1

ჯასტ ენაზერ პოსტ

Posted by piccolina on April 30, 2008 in Uncategorized |

შემოდგომის ბოლო იყო უკვე…
წვიმდა. მე სამსახურში დიიდ ფანჯარასთან ვიდექი და წვიმას ვუყურებდი… უკვე საღამო იყო.
ზუსტად მაშინ, როცა ფანჯრიდან შემოვბრუნდი და ოფისში ვაპირებდი შესვლას ტელეფონმა დაიწყო რეკვა. მეგობრები მირეკავდნენ, 1 საათში ვიკრიბებით და მოდიო.
_მმმ… არ ვიცი… მოიცა…
_რა არ ვიცი, ერთ საათში აქ იყავი
თან ყურადღება გამისწორდა, თან მინდოდა მეგობრების ნახვა… სამსახურის მერე პირდაპირ სახლში წასვლაც არ მინდოდა…
მერე რა რომ გაციებული და სიცხიანი ვიყავი :)
რატომ არ უნდა წავიდე მამენტ… წავალ
საათს დავხედე, ოფისში შევედი, დირექტორს დავემშვიდობე და წავედი…
სასიამოვნო საღამო იყო_წვიმდა :)
რატომღაც ძალიან დამამახსოვრდა ის დღე… დამამახსოვრდა ჩემი მეგობრები, ვინც იქ იყვნენ იმ დღეს, დამამახსოვრდა ადამიანი, რომელიც იმ დღეს გავიცანი, ის მეგობარიც დამამახსოვრდა, რომელთან ერთადაც წამოვედი სახლში.

არ ვიცი რატომ დამამახსოვრა ასე კარგად და არ ვიცი რატომ გამახსენდა…
არა, ვიცი რატომაც გამახსენდა :)
დავხედე ბეჭედს, გამახსენდა ახალგაცნობილი ადამიანი და გამახსენდა ის დღე…
არ ვიცი ჩემი იმ დღეს არ წასვლით ავაცილებდი თუ არა ტკივილს, რომელიც უნებურად მივაყენე

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.