პოსტი გაქცევაზე
ანუ თან გავრბივარ და თან ვწერ ))) 1 საათში ჩვენი მატარებელი გადის და ნუ… მაინც დაუმშვიდობებლად წასვლა არ მინდოდა, მერე რომ არ თქვათ, უზრდელია ესო )) მივდივარ ზღვაზე, ჩემი მისდამი უკიდეგანო სიყვარულის გამო )) ბარგი კი ჩავალაგე, მარა არაფერი არ ჩამეტია, თან მგონია, რომ სულ ყველაფერი მრჩება და თან ჩანთა ისეთი მძიმეა… რა ათრევს ამას [...]
ეს სასაცილოა?
საუბარია ვითომ სასაცილო ვიდეოებზე. დებენ ტექსტით: “აუ ნახეთ ეს რა ხოხმაა”, “ამაზე იმდენი ვიცინე…”, “ნახეთ რა უქნეს, გასკდებით სიცილით” … მოკლედ, ტექსტი ბევრია. ჩართავ და მარაზმი. ადამიანს უკეთებენ საზიზღრობას, იღებენ კამერით და ამას გართობას ეძახიან… და სანამ ყველა სიცილით სკდება, მე არ მესმის, რა არის სასაცილო მთელ ამ მარაზმში. თქვენც გექნებათ ნანახი და ალბათ იცინეთ [...]
გინდა შეიქმნა მომავალი?
ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, შენ ისეთი მომავალი გექნება, როგორიც თვითონ გინდა ))) ან ისე ცხოვრობ, როგორც თვითონ გინდა. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ თვითონ იქმნი მომავალს. როგორ ხდება ეს? ყველა ადამიანს ცხოვრებაში ეძლევა შანსი, რომ შეიქმნას ისეთი მომავალი, როგორიც თვითონ უნდა. ზოგი ამ შანსს იყენებს და არის ბედნიერი, ზოგიც არ იყენებს და მერე მთელ [...]
სიბერე ნე რუუულზ :/
ამას წინათ მითხრეს რომ ჩემი ერთი ძალიან ახლობელი (თითქმის ბებია) ლოგინში ჩავარდა და გადავწყვიტე მომენახულებინა (მანამდეც დიდხანს ვაპირებდი და ამ ამბავმა უფრო დამაჩქარა) ეს ქალი საკმაოდ სიმპათიური იყო ახალგაზრდობაში. ყოველთვის იცვამდა კარგად და თავსაც უვლიდა. მე რაც მახსოვს, ყოველთვის ჭაღარა თქმა ჰქონდა, მაგრამ თავს მაინც უვლიდა. რამდენჯერაც არ უნდა მივსულიყავი, ყოველთვის კარგად ეცვა, სამკაულები ეკეთა [...]
მეც ვიყავი ბავშვი
ხო, სულელური სათაურია ))) პოსტის დაწერის მიზეზია პრექტი თუ რაღაც Imeme, რომელიც დოდკას წამოწყებაა და რომელშიც ტომუშკამ დამტაგა. მოკლედ რომ აგიხსნათ ინტერნეტ მემის (თუ მემეს) იდეა არის ასეთი, წერ პოსტს რაღაც თემაზე (ამ შემთხვევაში წამომწყებმა დაწერა ბავშვობის წარმოდგენებზე და დანარჩენებიც იმავე თემას ვაგრძელებთ) და მერე ტაგავ 3 ბლოგერს. ეს 3 ბლოგერი მერე დაწერს იგივე თემაზე [...]
ძველი ბლოკნოტი ვიპოვე
პირველ რიგში, მომილოცეთ, რომ პოსტის დასაწერად გამბედაობა მოვიკრიბე :ბის: იდეაში დღეს ისედაც უნდა დამეწერა პოსტი, ოღონდ ის სიბერეზე უნდა ყოფილიყო და საკმაოდ უარყოფითი განწყობიანი, მარა ის ჯობია მაშინ დავწერო, როცა განწყობა განეიტრალურდება )) მოკლედ დღეს, ამ ნეგაატივით დაგრუზული რომ მოვედი დავიწყე კარადაში ქექვა. რას ვეძებდი, თვითონაც წარმოდგენა არ მაქვს, უბრალოდ გადასართავად ვიქექებოდი და ვიპოვე ჩემი [...]
მე და IELTS (ანუ შედეგები არის უკვე)
გამოცდის შემდეგ 3 რიცხვი რომ მახსენდებოდა, სულ გული მიჩქარდებოდა. გუშინაც მთელი ღამე არ მეძინა. ვიცოდი, უკვე დღეს უნდა ყოფილიყო შედეგები და ძალიან ვნერვიულობდი. დილას ბრიტანეთის საბჭოში რომ დავრეკე ხმის კანკალით ვიკითხე, შედეგები არისმეთქი? და იმ გოგომ, როგორც ყოველთვის, ბედნიერი ხმით მიპასუხა, არის, მოდი და გაგატანთო. ამაკანკალა, სულ ვფიქრობდი, ახლა რომ ცუდი შედეგები მქონდეს, მერე რა [...]
