევ უფრო მწარეა, როცა ეს ლოდინი უშედეგოა. მამაჩემს ხელფასიც კი არ აუღია იქ ყოფნისას: ჩემი ქვეყნის დაცვაში ფული როგორ ავიღოო და არა იმიტომ, რომ მერე ან გმირად ეღიარებინათ, ან როგორმე დაეფასებინათ. დღემდე ვეტერანის შემწეობებსაც არ იღებს…
ჩვენი მამები ჩვენი სიცოცხლისათვის იბრძოდნენ, ნინ!
შენი პოსტისაც ბოლომდე მესმის, მაგრამ ისიც უნდა დავსძინო, რომ წინარები იმაზე არ ფუქრობდნენ, ვის რა დაუფასდებოდა. თუ ადამიანი ამაზე იფიქრებს, ეს ცარიელი ანგარებაა და მეტი არაფერი! :)
თანაგრძნობასთან დაკავშირებით ზუსტად მასეთი დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ no comment
დოდკას კომენტარზე დავიშოკე… სადღაც მართალია ალბათ.
ეეეეეეეეეეეეეეეე ძმაოოოოოოო რას ამბოოოოოობ შენ…. ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე… ცოტა აზრზე მოდი ბიჭოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!! ნუ დანებდები ცხოვრებას….. მე მართალია მამა ცოცხალი მყავს, მაგრამ მაინც უმამოდ გავიზარდე…… მამის სითბო არც მე მიგრძვნია ძმაოოო მაგრამ ეგ იმის უფლებას არ გაძლევს ეგეთი ამაზრზენი რაგაცეები ილაპარაკო… ეგრე მხოლოდ “ლაჩრები” იქცევიან…. ხალხს შეიძლება დაავიწყდეს მაგრამ ქვეყანას არასოდეს არ დაავიწყდებაააააააააა… !!!!!!!!!გაიგეეეეეეეეეეეე…. ისე იცხოვრე რომ მამის სახელი არ შეარცხვინოოო თორემ რომ შეხვდები თვალებში ვერ ჩახედავ….
ნახე, პასუხ-პოსტი? http://cartveli.blogspot.com/2010/12/blog-post_27.html
მადლობა, გიგა
ძნელია და გასაგები ჩემთვის, 90-იანი წლები უმამოდ გამოიარო.
მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: მამაშენის მსგავსად ცოტა ადრე, სხვისი მამები რომ არ დაღუპულიყვენ გმირულად, კიდევ უფრო ადრე მაგათი მამების მამები და ა.შ. უფრო ადრე და ადრე, იქნებოდა საერთოდ მამაშენი? ან მამაჩემი? ან შენ??? ამაზეც დავფიქრდეთ.
ნუ ჩამითვით ჭკუის სწავლებად, უბრალოდ ამ კითხვაზე გულში მაინც დავფიქრდეთ . . . . . .
შემოგევლე ლაშა ძმაო…გაიხარეეე…….იცოცხლეეეე…..კარგი ნათქვამია.სანამ ასეთები არიან ამ ქვეყანაში როგორიც ამის ავტორია არაფერი გვეშველება….
პიკოლინა
ერთ ამბავს მოგიყვები
2008–ში მომიწია ომთან ასე თუ ისე შეხება, რადგან ჯარში ვიყავი მაშინ.. ხელფასისთვის.
ჰოდა ჩვენთან მოვიდა 52 წლის კაცი, აფხაზეთის ომგამოვლილი.
არ შეიძლებოდა მარა იმდენი იჩალიჩა რომ ბოლომდე ჩვენთან იყო ის დღეები.
ტიპაჟი – აი გლეხი რა.
დამაინტერესა რა ტიპია, რა მოტივები აქვს – აჟიტირებადი მასტია, აფექტური, ომის ნოსტალგია აქვს, ბოღმა ამოძრავებს თუ რა. ჩავეძიე მოკლედ.
მოკლედ, მე ვერ წარმომიდგენია სახლში როგორ უნდა ვიჯდე და ჩემებს, ჩემიანებს გვერდში არ ვედგე, მარტო დავტოვოო, როგორ შეიძლება თქვენ მიგატოვოთ და მე ტელევიზორს ვეჯდე, აქ რომ არ მოვსულიყავი ეგ უკვე მიტოვებააო.
მაშინ ვერ დავამუღამე მარა მაგის მერე გამხსენებია ხშირად და ნელ–ნელა რაცხას ვხვდები მგონი.
ახლა წარმოიდგინე ადამიანი იხრჩობა, ცურვა ქე იცი მარა სარისკოა – ეცდები გადაარჩინო? ან ცეცხლმოკიდებულ სახლში შეხვალ ბავშვის გამოსაყვანად? ხდება ცხოვრებაში ისეთი სიტუაციები, როცა არჩევანი უნდა გააკეთო და ერთნი ერთს ირჩევენ, რაღაც კატეგორიას კიდე სხვანაირად არ შეუძლია – მათ არჩევანი არ აქვთ.
მამაშენს შეეძლო ბერჯერ გაეკეთებინა სხვა არჩევანი, არ დამდგარიყო თავისიანებთან ომში, არ წაყოლოდა ძმაკაცს ჩხუბში – მაშინდელ დროს თავისუფლად შეეძლოთ ჩხუბში მოეკლათ და ა.შ. და ეცხოვრა მთელი ცხოვრება როგორც ჩმოს ან დაღუპულიყო ავტოავარიაში, გაპარულიყო კაიფში, შეყროდა სენი…
მარა იქნება არჩევანი არ ქონდა.
არ ვიცი რამდენად პათეტურია ეს ამბავი და არც ნუგეშისცემა მინდოდა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ამისთანა ადამიანების განკითხვის უფლება ჩემი აზრით არ გვაქვს.
მათ შორის შენ პიკოლინა, თუნდაც როგორც შვილს.