10

აფდეითები

Posted by piccolina on November 23, 2010 in Uncategorized |

მივხვდი, რომ ამ ბოლო დროს იმიტომ კი აღარ ვწერ ბლოგზე, რომ არ მეპოსტინება. უბრალოდ პოსტვას გადავეჩვიე :))

ეგ არაფერი, ისევ მივეჩვევი

ბევრი ცვლილება ხდება ამ ბოლო დროს. დიდ ნაწილზე ვერ დავწერ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სამსახურს ვიცვლი, უნივერსიტეტიდან მოვდივარ და კიდევ რაღაც პროექტზე ვმუშაობსავით

უი, მართლა, ბლოგის თემა შევცვალე. შეამჩნიეთ? იდეალური სისწრაფით არ იტვირთება, თუმცა მგონი ეს უფრო ჩემი ნეტის ბრალია

პოსტის დაწერა მინდოდა იმაზე, რომ ჩემი სახლი ინგრევა და იმაზეც, თუ რას აკეთებს ამის საპასუხოდ სახელმწიფო, მარა ამაზე ცალკე პოსტს დავწერ.

თუმცა, რაღა ცალკე, მოკლე ინფორმაციას აქვე დავწერ. ძველი იტალიური ეზოა და ინგრევა. სახელმწიფომ გვითხრა, ხოო, გასახლდით, თორემ თავზე ჩამოგენგრევათო და ქირისთვის ფულს მოგცემთო. აბა გამოიცანით, ქირის ფულს რამდენს იხდიან?

200 ლარს :)) 5 სულზე მეტი თუა, ცოტა მეტსაც მოგცემთო, მარა ძალიან მაინტერესებს, სად უნდა იპოვო ბინა 200 ლარად, თან ისე, რომ 4 კაცისთვის ფეხზე დასადგომი და ნივთების დასადები ადგილი მაინც იყოს. ვერ იპოვი

პლიუს მე, როგორც დევნილს, სახელმწიფოსგან მეკუთვნის ბინით უზრუნველყოფა. ხოდა მაგაზეც მზად აქვთ პასუხი. ნუ ახლა ვერაფერს მოგცემთო, მარტო რეგიონებში შეგვიძლიაო და მანამდე თუ გინდა, ხიდის ქვეშ დაიძინე, მაგრად გვკიდიაო

ნუ… მგონი ძირითადად ეს არის

ა, ხო, ბოლოში აი ეს:

საშინლად მომწონს :)) ოღონდ არ ვიცი, საიდანაა

Tags: , , , , , , , , ,

10 Comments

  • რაღაც ანიმეა მგონი.

    მეც მინდოდა მაგ თემაზე ჩაღრმავება, ანუ დევნილების გამოსახლების და რეგიონებში ფართის შეთავაზებაზე. იქნებ მოვაბა თავი. და შენც :)

  • Kate says:

    ბლოგი ისე მომწონს, მეტი რომ არ შეიძლება. ულამაზესია. და ძალიან გიხდება შენ. არ მომწონდა ის ფეხებიანი ქალი. ეს კი ჩუპს სმაილია. მოკლედ ძალიან მომწონს.
    ბინას რაც შეეხება ძალიან მეწყინა მართლა. წარმომიდგენია ახლა რა განწყობაზე ხართ მთელი ოჯახი. 200 ლარი ხო სასწაულად ცოტაა. ბინის ქირაობა 200$ ღირს ძირითადად.

    დიზაინმა უფრო საყვარელი გაგხადა. :**

    პ.ს. კომენტარების გამოწერას თუ გააკეთებ, შემეძლება მეილზე გამოვიწერო. რავიცი, თუ შესძელი.

  • Lord Vader says:

    ალისას ანიმეს გავს. :)

    ძაანაც სწრაფად იტვირთება.

  • Zurriuss says:

    შენც დევნილი ხარ კი არა და ამ ბოლო დროს ძალიან მომწონხარ. მგონი, შენში ძაალიან პატარა, მიკროსკოპულზე ოდნავ დიდი მონათესავე სული დავინახე ;)

  • piccolina says:

    @კატიე – კარგი აზრია :))
    @ქეით – მადლობა, ქეთ :* გამისწორდა :)) ვეცდები გავაკეთო, თუ მოვაბი თავი
    @ზურიუს – awww მართლა? <3

  • Ladybird says:

    პიკო, ძალიან ლამაზი დიზაინია <3

  • აუ დიზაინი მევასა ……. მმაგარიაა.. : )))))

  • Andy says:

    რაღაცა აფორიაქებული ვიყავი და აქ რომ შემოვედი დავმშვიდდი …. :)
    კარგი დიზაიანია , დევნილების თემა მტკივნეული :(

  • Infest says:

    Heart no Kuni no Alice

    ეგრე ჰქვია იმ მანგას :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.