აააახლა
მოკლედ ღამეა, 1-ს გადაცდა ახლა. მე ხვალ მაქვს კოლოქვიუმი და გადაწერის შანსი არ მაქვს. ნუ იდეაში უნდა მესწავლა. სწავლისთვის მორალურად ვემზადები უკვე 2 კვირაა, მარა რაღაც არ გამოდის რა. დავჯექი დღეს და ვერ ვსწავლობ ნუ.

პირველი თავი გადავიკითხე ზრდილობის გამო და ეგ იყო… ვზივარ ფეისბუქზე და ვთამაშობ მაფია ვორს თუ რაღაცას. ამასობაში იქვაე გავიცანი ვიღაც პორტუგალიელი, რომელმაც მსნში დამამატა და სურათებზე უსიმპატიურესი ტიპი იყო და კამერა ჩართო და… რაღაც ძაან არ გავდა სურათის ტიპს…
ოჯახში ყველა დასაძინებლად დაწვა და ერთი მე დავრჩი.
ბავშვი მეცადინეობსო, ზედმეტად ოთახის კარიც არ შემომიღეს )))
არადა რას ვიზამ ხვალ მაგასაც ვნახავთ… რას ვიზამ და ვერაფერს…
ძალიან გავზარმაცდი ბლიად. რამე ანტი საზაარმაცე წამალი არ არსებობს?
ახლა კიდევ რაღაც ლოგინისკენ მექაჩება…. რომ დავწვე ახლა ხო ვერ ვისწავლი და ჩავიჭრები, მარა რომ არ დავწვე ხომ მაინც აქ ვეგდები და ჩავიჭრები….
ომგ
რა რთულია ეს ცხოვრება ))))


9 Comments
ცხოვრება რთულია, მაგაში მართალი ხარ…
მეც კოლოქვიუმი მაქვს ხვალ.
მაგრამ სწავლას არ ვაპირებ. და არც მეძინება…
ეჰ.. პიკ… ანტი სიზარმაცის წამალი, რომ არსებობდეს მაგის ყოველდღიური მომხარებელი მე ვიქნებოდი ;) ..
ეგ ისეთი რამეა, რომ არ არსებობს მე მაქვს გეგმაში მაგის გამოგონება =))
ეგრე მეზარებოდა, ლოგინისკენაც მექაჩებოდა რაღაც, მერე მოვიშორე ყველა პასუხისმგებლობა, დავწექი დავიძინე, ჩავიჭერი, სულ დავანებე თავი, ”გავთავისუფლდი” და ახლა არაფერი ისე არ მაწუხებს, როგორც ძილში გაცვლილი დავალებები :)
ჰოდა, მოკლედ, უარის თქმაზე ადვილი არაფერია, უბრალოდ უნდა დარწმუნებული იყო, რომ მერე შედეგები არ შეგაწუხებს.
@Landish – აუ რომ გამოიგონებ, მეც მითხარი რა
@Riddle – ბოლო ფრაზა შთამბეჭდავი იყო )))
მე მქონდა ერთი თვე დარჩენილი სამაგისტროს დასაწერად 2005ში. ჰოდა რა ვქენი – გადავჭერი ინტერნეტის კაბელი. დავჯექი, დავწერე სამაგისტრო და დაცვის მეორე დღეს ჩავრთე :)
აუფ
მე ვერ ჩავჭრი, ჩემი დები მომკლავენ )))
პორტუგალიელმა რაო? :ლოლ:
როგორ არ გაქვს გადაწერის შანსი??? არ გამაგიჟო :P სად სწავლობ შენ, ჰა? :D :D :D
ეგ მგონი ზოგადად ყველას პრობლემაა, 1 კვირაა “ვსაჩკაობ” საერთოდ არ მივსულვარ წლის ბოლოს კი მაგარ შარში რო ვინქები ფაქტია!