წაგებული სიცოცხლე

Posted by piccolina on August 24, 2008 in Uncategorized |

არ ვიცი პირველად რომელმა რომლით დაიწყო თამაში… მე მისით თუ მან ჩემით… ის პერიოდი კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი… არაფერი ისეთი, ჯერ უბრალოდ თამაში დავიწყე… ისე… ჩემთვის, როდესაც მეტი საქმე არ მქონდა… და რამდენადაც მეტი საქმე არც არასოდეს მქონდა ამ სიცარიელეს შენით ვავსებდი… მერე მეგობრებს გავაცანი შენი თავი… არადა კარგად გამომდიოდა, თითქმის ყველა დაწყებული თამაში ჩემი მოგებით მთავრდებოდა… მერე მეტი მომინდა, მეგობრების დამარცხება აღარ მყოფნიდა… უფრო მეტზე მინდოდა თამაში… დაიწყო კომპთან თამაშით მხოლოდ ქულებზე, გაგრძელდა მეგობრებთან ნაყინზე თამაშით… ახლა… არ მახსოვს აქ როგორ მოვხდი…ვამთავრებ უკვე სიცოცხლეზე თამაშით… არ მახსოვს რამდენი და როგორ წავაგე და არც ის მახსოვს როგორ დავკარგე ჯერ ტელეფონი, მერე მანქანა, მერე სახლი… ახლობლებიც.. ყველა დავკარგე… მარტო თამაში დამრჩა… არადა თამაში რას გავს იცი? აი ეშმაკი რომ გახვევს ღიმილით და უკვე როცა ბოლომდე მიენდობი და მისი ხდები მაშინ რომ უწითლდება თვალები და ბოროტად დაგცინის და მარტო მაშინ რომ ამჩნევ რომ თურმე ეშვებიანი კბილები აქვს, და რქებიც მაშინ რომ ჩნდება… ზუსტად ეგრე, რაც აქამდე ერთგული მეგობარი მეგონა, რომელმაც ახლობლებივით არ მიმატოვა, ახლა თავისი ხელით მკლავს… ახლა ვახელ თვალებს და ვხვდები რომ ყველა ახლობელი ამან დამაკარგვინა ისევე როგორც მთელი ქონება რაც კი მქონდა… იქამდე მივედი, რომ საყვარელი ქალის ნაცვლად უკვე კარტთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი… და ტეხავს რომ ამას ახლა ვხვდები, როდესაც თავანი მაქვს ჩასაბარებელი – წაგებული სიცოცხლე…

7 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.