3
მე ლამაზი მეგობარი მყავდა
Posted by piccolina on December 29, 2007 in Uncategorized
ხო, მყავდა მეგობარი… ქეთი… გავიცანი სამსახურში, როდესაც სტაჟიორად ავიყვანეთ… იყო ძალიან საყვარელი, ლამაზი და ჭკვიანი იყო, რაც მთავარია… და შემიყვარდა სხვა სტაჟიორებზე მეტად, ვემეგობრებოდი, ვუყვებოდით ერთმანეთს რაღაც ამბებს, ვუზიარებდით გამოცდილებებს… მერე გადაწყვიტა რომ ჩვენთან ვერ დარჩებოდა, იმიტომ რომ ეგ საქმე არ აინტერესებდა და წავიდა…. მერე ხანდახან მოდიოდა და ყველას გვიხაროდა, იმიტომ რომ ყველას გვიყვარდა ქეთი. [...]
