19

სამარცხვინო აქცია და სიზარმაცე, ან პირიქით

Posted by piccolina on April 9, 2009 in Uncategorized |

გუშინ ბლოგის ბლოგის სტატისტიკაში რომ შეგეხედათ, აუცილებლად მიხვდებოდით, რომ რაღაცაც ხდებოდა. ეს რაღაც გლობალის გათიშვა იყო. ძალიან ბევრს გაეთიშა გლობალი, რის გამოც მსნ-ში სულ 2-3 კაცი მყავდა და ბლოგზეც ხანდახან თუ შემოაღწევდა ვიღაცა. ტეხზ მოკლედ.

http://www.wesleyjsmith.com/blog/uploaded_images/SayNo-Politics-701290.png

ხო, რახან გუშინდელი ვახსენე, ბარემ ჩემს სიზარმაცეზეც გეტყვით. გუშინ ლექცია უნდა მქონოდა, რომელზეც ყოველ წელს პირობას ვდებ, რომ ვივლი, იმიტომ რომ წლის ბოლოს ყოველთვის ჩაჭრის პირას ვარ (იმენნა ამ კაცთან). გამოიცანით რა ვქენი )) დავადე. აბა რა მექნა, ლოგინი ისეთ რბილი და თბილი იყო… თან გარეთ ისე ციოდა და ქარი უბერავდა… ასევე ჩემი სიზარმაცის გამო ჯერ არც კი მივკარებივარ მასალას, რომელიც ხვალისთვის საპრეზენტაციოდ უნდა მოვამზადო.

სულ ასე არ ვარ, ეგეთი ხელიდან წასულიც არ ვარ (ია ნე თაქაია), მარა მაქვს პერიოდები, როცა იარაღით რომ დამადგე მაინც ვერ გავაკეთებ ვერაფერს. არ შემიძლია ნუ.

ხო, ახლა რაც შეეხება 9 აპრილთან დაკავშირებულ აქციას, რომელსაც მე პირადად სამარცხვინოდ მივიჩნევ. მოდი, არავის არ შევადარებ და პარალელებს არ გავავლებ, უბრალოდ ფაქტებზე ვილაპარაკებ. ჩემი და და ლელე დილიდან ტელევიზოარში იყირებენ აქციას და იხევიან სიცილით. მე პირადად იმბეცილების მიერ ატეხილი ამხელა ამბავი სასაცილოდ არ მიმაჩნია. ჯერ ელემენტარულზე ვილაპარაკებ. უჭირავს რომელიღაც გონიერს მიკროფონი, რომელიც თავისი არსით ხმის გაძლიერებას ემსახურება და ღრიალებს ბოლო ხმაზე. ემოციურად კი არ ლაპარაკობს, ყვირის. ეგ იგივეა, რომ საკლასო ოთახში, სადაც სიჩუმეა, მასწავლებელმა ყვირილით ახსნას გაკვეთილი. უკულტორობაა სხვა რომ არაფერი ვთქვა.

http://www.nma.gov.au/shared/libraries/images/exhibitions/behind_the_lines_2007/btl_2007_large/seen_to_be_green/garrett_scream_large/files/21777/Seen_to_be_green_Garret_scream_w480.jpg

მერე კიდევ რომელიღაცა გონიერი გამოდის და დედას აგინებს სააკაშვილს. მას, რა თქმა უნდა, რბილი სკამი უნდა, საიდანაც შემდეგ უკვე ხალხს აგინებს. არ მიმაჩნია ნორმალურად პოლიტიკოსისგან გინება. ლანძღვა კი არა, გინება. თავისი დედის და მისი ორგანოების მოკითხვებიანი გინება.

კიდევ ერთი გენიოსი დგას და ქართულ კულტურაზე საუბრობს და ხალხს მოძღვრავს. უკაცრავად რომგეუბნებით, მაგრამ ზუსტად მაგ ადამიანმა ცოლ-შვილი ულუკმა-პუროდ მიატოვა რუსეთში და თბილი სკამისკენ წამოვიდა აქ. ულუკმა-პუროდ ისე არ მითქვამს, მართლა ეგრე მიატოვა. ლამის მათხოვრადაა ქალი გადაქცეული. მააპტიეთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ოჯახს ტოვებს ასე, იასნა ის ხალხსაც ეგრე დაიკიდებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – დგას ეს გენიოსების ჯგრო ტელევიზიასთან და მოითხოვენ გაგვაშუაქეთო, მარა რამდენადაც ფიქროაბენ, რომ მხოლოდ მოთხოვნა არ კმარა, მთელი ძალით, ყველა ერთად, ჯგუფურად (საქართველოს სიყვარულით) აწვება კარებს. ან იმ საწყალ კარებს რას ერჩიან, ან იქ მომუშავე ხალხს. უბრალოდ უკულტურობაა ასე მოქაცევა.

