1

სიხარულის შიში

Posted by piccolina on November 21, 2006 in Uncategorized |

ახლა რა ხდება… ამ ბოლო დროს ძალიან მეშინია სიხარულის და ბედნიერების… თავში რატომღაც ჩამებეჭდა, რომ როდესაც ადამიანი ყველაზე ბედნიერია, მაშინ ატყდება თავს ყველაზე დიდი უბედურება… ხო, ახლა რა ხდება, დიდი ბედნიერება ჯერ შორს მაქვს, ამიტომ მხოლოდ სიხარულის მეშინია… თან არანორმალურად… რომ გავიცინებ სულ იმაზე ვფიქრობ ამის მერე რაღაც საშინელება მოხდებათქო… ძალიან მეშინია… გუშინ დედაჩემი ჩამეხუტა და გამიხარდა ძაან, მაგრამ მაშინვე შიშმა დაუწყო ტვინს ჭამა… ნორმალურად ვეღარც ვიცინი, ვეღარც ვიღიმები… დილას თუ კარგ ხასიათზე გავიღვიძებ მეშინია, რომ იმ დღეს რაღაც ძაან ცუდი მოხდება… რატომ ვარ ასე არ ვიცი… ან ვიცი და თქმაც არ მინდა… მეშინია და ვერც ვერავის ვეუბნები, მგონია, ვერ გამიგებენ, ან რჩევებს, მომცემენ, რომლებიც არ მიშველის …

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.