ინტერნეტ ნაცნობობები

სიზარმაცეს რა ვუქნა, თორე წინა პოსტის შემდეგ 5 პოსტი მაინც უნდა დამეწერა აქამდე )))

ხო, რაც შეეხება პოსტს, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ სკაიტ და ოდნოებით ნაცნობობაზე არ მაქვს საუბარი ))

ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ, როდესაც ყვავამ ფორუმზე დამარეგისტრირა. მაშინ ისეთი მორიდებული ბავშვი ვიყავი, რომ ყვავამ რომ დარეგისტრირებისას ნიკში მართლწერის შეცდომა დაუშვა, თქმა მომერიდა და დაახლოებით 1 წელი picolina ვიყავი ფორუმზე და მერე გადავაკეთებინე ტიმს piccolinaდ )) დაახლოებით მაშინ დაიწყო ჩემი ინტერნეტ ცხოვრება. ჯერ ფორუმით, მერე ბლოგით გაგრძელდა და ახლა ფეისბუქსაც დავუმეგობრდი.

საკმაოდ დიდხანს მიჭირდა იმის აღიარება, რომ ჩემი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტს ვუთმობდი ანუ, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული გავხდი. უნივერსიტეტისთვის სასწავლ მასალას ნეტში ვეძებდი, კვლევებს ნეტში ვატარებდი, მეგობარ-ნათესავებთან ინტერნეტში ვურთიერთობდი. საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრების 90% ინტერნეტით გაცნობილები იყვნენ და ისიც აღმოვაჩინე, რომ ეს საერთოდ არ არის ცუდი.

ბევრად უფრო ადვილი და მოსახერხებელია მეგობრების ასე გაცნობა. წარმოიდგინე, ხედავ ადამიანს, რომელიც ფორუმზე ან ფეისბუქზე ან ბლოგზე წერს ისეთ რაღაცეებს, რასაც შენც ეთანხმები, ან არ ეთანხმები და მერე დაობთ იმაზე, რომელია თქვენს შორის მართალი და რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ გისწორდება ამ ადამიანთან ურთიერთობა. მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ არის (არიან ადამიანები, რომლებთანაც მე პირადად ვერასოდეს ვიმეგობრებდი მათი აზროვნების გამო, ინფორმაციაში ზუსტად ეს იგულისხმება, ანუ ინფო მისი აზროვნების შესახებ) ყველაფერი, ასე ვთქვათ, ცხვირ წინ გაქვს )))

კაკ ნე სტრანნა ეს მეგობრობები ამართლებს. ანუ ადამიანები, რომლებთან მეგობრობასაც ინტერნეტით ვიწყებ, მერე რეალურადაც ძალიან კარგად ვუგებ და მათთან პირველი შეხვედრისას ის შეგრძნება არ მაქვს, რომ ვიღაც უცნობია. თავს მათთან ისე ვგრძნობ, თითქოს დიდი ხანია, რაც ვიცნობ ))

აკას და მარის წასვლის ბრალია სულ ეს რომ გამახსენდა )))

საბუნიას პოსტი ზუსტად იგივე თემაზე: http://fazanda.wordpress.com/2009/06/02/virtual/

WordPress Themes