ცხელი შოკოლადის რეცეპტი
გუშინ ვფიქრობდი და ძალიან მომინდა რომ გამეკეთებინა
დავიწყე რეცეპტების ძებნა და რამდენიმე მარტივი რეცეპრი მოვძებნე და ორს გაგიზიარებთ.
ხოდა სანამ რეცეპტების წერას დავიწყებდე თქვენც თუ იცით რამე მარტივი, გემრიელი ცხელი შოკოლადის რეცეპტი კომენტარებში დამიწერეთ, ძალიან გთხოვთ რა.
რეცეპტები:
1. ფორუმზე ვნახე და თქვეს უგემრიელესიაო:
1 ჩკ. უნალექო ყავა, 1 სკ. მუქი კაკაო, 2 ჩკ. შაქარი (დაახოებით) და ცხელი რძე [2 ჩკ. რძის ფხვნილი (უნალექო ყავების რომ იყიდება), და მდუღარე წყალი] ჭიქის შევსებამდე.
ან კაკაოს ნაცვლად ნახევარი გამდნარი შოკოლადის პლიტკა

2. ეს დაგუგლვის შედეგად ვიპოვე და არ ვიცი საბოოოდ როგორი იქნება:
- 1/3 ჭიქა დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
- 3/4 ჭიქა თეთრი შაქარი
- 1 მწიკვი მარილი
- 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი
- 3 1/2 ჭიქა რძე
- 3/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1/2 ჭიკა ნახევარ-ნახევარი ნაღები
ჩაყარეთ კაკაო, შაქარი და მარილის მწიკვი ქვაბში. ათქვიფეთ მდუღარე წყალში. ურიეთ მასას, სანამ ადუღებამდე მივა. ადუღეთ 2 წუთის მანძილზე და თან ურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, არ დაიწვას. შეურიეთ 3 1/2 ჭიქა რძე და დადგით ცეცხლზე, სანამ ძალიან არ გაცხედება, ოღონდ არ აადუღოთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ვანილი. გაანაწილეთ 4 თასში. დაუმატეთ ნაღები თასებში და გააგრილეთ დასალევ ტემპერატურამდე.
და არ დაგავიწყდეთ, ვინმე თუ ამას გააკეთებთ, მითხარით როგორი იქნება და თუ რამე სხვა იცით კომენტარებში დამიწერეთ ;)

10 Comments
vcaime zalian miyvars yvelaze kaia, gaadne plitka jujge shignit cota karaqi da rze da vuala genialuria :D
არანაიარი ყავა !!!
იღებ შავ შოკოლადს ადნობ აზავებ რძით (არა ფხვნილით)ამატებ ცოტა ვანილს და მარილს რომ გაამძაფროს სიტკბოს შეგრძნება. შეგიძლია დალიო როგორც ცხელი ასევე ცივი გააჩნია როგორ ხასიათზე იქნები : D არაჟანი არ გინდა სიმჟავე დაჰკრავს – ათქვეფილი ნაღები.
@OTO – wow საინტერესოა, აუცილებლად ვცდი. და ნაღები იყიდება ცალკე? სორრი, ჩამორჩენილი ვარ, საყიდლებზე არ დადივარ )))
@lilian – ეგ ყველაზე მარტივია მგონი ))
აუ მე იმ შოკოლადის რეცეპტი მინდა კალაში რომ აქვთ.
სქელი რომაა მართლა ცხელი შოკოლადივით…
@პიკო, კი მზა ნაღები იყიდება, ნუ პოპულში ნამდვილად მაქვს ნანახი. სხვაგანაც შეიძლება იყოს.
ისა და პლიტკის გადნობის ტექნიკა როგორია? :გივი:
@Sweety – სადმე თუ გაჩითავ მეც მითხარი ოკ? ))
@CheshireCat – რამე ჭურჭელში ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა დადგა და გალღვება. უკეთესია თუ გატეხავ ან გახედავ მგონი
აუუუ, მაღაზიებში პირდაპირ ცხელი შოკოლადის ფხვნილი იყიდება! ამ ფხვნილს ჩაყრი ჭიქაში, დაასხავ ადუღებულ წყალს და დასალევად მზად არის!!!!!!!!!!!!
ეე
ეგ უგემურია :)))
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, რისგანაც მზადდება გოგლი მოგლი, სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი, 2 სუფრრის კოვზი რძის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი (არასავსე) პურის ფქვილი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, ცოტაოდენი ვანილი, რომი ან კონიაკი სურვილისამებრ, 1 ჩ/ჭიქა ადუღებული წყალი.
მომზადების წესი:
კარგად გავთქვიფოთ დავდგათ ცეცხლზე და ერთი წამოვადუღოთ, ჩავასხათ ჭიქებში და მივირთვათ ცხელი.
ესტუმრეთ ამ საიტს … ვისაც უყვარს ცხელი შოკოლადი …. უგემრიელესია დამიჯერეთ ნახეთ ვიდეო http://chocolatecake-men.blogspot.com/2011/02/blog-post_16.html