რაც მთავარია ეს ყველაფერი დიდად ახარებს რუსეთს, რომლის ტელეარხებიც ყოველ წამს გადასცემენ, აი, ამდენი ხალხი (ათობით ათასი, მათი თქმით) მიშას წასვლას მოითხოვს, რა კარგიაო.

კიდევ ერთი საინტერესო რაღაც, ციტატას დავდებ დოდკასგან :

უამრავი ფერად-ფერადი დროშები და თითქმის არსად ჩანს ქართული. ყველა პარტია თავის წარმოჩენას ცდილობს.

ზუსტად არ ვიცი ახლა რა ხდება აქციაზე, მაგრამ თუ ბევრი ხალხი არ მისულა, კიდევ მექნება იმედი, რომ ქართველები ოდესმე გამოვლენ სიბნელიდან.

p.s. არა, ნათელაშვილი მევასება, ეგ იყოს.

ამჯერად ნაპოვნი სურათები არ მაქვს, იმიტომ რომ პირველი 2ის ძებნისას საინტერესო ვერაფერი ვნახე )))

Tags: , , , , , , , , , , ,

19 Comments

  • pink panthere says:

    guli mereva drevandel aqciaze da gansakkuTrebiT liderebze!

  • zina says:

    რა გინდა, დაასაქმეს ამდენი უმუშევარი. ყოველ დღე 3სთ-დან 9სთ-მდე სამსახურში ივლიან და გაერთობიან! ვაი, ჩვენს პატრონს!
    რა გითხრათ,რით გაგახაროთ?!

  • nino says:

    shaliko mec magra mevaseba, erti periodi magisi plakatic ki mqonda gakruli otaxshi :)
    es xalxi ki zustad igive brboa romelic agvistos omis dros misha magarias gahkioda da cekvavda da mgeroda roca piradad me da kide uamrav adamians saxlebs gvibombavdnen, eseni putinsac dauchoqeben da tayvans scemen, iseve rogorc sxva danachenebze aketebdnen….

  • piccolina says:

    @nino – ნინო, ზუსტად ამ პოსტში მიწერია მაგ აგვისტოს მიტინგის შესახებაც : http://iasamani.wordpress.com/2008/08/12/%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%9b%e1%83%98/

    @zina – ზუსტად უსაქმური ხალხის ერთად შეყრით უნდათ ქვეყნის გადატრიალება. ჩემი აზრით ჟალკი იდეაა, მარა რუსეთს რომ კითხო, ათობით ათასი კაცი დგას თურმე იქ )))

  • alex says:

    mixaria rom xalxxi ar gavida, aSkarad progresia… eg bnelebi kide verafers ver miagceven da sabolood gadaSendebian TviTon!!!!

  • Nikoloz says:

    piccolina

    რაგინდა ჩემთან კარგად იყო სტატისტიკა შენროარგევასება ეგ უცხოელები შემოდიოდნენ :D მასწავლე კიდე რა როგორ დავაპიარო ბლოგი და მიშას გადავაყენებ

  • натурщица says:

    შენ გუშინწინ და მე დღეს ვაცდენ ლექციას.
    რატომღაც მგონია რომ მაგათი ყაყანი აკადემიაშიც მომწვდება ყურამდე და საკუთარ ნერვს გავუფრთხილდი.

    და საერთოდაც გასატყეპი ხარ შენ პიკ,
    და მეც.
    რამდენი ხნის წინ მოვილაპარაკეთ ა? :უსერ:

  • piccolina says:

    @Nikoloz – რომელი უცხოელები რომ არ მევასება?
    ენივეიზ, შემთხვევით თუ შემოდის ხანდახან ვინმე უცხოელი, ძირითადად ქართველები კითხულობენ (ნუ ქართულად ვწერ და) შესააბამისად გლობალის გათიშვა იწვევს იმას, რომ ვეღარ შემოდიან ))))

    @натурщица – აუ მართალი ხარ, ნათი. მორჩეს აქციები და ვქნათ რამე ))

  • daliela says:

    მე იმედი მქონდა უცნობი გივის იყვირებდა და ტელევიზორს მივასლევდი გუშინ ,მაგრამ არ გამიმართლა გიიიიივიიიიიიიიიი
    :(

  • Erwin_Rommel says:

    თქვენ სუშის ისტორია იცით? :))

  • Irma says:

    kii mitingit araperi gamouvidat da exla vandalizmze gadavlen, rusetidanac chamodian momxreebi xom .
    Exla magat rom erti tmis geri chamouvardet ruseti agresiaze gadmova rom tavianti moqalaqeebi “daicvan” rogorc osetshi.

  • piccolina says:

    @Erwin_Rommel – ა შტო ს სუში?

