2

ყველაფერი ჩემ შესახებ

Posted by piccolina on April 15, 2008 in art idea |

სეირნობდა ღმერთი ზღვის სანაპიროზე და ფიქრობდა, რამდენი ხანია, არაფერი განსაკუთრებული არ შეუქმნია… და შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომელიც იყო უბედური, რომელსაც არაფერი გააჩნდა_ არც ქონება, არც ჭკუა, რომლის ცხოვრებაც დაბადების დღიდან სიკვდილამდე უბედურების დიდი ისტორია იყო და შექმნა ადამიანი, რომელიც იყო ბედნიერი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი_ქონებაც, ჭკუაც… მთელი მისი ცხოვრება, ცხოვრების ყოველი წუთი ლამაზი იყო… მაგრამ შედეგებმა დააღონა ღმერთი… თავისი შემქმნელი ორივემ უარყო, ერთმა ბედნიერების გამო, მეორემ კი უბედურების გამო…
განრისხდა ღმერთი და დასაჯა ორივე_ გამოკეტა ქვესკნელში და დაავალა შეექმნათ კიდევ ერთი ადამიანი… იდეალური ადამიანი… ადამიანი, რომელშიც იქნება ჩადებული ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ რომლის ცხოვრებაც იქნებოდა ტრაგედია… ლამაზი ტრაგედია… რომელიც მას არ აატირებდა, პირიქით, გააღიმებდა… ტრაგედია, რომელიც მოუტანდა ბედნიერებას… ტრაგედია, რომელიც არ იქნებოდა სხვა ტრაგედიების მსგავსი… ადამიანი, რომელის საცხოვრებელი ადგილი ღრუბლები ან ზღვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იძულებული იქნებოდა ხმელ მიწაზე ევლო და ამისგანაც ბედნიერად ეგრძნო თავი… ადამიანი, რომელიც იქნებოდა სხვა ადამიანებზე მეტი, მაგრამ არასოდეს გაიგებდა ამის შესახებ…
დაიწყეს ბედნიერმა და უბედურმა ადამიანებმა ახალი ადამიანის შექმნა… მისცეს მას გონება, აზრივნების უნარი, მისცეს ლამაზი ღიმილი, მისცეს ბედნიერება და ბედნიერების შეგრძნება, მისცეს ლამაზი და ტრაგიკული ცხოვრება და უბედურებების დავიწყების უნარი… მოკლედ, ყველაფერი მისცეს რისი მიცემაც შეეძლოთ, რაც დაავალა ღმერთმა და რასაც თვითონ თვლიდნენ რომ გაულამაზებდა ცხოვრებას…
და დაიბადა ახალი ადამიანი… და ბედნიერი იყო ღმერთი და ბედნიერები იყვნენ მისი შემქმნელები…
და მერე გავიდა დრო და დაურეკა ახალმა ადამიანმა ღმერთს და მოუყვა თავისი უბედურებების შესახებ და იმის შესახებ რომ მისი ცხოვრება მაინც ლამაზი იყო… ღიმილით მოუსმინა ღმერთმა თავის რჩეულ ქმნილებას და დაკიდა ყურმილი… ისე რომ არაფერი არ უთქვამს…
მერე კიდევ გავიდა დრო და ისევ გაბედა ახალმა ადამიანმა ღმერთთან დარეკვა და უთხრა რომ ბედნიერი იყო, რომ მან ასეთი კარგი შექმნა ის… ღმერთმა ისევ ღიმილით უსმინა საყვარელ ქმნილებას და ბოლოს ისევ სიტყვის უთქმელად დაკიდა ყურმილი…
ცოტა ეწყინა ადამიანს, მაგრამ არ შეიმჩნია…
და მერე კიდევ გავიდა ბევრი დრო და ბევრი ფიქრის მერე ისევ დაურეკა ახალმა ადამიანმა ღმერთს და უთხრა რომ დიდ გასაჭირში იყო და მისი დახმარება სჭირდებოდა… უსმინა ღმერთმა, გაიღიმა და ისევ უხმოდ დაკიდა ყურმილი…
და მერე უფრო ბევრი დრო გავიდა და ახალმა ადამიანმა კიდევ ერთხელ დარეკა ღმერთთან და უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო და აღარ სჭირდებოდა ღმერთის მხარდაჭერა…
და პირველად დაილაპარაკა მასთან ღმერთმა:
“მოიცადე… მე ჩემთვის შეგქმენი…”
“ხოდა მადლობა რომ აქამდე მაფიქრებინე, რომ ჩემთვისაც არსებობდი”
“მე შენთვის… ყველასთვის ვარსებობ…”
“შენი დაწერილი კანონია, ღმერთო: იარსებე საკუთარი თავისთვის… ხოდა მადლობა რომ მასწავლე.  კარგად, ღმერთო, კიდევ დაკირეკავ… ” და ამჯერად თვითონ ადამიანმა დაკიდა ყურმილი… და მიხვდა ღმერთი რა ცუდია მარტოობა, რა ცუდია, როცა ხმის გაცემაზე უარს გეუბნებიან…
ადამიანი კი დღემდე ცხოვრეობს სხვა ადამიანებთან ერთად და დღემდე არ იცის რომ ის განსაკუთრებულია….
ხო, გეყოთ ზღაპრები, მე წავედი, ღმერთს უნდა დავურეკო, დავპირდი, კიდევ დაგირეკავთქო…

2 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.