წითელი კაბა
ვიცვამ ყოველ საღამოს წითელ კაბას
ყოველ საღამოს გავდივარ ქუჩაში
ყოველ საღამოს ვარ მეძავი
ვყიდი სხეულს ფულისთვის
ვყიდი სხეულს ერთი ღამის სიყვარულისთვის
გამთენიისას უკვე ვერ ვუძლებ ამდენ მოფერებას
ვიპარები სანამ ჯერ კიდევ ბნელა ქუჩებში და მზის ამოსვლამდე დავხეტიალობ…
ისე მიყვარხარ რომ უკვე გული მერევა
ისე მიყვარხარ რომ შენს სიტყვა “მიყვარხარ“-ს სხვის ბევრ ფულში ვცვლი
გამთენიისას აზრი მეხსნება
როცა უაზროდ ვხეტიალობ და
ვღვრი ცრემლებს გაყიდული სიყვარულის გამო
ვღვრი ცრემლებს შენი ტკივილის გამო…
არ მოვიტყუები, შენს დასამშვიდებლად არ ვიტყვი რომ მე ეს არ მომწონს
უბრალოდ გამთენიისას მეზიზღება გაყიდული თბილი სუნი…
არა, შენს შემოტენილ, ტყულებს ისევ გაყიდული სიყვარული მირჩევნია
გაყიდული სხეული
გაყიდული თბილი სუნი
და სინანულის ცრემლები გამთენიისას…