    @Irma – მეეჭვება რომელიმე იმ აქციაზე მყოფი ხვდებოდეს მაგას. წეღან ტელევიზორში ვუყურე რაღაც ინტერვიუებს და შემრცხვა რომ ასეთი გონება შეზღუდულია ხალხი

  • Erwin_Rommel says:

    ეე პიკო, ჩამორჩი ცხოვრებას :)) ტელევიზორს არ უყურებ? (კაი არც მე ვუყურებ, მაგრამ შევესწარი) ნუ გრძელი ამბავია, მივედი ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად და ტელევიზორი იყო ჩართული (კავკასიაზე) ხოდა გუბაზ სანიკიძე ყავდათ სტუმრად და გაბრაზებული ამბობს ასეთ წინადადებას “ხო ხედავთ ხალხო მაგას სუში უყვარს, მაგას ქართველობისა აღარეფერი სცხია”… სააკაშვილზე თქვა, ფორუმზეც დავწერე სადღაც :) ნუ ჯერ ეს ხო ძაან სირცხვილია მაგრამ მიტინგის პირველ დღეს, გამოდის სიტყვით ძიძიგური და ის ამბობს ხალხოო მაგას სუში უყვარსო :D ისეთი მიდგომა აქვთ მე ვწითლდები მაგათ მაგივრად :( დაიჭირეს იაპონიის აგენტობის ფაქტზე :-)

  • piccolina says:

    @Erwin_Rommel – ლოოოოოოოოოლ
    ეგ როგორ თქვა ))) ესეიგი მეც არ ვარ ქართველი, იმიტომ რომ პიცა მიყვარს და ნაყინი და ნაყინიც ხო არაა ქართული (სადღაც სხვაგან მოიგონეს ეგ)
    და შენც არ ხარ ჭეშმარიტი ქართველი იმიტომ, რომ ფსიქოლოგიაში პოსტავ და ფსიქოლოგია ხო არ არის ქართული (მაგასაც სხვაგან აქვს ფესვები)

    ახლა ბლოგი განაახლე და ორივე თანაბრად არაქართველები ვიქნებით )))

  • Irma says:

    Chemma axlo megobarma mitxra, isetma imis natqvamshi echvi rom ar shemepareba, chemi kurit movismineo rustavelis metrostan ori kaci laparakobda sopluri kilotio, dgeshi or lars gvadzleven aq rom movideto. ori lari gadaamravlet 50000ze tunda 30000ze, didi puli aqvt chadebuli am aqciebshi da mag puls chrdiloetis suni rom asdis gregic ki mixvda.

  • Erwin_Rommel says:

    ხო პიკო, ჯერ ეს სუშის მოყვარული გავისტუმროთ და მერე შენთვისაც მოვიცლით, შე იტალიელების აგენტო :mad: ეგ კი არა და ქართველი ნაციონალ სოციალისტები აღმოვაჩინე ჩემს გარშემო და როცა ავუხსენი რომ გონებრივად ჩამორჩენილები იყვნენ საქართველოს მტრად შემრაცხეს )))))))) კომპლიმენტად მივიღე… ეს ფსიქოლოგია და კომპიუტერი ეშმაკის მოგონილია იმისთვის რომ ხალხი დააზომბირონ… სოროსელებო საქართველო არ იყიდება :D

  • piccolina says:

    @Irma – მაგდენი ხალხი სულ არ არის იქ, ირმა. არ მიდის უბრალოდ ხალხი

    @Erwin_Rommel – შეგრაცხავდნენ, აბა რა იქნებოდა, პირადად მათ მიაყენე შეურაცხყოფა )))
    მე ვარ სოროსელი, ერვინ, მე მივყიდე სული სოროსს

    ერვინ, ბლოგი აღადგინე რა )))
    და შენი რამე მესენჯერი მომეცი, ჭეშმარიტ სოროსზე უნდა აგესაუბრო პირადად :ყეს:

  • Erwin_Rommel says:

    :D ეხლა ერთი ანეკდოტი გამახსენდა, მაგრამ გრძელია და მოყოლა მეზარება… ადამიანების შემწყნარებლობაზეა :))
    ბლოგის აღდგენა მეც მინდა,თავში იმდენი რაღაცები მომდის ხოლმე რომ… უბრალოდ ეხლა ძალიან დაკავებული ვარ და ბევრ დროს ვერ დავუთმობ.

    py_programmer სკუპეა ეს… და ბარემ:

    აი ხალხო როგორ შეუძლიათ ჩემნაირი პატიოსანი ხალხის გადაბირება სოროსელებს :)) რამე უნდა მოვახერხოთ თორე გავჩინელდებით (ეგენი ხო ბევრნი არიან და თან ხო სააკაშვილს აქვს გეგმა, რომ სულ ჩინელები ჩამოასახლოს)

  • piccolina says:

    @Erwin_Rommel – ერვინ, გეშინოდეს, ბოროტი ძალების ხელში ხარ ამიერიდან )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.