15

ენდეთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგაქცევთ

Posted by piccolina on December 22, 2009 in Uncategorized |

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ უჩნდება პროტესტი მსგავსი მარაზმების წაკითხვისას :))) რა ვქნა, ყოველ შემთხვევაზე აღშფოთებას ვერ ვმალავ :))

ქართველი ფსიქოლოგების არაფსიქოლოგობაზე. ამჯერადაც იგივე ამბავია, ოღონდ პოსტს მასალაც მოყვება (მადლობა ნატოშას).

დასაწყისისთვის მხოლოდ ერთს დავაკოპირებ. ხევ ფან:

- უცნაური შეკითხვა მაქვს: რა დონეზეა გამართლებული, როგორც მორალურად ასევე ჯანმრთელობისთვის შეყვარებულების ურთიერთობა? თითქოს დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე თავს, რომ ასე ვტანჯავ…ჩვენი მოფერება ლოყაზე კოცნას არ გაცილებულა და ვხვდები, რომ ეს მისთვის ძალიან ძნელია. ვერ ვიტყვი, რომ ცოტა მეტის სურვილი მეც არ მაქვს, მაგრამ საშინლად შებოჭილი ვარ “ტრადიციებით”.

- პირველ რიგში გეტყვით, რომ თავშეკავება ჯანმრთელობაზე არანაირ მავნე გავლენას არ ახდენს, პირიქით თავშეუკავებლობა და შემთხვევითი სქესობრივი კავშირები ხდება მრავალი, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში, დაავადების საწინდარი.  როდესაც ქორწინებაში არა მყოფ წყვილს აქვს სქესობრივი ურთირთობა, ეს ბევრ პრობლემას უქმნის მათ. ჯერ ერთი ეს ხდება ფარულად, რასაც დიდი დისკომფორტი და ნერვიულობა ახლავს,  ხშირად ასეთ კავშირს მოჰყვება ე.წ. არასასურველი ორსულობა და აბორტის საშინელი ცოდვა, გარდა ამისა, მამაკაცი, როდესaც ქალი ადვილად მისაწვდომია, აღარ ჩქარობს მასთან ოჯახის შექმნას.

ქორწილის დროს პატარძლის თეთის კაბა მისი უბიწოებსისა და სისპეტაკის სიმბოლოა. თუ ჩვენ დღეს  ამ ტრადიციაზე უარს ვიტყვით, ხვალ ცოლ-ქმრულ ერთგულებას შევაქცევთ ზურგს, შემდეგ შეიძლება ერთ სქესიანთა შორის ქორწინებასაც ავუნთოთ მწვანე შუქი. ასე დავკარგავთ ადამიანურ სახეს, ცხოველებს დავემსგავსებით და ინსტიქტებით ვიცხოვრებთ.

თუ თქვენი შეყვარებული ასე იტანჯება, რატომ არ ქმნით ოჯახს?  ოღონდ არ თქვათ, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ხართ. თუ სრულწლოვანები ბრძანდებით, თუ ერთმანეთი ნამდვილად გიყვართ, მაშინ იურთიერთეთ, როგორც შეყვარებულებმა და არა როგორც საყვარლებმა და როცა მიხვდებით, რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებთ, შექმენით ოჯახი.

თუ არადა აქ დააწკაპუნეთ და პირდაპირ შესაბამის გვერდზე მოხვდებით.

იქვე ფსიქოლოგია რომ არ ეწეროს, ვერც კი გავიფიქრებდი, რომ ამ ყველაფრის დამწერ ადამიანს ფსიქოლოგობას აბრალებენ :))) შეიძლება იფიქრო, რომ მღვდელთან არის კითხვა, ან დაქალი ცდილობს რაღაც ურჩიოს დაქალს, მაგრამ ფსიქოლოგია, დამეთანხმებით, ზედმეტად შორსაა ამ ყველაფრისგან :)))

ზუსტად არ ვიცი ახლა, უნდა გამეცინოს (იმიტომ, რომ ამ ხალხს მაინც არაფერი შეცვლის), თუ დავიგრუზო, იმიტომ, რომ ისინი არსებობენ… შესაბამისად, ისიც ვერ გადამიწყვეტია, რა კომენტარი უნდა გავუკეთო :))) პირველ კურსელიც კი არ დაწერდა მგონი ასეთ მარაზმს. ან ამ ადამიანს ფსიქოლოგიის შესახებ 1-2ჯერ აქვს გაგებული, ან უნდა ვაღიარო, რომ ფსიქოლოგობასაც ნიჭი უნდა, რომელიც, სამწუხაროდ, დიპლომს არ მოყვება :)))

დანარჩენი მსგავსი მარაზმებისთვის შეგიძლიათ მოინახულოთ ეს გვერდი. ხო, იქ სადღაც ელ-ფოსტაც ქონდათ მითითებული (რატომღაც იაჰუს ხმარობენ), ხოდა მივწერე, ან სახელი გადაარქვით მაგ გვერდს და კითხვა მამაოსთან ან კითხვა დაქალთან დაარქვითმეთქი, ან დაგეხმარებით პასუხის გაცემაში, თვარა ნამეტანი სამარცხვნოათქო :))) თან ეს ”ეკლესია” პასუხები ძაან ტეხავს. იქნებ ვაფშე მუსულმანი გისვამს კითხვას. მას არ უნდა დაეხმარო სარწმუნოების გამო, თუ ისიც უნდა გაქრისტიანდეს, რომ შენმა პასუხებმა უშველოს? ეგ იგივეა, გთხოვონ, მუსულმანი გახდი და ყველა პრობლემა მოგეხსნებაო :)))

მაგრამ ამ დროს კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ საქართველოში ვარ და პასუხი ან საერთოდ არ მოვა, ან მოვა და ”შევ ვინ მიგდიხარ, შვილო” ტიპის იქნება (აბა იქ სპეტაკი სულის ადამიანი პასუხობს კითხვებს და…). ხოდა ამიტომ გადავწყვიტე, თვითონ ვუშველო საკუთარ თავს და გავხსენი ახალი ბლოგი : http://kitxvebi.wordpress.com/ . ამ ბლოგზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ, ნახოთ სხვადასხვა საიანტერესო სტატიები ფსიქოლოგიის შესახებ (რომელიც ახლა არ არის) და დასვათ კითხვები, ან ნახოთ სხვების კითხვები პასუხებიანად ;))) ნუ ამ დღეებში მივხედავ თავის დიზაინ-რაღაცეებიანად ბოლომდე. ისე, უკვე ფუნქციონირებს

ჯერ არ ვიცი, რა გამოვა და როგორ და რაღაც, მაგრამ ეთ ლისთ ზემოთ ხსენებული მარაზმები არ იქნება :)))

15 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.