0
სიზმარი
Posted by piccolina on March 20, 2008 in იასამნის ბოდვები | ∞
ისევ სიზმარი, რომ ვიგუდები, რომ საკუთარ ფილტვებს, საკუთარ გულს ვარწყევ და ხელში ვიჭერ… და ვიხუთები და ცრემლები მახრჩობს … და როცა მგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ მორჩა კოშმარი და მეშველა, როცა მგონია რომ შემიძლია ამოვისუნთქო ისევ თავიდან იწყება ყველაფერი … ისევ ვიგუდები, ისევ ცრემლები მახრჩობს, ისევ ვარწყევ საკუთარ გულს და ფილტვებს და ხელში ვიჭერ უარესად მეხუთება სული და ვკვდები… და ისევ მგონია რომ მეშველა და ახლა ამოვისუნთქავ და ისევ თავიდან იწყება კოშმარი…
